Category: სლაიდერი

  • სააკაშვილის და ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად – გახარია კალაძეზე

    ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.

    ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად.

    ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.

    კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ.

    წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.

  • ამერიკულ კანონთან მსგავსება არ არის! – დანიგანი რუსულ კანონზე

    “როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის”,

    ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე.

  • კანონის შესაბამისად დაჯარიმდება ორივე მხარე – კალაძე ბანერებზე

    კანონის შესაბამისად დაჯარიმდება ორივე მხარე – კალაძე ბანერებზე

    „მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“,

    აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზე.

  • სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს – ფარკასი

    “ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამ კონტექსტში, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავდა სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს აფინანსებს და აწვდის შესაბამის რესურსებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოოს”

    განაცხადა, ამის შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა Accent-თან ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე საუბრისას.

  • ნაცია! – კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე

    “რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით”.

    აცხადებს, თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების, ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე.

    “ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია” – წერს ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

    გუშინ, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, “თავისუფლების მარში” გაიმართა, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებდნენ. გიორგი ქოჩორაშვილმა, Instagram-ზე აქციის მხარდასაჭერი ფოტო გაავრცელა, რომლის შემდეგაც ქოჩორაშვილის ანგარიში საერთოდ გაქრა სოციალური ქსელიდან. არსებობს ვარაუდი, რომ ფეხბურთელის ანგარიში ტროლ–ბოტების შემოტევის შედეგად დაიბლოკა, რომელიც სწორედ აღნიშნულ პოსტს უკავშირდება.

    ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ,  რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ “საქართველოს გზა ევროპაშია”.

  • თავის საქმეში უფრო პროფესიონალები არიან – წილოსანი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობებზე

    ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსებისა და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, ის მსახიობები, რომლებიც ამ პროცესებში ერთვებიან, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულები.

    ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო – რუსეთს, ეკრანებსა და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა, იქ გვესაუბრონ.

    წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი.

  • ევროპისგან საქართველოს დაშორების საფრთხეს ქმნის – ო’ბრაიენი რუსულ კანონზე

    მაშფოთებს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიციატივა, რომელიც ევროპისგან საქართველოს დაშორების საფრთხეს ქმნის. აშშ მუდამ აიმაღლებს ხმას ადამიანთა ყველა უფლების დასაცავად, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების.

    წერს სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი.

  • საქართველოს გზა ევროპაშია, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია – ქოჩორაშვილის მამა

    “ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია” – წერს ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

    გუშინ, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, “თავისუფლების მარში” გაიმართა, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებდნენ. გიორგი ქოჩორაშვილმა, Instagram-ზე აქციის მხარდასაჭერი ფოტო გაავრცელა, რომლის შემდეგაც ქოჩორაშვილის ანგარიში საერთოდ გაქრა სოციალური ქსელიდან. არსებობს ვარაუდი, რომ ფეხბურთელის ანგარიში ტროლ–ბოტების შემოტევის შედეგად დაიბლოკა, რომელიც სწორედ აღნიშნულ პოსტს უკავშირდება.

    ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ,  რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ “საქართველოს გზა ევროპაშია”.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    დიდუბის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, რამაზ შენგელიას, მარკ ბრონშტეინის, ქერჩის, კარლო მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გელოვანის, თოფურიძე ვალენტინის, გაბაშვილის, მაჭავარიანის, მუხრანის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი თხინვალას, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ელიზბარ მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის და ერმილე ბედიას ქუჩების   მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ცაცხვების დასახლების, ნუცუბიძის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ლეო კვაჭაძის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის ქუჩის მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი ხეივნის, დიდი ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძის და საბატონოს ქუჩების    მოსახლეობას.

  • 9 აპრილს მართავენ მსვლელობას დამოუკიდებლობის წინააღმდეგ! – რატი იონათამიშვილი “თავისუფლების მარშზე”

    9 აპრილს მართავენ მსვლელობას დამოუკიდებლობის წინააღმდეგ! – რატი იონათამიშვილი “თავისუფლების მარშზე”

    “ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!”,

    აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

    “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.