Category: სლაიდერი

  • ვეცდებით, „ქართულ ოცნებას“ ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით – ევროპელები რუსებს ებრძვიან, ჩვენ ვის ვებრძვით?

    „ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას და ვეცდებით, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ არის ეს კანონი ჩვენნაირი ქვეყნისთვის გამოუსადეგარი; რატომაა ეს კანონი ვიღაცასთან ბრძოლის კანონი და ვეცდებით, „ქართულ ოცნებას” ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ამ კანონს იღებენ, ვიღაც მტერი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაცაა ეს. დღევანდელი კონფიგურაციით რთული წარმოსადგენია, ვინ შეიძლება იყოს მტერი. არავის უთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციას ვებრძვით ასეთი ფორმით. მაშინ ვის ვებრძვით? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი გვჭირდება და ვეცდებით, ეს მივიღოთ.[..] ამ კანონს არ ვეთანხმები არსად. 1938 წელს დაბადებული რომ ვყოფილიყავი და აზრის გამოთქმა შემძლებოდა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში დავეთანხმებოდი ამას. ამერიკელები ამ კანონით ფაშისტებს ებრძოდნენ; ევროპელები ამ კანონით რუსებს ებრძვიან; შუააზიელები და რუსები ამ კანონით ამერიკელებს ებრძვიან. ყველა ვიღაცას ებრძვის ამ კანონით. ჩვენ საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ბრძოლა ლეგიტიმურია. მაგრამ ვის განვეკუთვნებით? – ევროპელები რუსებს ებრძვიან; ჩვენ ვის ვებრძვით? ეს არის საინტერესო. ჩვენ საბჭოთა ქვეყანა ვართ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველგან, ამერიკას ებრძვიან ამით. ამერიკელებმა ჩვენთან ბრძოლა დაიმსახურეს თუ არა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”

    ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

  • არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის – სუსი “ჰავანის სინდრომზე”

    არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. ინფორმაციის წყარო კი უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.

    მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

    სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

    აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს – ჯაფარიძე

    ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ.

    ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.

    ამაში სასიხარულო არაფერია, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები. მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას. და ის, რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია.

    წერს Facebook-ზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
  • “დაგვაკვირდით“–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი კითხვაზე,იქნება თუ არა სანქციები საქართველოში რუსული კანონის მიღების შემთხვევაში

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგ ჯერზე გამოთქვა შეშფოთება  “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  8 აპრილს ბრიფინგზე თქვა, რომ  რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. მილერის თქმით, ჯერ არ ისაუბრებს იმაზე,რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

    “ჩვენ მკაფიოდ ვთქვით განცხადებაში, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი ის ამოქმედდება, დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ”, – ამბობს მილერი. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბარია თუ არა კანონპროექტზე მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე? – პრესსპიკერი ასე პასუხობს:

    “ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.

  • ვიცით ჩვენ რა არის რუსული კანონი, ამიტომ მე ვარ წინააღმდეგი – გიული ჩოხელი

    ვერ ვიტან რუსეთს, მაგათ გამო საერთოდ შემჯავრდა ასო “რ”, არათუ ქვეყანა. რის კანონი, რა კანონი?! ესე იგი დასაჭერები არიან სულყველა, ვინც ამაზე საუბრობს და ვისაც ეს უნდა. ეს არის საშინელება. ყველაფერი რუსულის უარზე ვარ. ვიცი ყველაფერი, [ხალხმა გააპროტესტა] და [ეს კანონი] გამოიტანეს, ახლა ისევ შეცვალეს რაღაცები ალბათ და დააბრუნეს. ესენი არიან “ცირკაჩები”, ცირკის წარმომადგენლები, ვინც აკეთებს ამას – ვითომ შეცვალა რაღაც, [მაგრამ] რუსული კანონი ვიცით ჩვენ, რა არის, ამიტომ მე ვარ სრულიად წინააღმდეგი.

    განაცხადა ცნობილმა ქართველმა ჯაზმენმა, გიული ჩოხელმა ნეტგაზეთთან.

