Category: სლაიდერი

  • გულს მტკენს საქართველო – რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა – მაია სანდუ

    გულს მტკენს საქართველო – რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა – მაია სანდუ

    “მოლდოვა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბითაც ვხედავთ. მე ამაყი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ.

    თუმცა, გულს მტკენს საქართველო – ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ”,

    მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა.

  • დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

    დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

    დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • თაკო გვილია Facebook პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

    თაკო გვილია Facebook პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

    აქტივისტი თაკო გვილია ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ Facebook პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმა.

    14 იანვარს გვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი, სადაც ეწერა, რომ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც პოლიციელ ნიკოლოზ თორდიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან პოლიციელი სიტყვა “ფარჩაკით” მოიხსენია, რის გამოც უჩივლეს.

  • ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დავაკავეთ – საგამოძიებო

    ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დავაკავეთ – საგამოძიებო

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

    “აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

    წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

    კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს”, – თქვა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

  • რუსეთის ყოველი დარტყმა მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის – ზელენსკი

    რუსეთის ყოველი დარტყმა მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის – ზელენსკი

    „რუსებმა 50-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. დარტყმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ერთ-ერთი რუსული დრონი ევანგელისტური ქრისტიანების სამლოცველოს დაეცა.[…]ვიმედოვნებთ, რომ აშშ, ევროპა და სხვა ჩვენი პარტნიორები თვალს არ დახუჭავენ, რადგან რეალური მშვიდობის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლაა საჭირო. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება. ასევე, ომები არ სრულდება მათი მხარდაჭერის გარეშე, ვინც ადამიანების სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და შეთანხმებების სწრაფად განხორციელება“,

    ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას.

  • ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    „ირანთან ახლოს  დიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი. [….] მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“,

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

  • ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

    ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

    ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური ფინანსთა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ინფორმაცია TV პირველს ღუდუშაურის ადვოკატმა დაუდასტურა.

    “ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიც არ მაქვს. როგორც ვიცი წუხელ დააკავეს. მე არ ვყოფილვარ, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალის წარდგენა და დღეს მომცემენ მასალებსაც. […] რაზე არის დაკავებული, რას ედავებიან ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით”. – უთხრა ჟურნალისტს ადვოკატმა.

  • საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა

    საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა

    საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში წერია.

    “დაინიშნოს მიხაილო ფრანკოს ძე ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად”, – წერია ზელენსკის განკარგულებაში.

  • კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება – დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი – ზურაბიშვილი

    კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება – დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი – ზურაბიშვილი

    „ქართულმა ოცნებამ“ და კობახიძემ გადაწყვიტეს, რომ თურმე საჭიროა დიალოგი, ერთობა, როდესაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაპირისპირება დაეთესათ ყველა საკითხზე, ეს იქნებოდა სპორტი, კულტურა, რელიგია… ყველა თემაზე შემოიტანეს დაპირისპირება და დაყოფა. ვისაც რამე გაუვლია ქართული ისტორიის შესახებ, ყველასთვის ნათელია, რომ საზოგადოებრივი ერთობა არის მთავარი დამცველი მექანიზმი რუსეთის მიმართ. რუსეთი არის ის იმპერია, რომელიც ყოფს და ამით ბატონობს, ეს არის მისი ყველა მოქმედების პრინციპი. „ქართული ოცნება“ ამაშიც ამართლებს და ახორციელებს საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირებას, დათესონ სიძულვილი და მაშინ იბატონოს რუსეთმა ქვეყნის გარეთ და შიგნით. ამიტომ, ძალიან უცნაურია მათი დღევანდელი გზავნილები, ძნელი დასაჯერებელია, რადგან წარმოუდგენელია გულწრფელი დიალოგი დაიწყოს, როდესაც სინდისის პატიმრები ციხეში არიან. არავინ არაფერზე დაიხია უკან, ძალაუფლებამ არ მოიხადა ბოდიში ძალადობაზე, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არიან ან უპირებენ ციხეში დაბრუნებას, როდესაც პარტიების აკრძალავს აპირებენ, ასეთ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა.[…] ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრება, ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას, რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი. დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი, გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან ახალი, ნამდვილი, სხვა ურთიერთობა – არა ძალადობრივი, არა მუქარით, კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არის განხილული“,

    განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია უნდა იყოს, ვიდრე უცხოური – ქვრივიშვილი

    მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია უნდა იყოს, ვიდრე უცხოური – ქვრივიშვილი

    “ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა დაიკლოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ საქართველოში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ […] და ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია”.

    განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.