Category: სლაიდერი

  • გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე – ჰიპერი

    გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე – ჰიპერი

    “სამწუხაროდ, რასაც თქვენ ახსენებთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიულ რეჟიმისკენ. დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას მოითხოვს.

    აქამდე, რაც გავაკეთეთ, არის მუდმივი რეაგირება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე, შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება.

    ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმით” გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება და 2025 წელს მეტი დახმარება არ იქნა დაგეგმილი.

    ეს ზოგიერთი მაგალითია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეების მხრივ, [ევროპულმა] საბჭომ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, ვისაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ, საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”

    ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • იმედია, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულებაში – ნიდერლანდების საგარეო

    იმედია, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულებაში – ნიდერლანდების საგარეო

    „ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

    ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო.

    იმედი გვაქვს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას“

    ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით“ შეშფოთებას გამოთქვამს.

  • გერმანია რეკომენდააციით მიმართავს საქართველოს, გააუქმოს რეპრესიული კანონები

    გერმანია რეკომენდააციით მიმართავს საქართველოს, გააუქმოს რეპრესიული კანონები

    გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას, რომელიც პერიოდულად ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს. საელჩოს მოჰყავს 26 იანვარს ჟენევაში გაკეთებული განცხადებიდან ციტატა, სადაც გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.

    “საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას – ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით.

    საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას. ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი: გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით. გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით”- ნათქვამია განცხადებაში.

    ასევე გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს:

    •  გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყნების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;
    • მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;
    • გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;
    • გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
  • ქიმიური იარაღის გამო, ოცნების დასასჯელად პირველი ნაბიჯია – ხოშტარია მოსკოვის მექანიზმზე

    ქიმიური იარაღის გამო, ოცნების დასასჯელად პირველი ნაბიჯია – ხოშტარია მოსკოვის მექანიზმზე

    ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია. 1. ოცნებას არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას; 2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, ოცნების დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია; 3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი; 4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი; 5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი! ბოლომდე!

    წერს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია.

  • დავაკავეთ სეს-ის ინსპექტორი, რომელიც ინსპექტირების შესახებ აფრთხილებდა

    დავაკავეთ სეს-ის ინსპექტორი, რომელიც ინსპექტირების შესახებ აფრთხილებდა

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა.

    ამ ქმედების მიზანი იყო, კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.

    “საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • „ნიპა“ ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

    „ნიპა“ ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

    „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.

    ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.

    ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

    ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.

    ჯანმოს მიერ „ნიპა“ ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები“,

    ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას  – გიორგი შარაშიძე

    განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას – გიორგი შარაშიძე

    „განათლების რეფორმა, ისევე როგორც „ოცნების” ნებისმიერი სხვა ინიციატივა ემსახურება ერთადერთს – მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა შევაფასოთ პოზიტიურად, როცა ეს ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ამცირებს კონკურენციას და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების” ახალ პოლიტიკას და წესებს. რაც შეეხება თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას – ესეც სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზებას. „ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას” აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ რა დგას ამ ყველაფრის უკან, სერიოზულად პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოხდეს ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება და ისევ „ოცნებასთან” დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ”,

    ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა, რითაც განათლების რეფორმას გამოეხმაურა.

  • საქართველოში რეპრესიები მძაფრდება, EU-ის ქვეყნებმა იმოქმედონ – რასა იუკნევიჩიენე

    საქართველოში რეპრესიები მძაფრდება, EU-ის ქვეყნებმა იმოქმედონ – რასა იუკნევიჩიენე

    საქართველოში რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ მძაფრდება. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ და მიყვნენ რეკომენდაციებს, საჭირო ზომების დასადგენად

    წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე.

  • სუს-მა კორუფციულ დანაშაულებზე 21 ადამიანი დააკავა

    სუს-მა კორუფციულ დანაშაულებზე 21 ადამიანი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.

    პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეორე: წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.

    აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მესამე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე, სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

    აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეოთხე: ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ოთხი ექიმი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.

    ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეექვსე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „ევრო გზის“ დირექტორს და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო – შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის – შპს „ევრო გზის“ მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 477 551 ლარი. სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს ,,ექსპერტ ჰაუსი“, რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშსწორება. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, რეალურად შესრულებულ სამუშაოებსა და კომპანიის მიერ შედგენილ სამუშაოების შესრულების ამსახველ აქტებში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა. თავის მხრივ, ზემოხსენებული პასუხისმგებელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 38 158 ლარს.

    აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეშვიდე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.

    ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.

     

  • “ქართული ოცნება” მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს! – ცაკნა

    “ქართული ოცნება” მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს! – ცაკნა

    ”ძალიან სამწუხაროა, რაც საქართველოში ხდება და ეს რეჟიმი მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და ემხრობოდა სხვადასხვა შეზღუდვებს რეჟიმის ლიდერების მიმართ” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაკნა ეხმაურება ქართული ოცნების რეჟიმის მიერ პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ახალ შეზღუდვების დაანონსებას”.

    ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაკნა.