Category: სლაიდერი

  • “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

    “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

    “მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.

  • ”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ზურა ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

    ”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმებას.

    ”ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ
    ცხადზე ცხადია რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები
    მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას
    და ის რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია”. – წერს ჯაფარიძე.

     

  • ოცნებას ეს იმისთვის დასჭირდა, რომ საზოგადოება 2 ნაწილად გაყოს – გახარია რუსულ კანონზე

    9 აპრილიდან 35 წელი გავიდა და ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასამთავრებელი გვაქვს – ყველას ერთად. ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი ახლაა – საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა მშვიდობითა და წინსვლით დავასრულოთ.

    ქართულ ოცნებას ეს [რუსული კანონი] იმისთვის დასჭირდა, რომ ქართული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს და ის 2 ნაწილად გაყოს – ვიღაცას უკვე ფორმალურად, იურიდიულად დაარქვას აგენტი, მოღალატე – ვიღაცას კი პატრიოტი. ეს ურთიერთდაპირისპირების მხოლოდ ის გარემოა, რომელშიც, შესაძლებელია, რომ ოცნებამ არჩევნებზე თავი გადაირჩინოს.

    თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალთან.

  • უკრაინის ტერიტორიის 26% პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო – შმიგალი

    „ვცდილობთ შევქმნათ ეფექტური ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები.[…] წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს“

    აცხადებს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

  • არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა! – გიული ჩოხელი

    ”1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მე რუსეთისა და რუსის არ მწამს. ხსენებაც არ მინდა. ამ თარიღის მერე, მოსკოვში არც ჩავსულვარ და არც არასოდეს ჩავალ. ჩემი შვილი იქ არის დასაფლავებული, მაგრამ მე რუსეთში მაინც არ მივდივარ. თუ საქართველოს მთავრობას სინდისი შერჩენილი აქვს, ჩემი შვილი ჩვენთან უნდა გადმოასვენონ, მაგრამ არავინ ინძრევა. ასეთ უბედურებაში ვარ.

    ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა. სანამ ისინი არ შეიცვლებიან, ბოდიშს არ მოიხდიან და ჩვენს მიწებს არ დაგვიბრუნებენ, ისინი არ არსებობენ”.

    ამბობს ქართველი ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.

  • ამერიკა-საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია გვაერთიანებს – აშშ-ის საელჩო

    აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულსრომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდაპატივს მივაგებთ მათ ხსოვნასვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასრომლისთვისაც ყველაზე ძვირფასისიცოცხლე გაიღო.

    ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთრატომ გვაერთიანებს ამერიკასაქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარიუმაღლესი ღირებულებებიდამოუკიდებლობათავისუფლება და დემოკრატია”,

    საქართველოში, აშშ-ის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება.

  • ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე

    ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე

    ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – ასე ეხმაურება,  დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

    “ქვეყნის რეზერვების 11 პროცენტი, 500 მილიონი დოლარი ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის  უაზრობა. ამ ხუთას მილიონ დოლარს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.
    ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.
    ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის  მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.
    როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს.”- წერს გოცირიძე.

  • როცა FARA-ს გააუქმებთ, მერე შეგეძლებათ, ამ ტონალობაში გველაპარაკოთ – ზარქუა

    როდესაც თქვეს კანონს უცხოური აგენტების შესახებ, FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობაში გველაპარაკოთ. თუ ამის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, არც გამიკვირდება. ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს, იმაზე რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. უფრო მეტიც, ერთ შემტვევაში სტრასბურგმა თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართლები და შეცდომაში ხართ შეყვანილი. უნდა მოეხსნას სანქციები ჩვენს მოსამართლეეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და მთელი საქართველოც ჩავთვლით რომ თქვენ უსამართლოდ იქცევით – ეს არ არის სწორი და პარტნიორული მიდგომა.

    აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა

  • ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ… სანქციას არ ველოდები – მდინარაძე რუსულ კანონზე

    ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ… სანქციას არ ველოდები – მდინარაძე რუსულ კანონზე

    “ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით და თუ ეს მართლაც ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესოს, ამას მე მგონი წარმოუდგენელია, რომ ვინმე დაუშვებს. წარმოუდგენელია ვინმემ იფიქროს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში რაც მოქმედებს ის თუ პატარა ქვეყანამ გააკეთა და იკადრა იგივე, თუნდაც უფრო ლოიალური ფორმით, ჩვენ ამისთვის სანქცია დავუწესოთ, ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია. კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, პირდაპირ ვამბობ. კრიტიკას კი არ ვისმენთ, თქვენ არ ამბობთ, მწვავე კრიტიკას ვისმენთ ცალკეული წარმომადგენლებისგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ, ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან არის ის, რომ ისინი აღარ ეძახიან რუსულს”,

    აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

  • დღევანდელი ერთიანობის დემონსტრირება იქნება მარში, რომელსაც ვუერთდებით – ხოშტარია

    ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა, რაც ამარცხებს რუსულ ანტიქართულ ქმედებებს, რუსული ოცნების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიევროპულ მოქმედებებს – ეს არის ერთიანობა და სიმართლე. ჩვენ გვაქვს სიმართლე და გვაქვს ერთიანობა და ამ ერთიანობის დემონსტრირება არის დღევანდელი შეხვედრაც და დღევანდელი ერთიანობის დემონსტრირება იქნება მარშიც, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენ ვუერთდებით.

    განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.