Category: სლაიდერი

  • აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

    აქციაზე დაკავების შემთხვევაში რასამთავრობო ორგანიაციები, მოქალაქეებს უფასოდ იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს – 577 070 563.

    ამ წუთებში, თბილისში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართება, ხოლო ამის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც, პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც სადაც, ხელისუფლება თავიდან  იწყებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცედურებს.

     

  • “კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!” – 400-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადება

    400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე განცხადებას ავრცელებს.

    განცხადება სრულად:

    “ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

    ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

    ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროებთ.

    რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება.

    ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

    რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”

    ხელს აწერენ:

     

    1. ააიპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
    2. ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი
    3. ააიპ სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური
    4. ააიპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
    5. ააიპ ღია საზღვრები
    6. ააიპ შეხვედრის ადგილი დმანისი
    7. ააიპ ” დავიწყოთ ახლა”
    8. ააიპ ” საქართველოს ბავშვები”
    9. ააიპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”
    10. ააიპ დრანდა
    11. ააიპ ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი
    12. ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრი
    13. ააიპ ნიკოს ეზო
    14. ააიპ პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრი
    15. ააიპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
    16. ააიპ საზოგადოებრუვი და შემოქმედებითი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივი”
    17. ააიპ ტოლერანტობის სამყარო
    18. ააიპ ფორსეტი
    19. ააიპ ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
    20. ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი
    21. აგვისტოს ომის მუზეუმი, ერგნეთი
    22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    23. ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი
    24. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
    25. აინ რენდის ცენტრი საქართველო
    26. აიპ მართლმსაჯულების სახლი
    27. ალგეთის სათემო ცენტრი
    28. ალტერნატივა ჯორჯია
    29. არასამთავრებო ორგანიზაცია ,,Neogeni”
    30. არასამთავრობო ორგანიზაცია “დაეხმარე და გაახარე”
    31. ასოციაცია “ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისთვის”
    32. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
    33. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
    34. ასოციაცია დეა
    35. ასოციაცია მერკური
    36. ასოციაცია უდი
    37. აფხაზური ამბები
    38. აღმამედლოს სათემო ცენტრი
    39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
    40. აცალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
    41. აჭარის რეგიონული თემი
    42. ახალგაზრდა ფემინისტები
    43. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
    44. ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია
    45. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI
    46. ახალგაზრდობის და განათლების ცენტრი
    47. ახალგაზრდული CCG
    48. ახალგაზრდული ჰაბი
    49. ახალი აზროვნების ინსტიტუტი
    50. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი
    51. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
    52. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
    53. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
    54. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
    55. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
    56. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
    57. ბავშვის თეატრი “ბიზ”
    58. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    59. ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი
    60. ბოლნისის ენის სახლი
    61. ბოძაურის საინიციატივო ჯგუფი
    62. გაზეთი “იენი იოლი”
    63. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
    64. განათლება და სამყარო
    65. განათლების კოალიცია
    66. განათლებისა და განვითარების სივრცე
    67. განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციცია (ADESI)
    68. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
    69. განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
    70. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი
    71. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ” ეკო”.
    72. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
    73. გერგარტი
    74. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
    75. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
    76. გორის სათემო რადიო მოზაიკა
    77. გრენა – საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
    78. გუთურის საჯარო სკოლა
    79. გუნდელიკ
    80. გურიის სამოქალაქო ცენტრი
    81. დასაქმების და გადამზადების ცენტრი
    82. დედების სივრცე’
    83. დემოკრატ მესხთა კავშირი
    84. დემოკრატიის ინსტიტუტი
    85. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
    86. დემოკრატიის ლაბორატორია
    87. დემოკრატიის მცველები
    88. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
    89. დემოკრატიული უსაფრთხოების ინსტიტუტი
    90. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
    91. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი
    92. დიმელი ქალები
    93. დიღმის ჭალები
    94. დოკუმენტური კინოს ასოციაცია
    95. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
    96. ევროპა შინ
    97. ევროპის ფონდი
    98. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
    99. ეზოტოპია
    100. ეკო ცენტრი
    101. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
    102. ვი2თექ ჯორჯია
    103. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.LAG-Upper svaneti
    104. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
    105. ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    106. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
    107. თავისუფალი ასოციაცია
    108. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
    109. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
    110. თანასწორობის მოძრაობა
    111. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
    112. თბილისი პრაიდი
    113. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
    114. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
    115. თელავის გენდერის მედიაცენტრი