  • არ უნდა ხალხს და მორჩა, დროზე გაიგეთ და მოეშვით რა.. მაგრამ, განა დაყოფილი და დაპირისპირებული უფრო კარგი სამართავი არაა?- მებო ნუცუბიძე „რუსულ კანონზე“

    „ადამიანები დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად ვშრომობთ და წელებზე ფეხებს ვიდგამთ რაღაცები რომ გამოგვივიდეს, ცოტა უკეთესად რომ ვიცხოვროთ. ყველას ჩვენ-ჩვენი საყვარელი საქმე, ჩვენ-ჩვენი მიზნები, ჩვენ-ჩვენი გეგმები, პატარა სიხარულები და პატარა გამარჯვებები გვაქვს. ამ დროს კი დღე არ გავა, ქვეყანაში რაღაც ისეთი არ მოხდეს მთელი შენი ნაშრომი და იმ ნაშრომისგან მიღებული სიამოვნება რომ არ ჩაგამწაროს.

    ხომ ხედავ, შე კაი ადამიანო, არ უნდა ამ ხალხს ეგ შენი კანონი. გინდა რუსული ეძახე, გინდა ფრანციცული, გინდა – ნემეცური. სახელს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? მე რომ ჩემი სახლის წინ ორმოში დაგუბებულ წყალს ოკეანე ვეძახო, დროთა განმავლობაში შიგნით გემები გამოჩნდებიან? ზუსტად ეგრე არ ვარგა ეგ კანონი და დრო არაფერს შეცვლის.

    არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა. დროს ნუ გვაკარგვინებთ. შეგვარგეთ სიხარული. ცოტა ხნით მაინც გვაცალეთ ერთიანობა. მაგრამ, განა დაყოფილი და დაპირისპირებული უფრო კარგი სამართავი არაა?

    ისევ ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ. ისევ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ გამარჯვება. და მალე უნდა მივხვდეთ, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ სახლში და ერთ ეზოში. ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი საქართველო და ერთად უნდა გავხადოთ უკეთესი. რათა მშვიდ და ევროპულ ქვეყანაში, სამუშაო დღის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდეთ, როგორ გავატაროთ საღამო ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. და ვიცოდეთ, რომ უსაფრთხო, დაცულ, მოქალაქეების ინტერესებზე მორგებულსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“,

    ასე ეხმაურება მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში „რუსულ კანონ

  • “იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ საზოგადოებიდან დაიწყო აგრესია” – ლაზარე გრიგორიადისი

    “აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიცია დაიწყო გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, წიწაკის სპრეი…ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა. ქვის სროლა ა.შ. და იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ პირველად არ გაგიშვიაო წიწაკის სპრეი, საზოგადოებიდან დაიწყო აგრესიაო, ეგ იყო სრული ტყუილი. რაღაცა კონკრეტული სიტუაციები შეიძლება იყო, სადაც ქვის სროლა იყო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანი აქცია უნდა დაარბიო.

    ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ “მოლოტოვის ქოტეილისგან” აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.”

    განაცხადა ამის შესახებ, 7-8 მარტის აქციებზე, დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა.

  • ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

    7-8 მარტის აქციებზე, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს.

    “უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვქონდა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარესაც ჰქონდა არგუმენტები და რატომღაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დღეს არ გამოეცხადებინა განაჩენი და ამისთვის დასჭირდა დრო, ლოგიკურიც იყო სადღაც ამხელა პროცესის შემდგომ. დღეს ახალი საერთოდ არაფერი მოგვისმენია გარდა იმისა, რაზეც კეთდებოდა აპელირება მთელ სასამართლო სხდომებზე, დღეს გაკეთდა უბრალოდ შეჯამებული, მეტი არაფერი”- თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

  • საჯარო რეესტრმა ალტ ინფოს პარტია გააუქმა

    საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული ”ალტ ინფოს” პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.

    გადაწყვეტილება საჯარო რეესტის ბაზაში უკვე გამოქვეყნდა.

    პარტია რეესტრში 2021 წლის იყო დარეგისტრირებული.

  • პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

    პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

    პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააკეთა.

    რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და კანონს ვეტოს დაადებს”. – თქვა გიორგი მსხილაძემ.

    მსხილაძე  ესწრებოდა ბიუროს სხდომას, რომელიც რუსულმა კანონმა გაიარა და სადაც გადაწყდა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა. განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება.

    სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა.  შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რუსულ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!

    “პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია,  ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.