Category: სლაიდერი

  • ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო.. არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ელენე ხოშტარია

    ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო.. არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ელენე ხოშტარია

    ოცნების” მორიგი თაღლითური ინიციატივა, ვითომ დებატების შესახებ, გამოხმაურების ღირსი საერთოდ არ არის, თუმცა, ჩვენს მხარეს რამდენიმე გამოხმაურებამ სურვილი გამიჩინა, ჩემი დამოკიდებულება გამეზიარებინა.

    ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი, ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება.

    არაღიარების ხაზი ჩვენი, ოპოზიციის, გასავლებია და არა პროპაგანდისტი თაღლითების. თუ დებატი რუსებთან თუნდაც ყველაზე მინიმალურის მომტანია, მაშინ გაუგებარია პარლამენტში რატომ არ შევედით.

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან.

  • ზვავის ჩამოსვლის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

    ზვავის ჩამოსვლის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.”

  • მზად ვართ, რომ ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე – გრიგოლ გეგელია

    მზად ვართ, რომ ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე – გრიგოლ გეგელია

    „კომიკურია, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელიც 6 წლის განმავლობაში გაგვირბის დებატებიდან, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი და დააპატიმრა, რომელიც ნაბიჯებს დგას სამი მძლავრი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ, ახლა, გვთავაზობს სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე დებატებს. ეს აჩვენებს იმ პოლიტიკურ გაორებას და ანომალიას, რაც ახასიათებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მთელი რიგი პოლიტიკური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ იმ სიმართლით, რომელიც არის ჩვენ მხარეს, ქართველი ხალხის მხარეს და იმ არგუმენტებით, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მარტივად არის ჩვენ მხარეს, ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე, რადგანაც ისინი ძალიან დიდი ხანია საკუთარი ხალხისგან გაუცხოებული არიან საკუთარი ხალხისგან, ფაქტებისგან, არგუმენტებისგან და სიმართლისგან, ამიტომ დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, თუ ეს ვინმესთვის პრობლემურია, ეს უნდა იყვნენ „ქოცები“ რომლებსაც არცერთ ძირითად კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ“

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

  • თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგება მოუწევს, მე პასუხს ჩემ თავზე ვაგებ – კალაძე

    თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგება მოუწევს, მე პასუხს ჩემ თავზე ვაგებ – კალაძე

    “ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება”.

    აცხადებს ივანიშვილის თბილისის მერი, კახა კალაძე.

  • ჩვენ მოთმინებით ველოდებით – კობახიძე აშშ-თან პარტნიორობის აღდგენაზე

    ჩვენ მოთმინებით ველოდებით – კობახიძე აშშ-თან პარტნიორობის აღდგენაზე

    „ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება, ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან. ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას,“

    განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – კობახიძე

    საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – კობახიძე

    „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

    საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”,

    განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე –  გივი თარგამაძე

    გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე – გივი თარგამაძე

    გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ განუცხადა.

    „მიხარია, რომ თქვენ გხედავთ. მართლა გეუბნებით, ახალ წელზე ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას – მოახერხებენ, არ მოახერხებენ… მადლობა, რომ მოახერხეთ. ახლა უკვე, ამოვისუნთქე… იმდენად კრიტიკული მომენტი იყო. რადგან ახლა გაძელით, ესე იგი გაძლებთ.

    პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო.. რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

  • ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს – ვოლსკი

    ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს – ვოლსკი

    „ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზულ არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის,”

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი

    ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი

    “სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს ნამდვილად არის ქართული ოცნების სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი – გააჩუმოს განსხვავებული ხმები და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის”.

    განუცხადა ევროსკოპს ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა “ოცნების” სასამართლოს მიერ, ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებისთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.

  • დადასტურდა 8-9 ფაქტორი, რომლებიც მოქმედებენ ფასების ზრდაზე – ქვრივიშვილი

    დადასტურდა 8-9 ფაქტორი, რომლებიც მოქმედებენ ფასების ზრდაზე – ქვრივიშვილი

    საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს.

    კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება და შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების ძალიან დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

    თქვა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.