    116. თელავის დემოკრატიის სკოლა
    117. თემი ქედელი
    118. იგპ ქალთა ასოციაცია თანხმობა
    119. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
    120. ინდიგო
    121. ინერ ჯორჯია
    122. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
    123. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
    124. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
    125. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    126. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
    127. იპოდრომი-უბეტონო მხარე
    128. ირის ჯგუფი- მრავალფეროვნების მართვა
    129. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
    130. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)
    131. კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი – მდგრადი კავკასია
    132. კავკასიური დიალოგი
    133. კავშირი ფრეია
    134. კანონის უზენაესობის ცენტრი
    135. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
    136. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
    137. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
    138. კომლი
    139. კომლის თემი
    140. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
    141. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
    142. კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
    143. კრეატიული განვითარების ცენტრი
    144. ლამპარი
    145. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
    146. ლომეკი
    147. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
    148. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
    149. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
    150. მედია აპრილი
    151. მედია კლუბი
    152. მედია ომბუდსმენი
    153. მედია ცენტრი კახეთი MCK
    154. მედიაორგანიზაცია „პუბლიკა“
    155. მედიაჯგუფი “კონფლიქტის ზონა”
    156. მედიის განვითარების ფონდი
    157. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
    158. მედიის ინსტიტუტი
    159. მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
    160. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
    161. მთის თემი
    162. მთისა
    163. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
    164. მოძრაობა ”სირცხვილია” / Shame movement
    165. მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
    166. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
    167. მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
    168. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
    169. მშობლები განათლებისთვის
    170. მცხეთა-მთიანეთია რეგიონული ჰაბი
    171. მწვანე ალტერნატივა
    172. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
    173. ნაამბობი
    174. ნაბიჯი ხარაგაული
    175. ნაზარლოს სათემო ცენტრი
    176. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი
    177. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    178. ოპიოდოკი
    179. ორბელიანი საქართველო
    180. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
    181. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
    182. პარტნიორები-საქართველო
    183. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    184. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის – პსკ
    185. პირველი ევროპელი
    186. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის/PNO
    187. პლატფორმა სალამ
    188. პრევენცია პროგრესისთვის
    189. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია
    190. პროგრესის ცენტრი
    191. პროდემოსი / Endowment “ProDemos”
    192. პროიუზ საქართველო
    193. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
    194. ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”
    195. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
    196. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
    197. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
    198. რეგიონის განვითარების ცენტრი
    199. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
    200. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
    201. რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები”
    202. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
    203. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
    204. რუსეთის კვლევის ცენტრი
    205. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
    206. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
    207. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
    208. საზოგადოება ბილიკი
    209. საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
    210. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
    211. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
    212. სათემო განვითარების პლატფორმა
    213. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
    214. სათემო ფონდი ლელი
    215. საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
    216. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე”
    217. საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge
    218. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
    219. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    220. სამეგრელოს ხმა
    221. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
    222. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
    223. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
    224. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
    225. სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
    226. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი
    227. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
    228. სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
    229. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
    230. სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”
    231. სამოქალაქო მოძრაობა “შენმოქმედი”
    232. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    233. სამოქალაქო მოძრაობა ტალღა
    234. სამოქალაქო პლატფორმა – ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის
    235. სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის
    236. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
    237. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
    238. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი
    239. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
    240. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
    241. სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
    242. სამხრეთის კარიბჭე
    243. საორსა
    244. სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
    245. საფარი
    246. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
    247. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
    248. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირი
    249. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
    250. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    251. საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია
    252. საქართველოს ბავშვები
    253. საქართველოს გაეროს ასოციაცია
    254. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
    255. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    256. საქართველოს ევროპული ორბიტა
    257. საქართველოს ეროვნული ფონდი
    258. საქართველოს ეს ო ეს ბავშვთა სოფელი
    259. საქართველოს კარიტასი
    260. საქართველოს მედია-კლუბი
    261. საქართველოს მომავლის აკადემია
    262. საქართველოს პენცენტრი
    263. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    264. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
    265. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    266. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
    267. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
    268. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
    269. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
    270. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
    271. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP
    272. საქართველოს უდიები
    273. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
    274. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
    275. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაცია ” აღორძინება 2002 “
    276. საქართველოს შეფასების საზოგადოება
    277. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი
    278. სდექ მცხეთა_მთიანეთის კომიტეტი
    279. სენტირე
    280. სექტორი 3
    281. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი
    282. სოლიდარობის თემი
    283. სოლიდარობის ცენტრი
    284. სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი
    285. სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
    286. სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
    287. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS)
    288. სოციალურ საწარმოთა ალიანსი
    289. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
    290. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    291. სოციალური საწარმო გუმბათი
    292. სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე
    293. სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბირო
    294. სტუდია მონიტორი
    295. სწავლებისა და კვლევების ცენტრი
    296. ტოლერანტი
    297. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    298. ტრანსგენდერი კაცების საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი კლუბი”
    299. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
    300. უნივერსალთა ლიგა
    301. ურბანული განვითარების ინსტიტუტი
    302. უფლებები საქართველო
    303. ფემეა
    304. ფემინა
    305. ფემინსტური ინიციატივების ფონდი
    306. ფონდი აფხაზინტერკონტი
    307. ფონდი ტასო
    308. ფრანკლინის კლუბი
    309. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
    310. ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
    311. ფუსფუსი – შენი უსაფრთხო სივრცე
    312. ქალები თავისუფლებისთვის
    313. ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის
    314. ქალები რეგიონის განვითარებისათვის
    315. ქალები საქართველოდან
    316. ქალები ცვლილებებისათვის
    317. ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად”
    318. ქალთა ასოციაცია გვირილა
    319. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    320. ქალთა ლიგა
    321. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”
    322. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
    323. ქალთა სათემო რადიო WW
    324. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
    325. ქალთა ფონდი “სოხუმი”
    326. ქალთა ფონდი საქართველოში
    327. ქალი და განვითარება
    328. ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
    329. ქართული მედია ჯგუფი
    330. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
    331. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
    332. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
    333. ქუთაისი პოსტი
    334. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
    335. ქურთულ-ქართული სოციო-კულტურული პლატფორმა
    336. ღია სახლი
    337. ღია სივრცე კავკასია (COS)
    338. ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრი
    339. ყვარლის ევროკლუბი
    340. შავი ზღვის აკადემია
    341. შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი
    342. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
    343. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
    344. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
    345. შშმ ქალთა ალიანსი
    346. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
    347. ჩემი იმერეთი
    348. ჩემი ქალაქი მკლავს
    349. ჩემი ხარაგაული
    350. ჩვენ განათლებისთვის
    351. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
    352. ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო Neo Tv
    353. ციხის საერთაშორისო რეფორმა
    354. ცოდნის კაფე
    355. ცოდნის ძალა
    356. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
    357. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
    358. წერტილი
    359. წითელი ხიდი
    360. ჭავჭავაძის ცენტრი
    361. ჯანსაღი მომავალისათვის
    362. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD)
    363. ჰეპა პლიუსი
    364. ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი
    365. Ad Hoc რეაგირების ცენტრი
    366. ALEKSIDZE CENTRE
    367. Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის)
    368. Breath Georgia
    369. Caucasus Principium
    370. Centre Empathy
    371. Child Welfare League
    372. Civic Integration Foundation
    373. Community Foundation Together for Telavi
    374. Democracy Research Institute
    375. Divine Child Foundation OF Georgia
    376. DW Akademie
    377. EECMD
    378. Emdr Georgia
    379. EveryWay
    380. ge/ფაქტ-მეტრი
    381. FirstNews ge
    382. Georgian Students for Liberty
    383. Georgian Women’s Action Group Toronto
    384. GIPA
    385. GRC
    386. GrlzWave
    387. Gundelik
    388. IBDIPC
    389. Ifact
    390. Innovation and civic development center – progress house
    391. JAMnews
    392. Kunsthalle Tbilisi
    393. LibMod
    394. LiMPoPo
    395. Mindworks
    396. ge
    397. ge
    398. PDI
    399. Pen Georgia
    400. Promote Georgia
    401. Public Policy Teaching Center (PPTC)
    402. Save the Children International
    403. TV მონიტორინგი
    404. WeResearch
    405. Women for Freedom
    406. axis
  • “არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!” – პარლამენტთან აქცია დაიწყო, მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც

    “არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან  საპროტესტო აქცია დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.

    პარალელურად, დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს.

    ადგილზე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები.

    მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, რითაც ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

    აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი პარლამენტში, ერთობლივად გააპროტესტებენ.

    ხელისუფლება, რუსულ კანონს დღეს ბიუროს სხდომაზე ხელახლა დაარეგისტრირებს.

  • კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება – ლომჯარია

    – კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება,  ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს;
    – კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად;
    – კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;
    როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც:
    – საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა;
    – პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;
    – მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;
    კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება.

    წერს ამის შესახებ, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

  • ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები – ხვიჩია

    „სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო. მე ამას ვერავის ვეტყვი. კი მაინტერესებს, დავაკვირდე, „ქოცები“ ამას როგორ ეტყვიან, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე ხალხთან სალაპარაკოდ, ვინ გაარჩევს, მეც იგივე აზრზე ვარ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მე უბრალოდ, არ შემიძლია, ხალხს ავუხსნა, რომ რაღაც რეალური საფრთხისგან გვიხსნის ეს კანონი. პირიქით, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ვიღაცა რომ მოვიდეს და მაგინოს, შენ ვის აკადრე, თითქოს, მთავრობა რომ არ იყოს, მე ეს დამემართებოდაო, ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება,“

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • კამათების მიუხედავად,პარტიები ვიდგებით ერთად რუსული გადაწყვეტილების წინააღმდეგ! – ხოშტარია

    ქართული ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი. ეს არის მცდელობა, ამოაშენონ კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება მიდის ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ქართული ოცნება უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ამოცანას, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ის მარცხდება სრული კრახით. ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური კონსენსუსი ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი.

    გირჩი/დროას სახელით მინდა გამოვხატო მტკიცე ნება და აბსოლუტური გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც არ დათმობს საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს.

    მინდა დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათებისა, რომელიც არსებობს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, დღეს პოლიტიკური პარტიები ვდგავართ ერთად, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად. ეს ერთიანობა რის გადამწყვეტი ამ რუსული გადაწყვეტილების უკან წასაღებად.

    იმ ღირსეულის პასუხის სიმბოლო, რომელიც საქართველოს არაერთხელ გაუცია, მათ შორის შარშან მარტში ქართული ოცნების ანტიქართული, ანტიევროპული მოქმედებებისთვის, დღეს არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ვერც ციხეში, ვერც პროპაგანდით, ვერც სიძულვილით ვერ გატეხეს და დღეს ის რჩება შეუპოვარი, პრინციპული, გაუტეხელი მოქალაქე ახალგაზრდა.

    განაცხადა, ამის შეასხებ, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

  • 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება – კობახიძე

    საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები.

    კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

    როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ აქტიურად ჩაერთოს ჩვენ ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც, ბუნებრივია, წაადგება.

     თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

  • შარშან მოახერხეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, ვეღარ შეძლებენ – კობახიძე რუსულ კანონზე

    შარშან მოახერხეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, ვეღარ შეძლებენ – კობახიძე რუსულ კანონზე

    დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირალობას არ აქვს ბუნებრივია, ალტერნატივა. ვერავინ ვერ ასაბუთებს – რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი… შინაარსში არის ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული და გაუმჭვირვალობა – ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას მეორედ, დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ.

    პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ხელახლა რეგისტრირებულ რუსულ კანონზე.

  • ხელისუფლება “რუსული კანონის” მხარდასაჭერად 320 საჯარო მოხელეს იყენებს – “აი, ფაქტი”

    “ქართული ოცნების” დავალებით, “რუსული კანონის” მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებს 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების 320 თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” ავრცელებს.

    “ქართული ოცნების” ტყუილების გავრცელების სქემა ასეთია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან”. ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები. შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები.

    საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის დასაქმებულია, მინიმუმ, 20,000 ადამიანი და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს, მმართველი პარტია მათ სრულად მობილიზებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამბროლაურის მერიის შიდა ჩატის ფოტოები, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა. ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ”, – წერს “აი, ფაქტი”.

    ქართული ოცნების მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული სამი ვიზუალური მასალა ფეისბუქმა მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა, პოსტზე განთავსებული ტექსტი აღარ ჩანს.

  • რუსული კანონი ქართველი ხალხის დაცინვაა, იგი ათანაბრებს მტერსა და მეგობარს – გახარია

    მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, იმ ხალხის, რომელმაც ამ კანონს აბსოლუტურად სწორად დაარქვა რუსული კანონი. რუსული კანონი დაარქვა იმიტომ, რომ ეს კანონი ათანაბრებს მტერს, ოკუპანტს და სტრატეგიულ მეგობრებს. ამ კანონის მთავარი ობიექტები არიან დასავლური ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები.

    ბოლო 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში უზარმაზარი რუსული ფინანსური რესურსები არის განთავსებული. ვინმეს საერთოდ მოსვლია აზრად, გაეკონტროლებინა, რაში ხმარდება ეს ფული? სად არის განთავსებული? უამრავი ბიზნესი რეგისტრირდება, უამრავი საბანკო ანგარიში იხსნება, უამრავი უძრავი ქონების შეძენა ხდება. აქ არაფერი და ბოლო 3 წლის განმავლობაში მკაფიოდ ანტიდასავლური რიტორიკა და მტრების ძებნა იქ, სადაც უნდა ვაღრმავებდეთ ჩვენს მეგობრობას.

    ამბობს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.