Category: სლაიდერი

  • არალეგიტიმური ”ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ – მიხელსონი

    არალეგიტიმური ”ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ – მიხელსონი

    საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ. ჩემთვის პატივია ვიდგე იმ კეთილ ევროპელებს შორის, რომლებმაც არ დაივიწყეს ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი და რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობას, გააფართოვოს თავისი იმპერია საქართველოს ხარჯზე.

    ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ „ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“.

  • კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ! ისედაც ციხეში ცუდი სუნია! ან ქალთა ციხეში წაიგვანეთ – სააკაშვილი

    კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ! ისედაც ციხეში ცუდი სუნია! ან ქალთა ციხეში წაიგვანეთ – სააკაშვილი

    “თქვენი ჭირიმე, ძალიან გთხოვთ ახლა კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ!

    ისედაც, ბოლო დროს, ციხეში განსაკუთრებით ცუდი სუნი დადგა.

    ან ქალთა ციხეში წაიყვანეთ ან სულაც ივანიშვილის ზოოპარკის, ყაველაშვილის მიერ დაცარიელებული ზებრის გალიაში ჩასვით, SPARE US ! :)”

    წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაჯანსაღება – ბოჭორიშვილი EU-ზე

    ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაჯანსაღება – ბოჭორიშვილი EU-ზე

    ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული, ეს კრიტიკა, რაც დღეს გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო.

    ამ წლების განმავლობაში არაერთი იყო ამ წლების განმავლობაში… სწორედ ასეთ უსამართლო მიდგომებს ეფუძნება ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს, ჩვენ, ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის, რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ, გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად მჯერა, ორივე მხარისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების ჯანსაღ ფორმატში წარმართვა.

    თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან არ არის იმის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება სრულიად უსამართლო იყო და შეიძლება, იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს არც ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა, ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ის ადამიანები, რომელთაც ავალიათ ერთგვარად საქართველოსთან და ამ რეგიონთან ურთიერთობების განვითარება, იმის ნაცვლად, რომ ამას შეიწყონ ხელი, პირიქით, აზიანებენ საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით ამ ურთიერთობებს.

    ამ პირობებში საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვაკეთებთ – იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, რაც იქნება თანხვედრაში სწორედ იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელი სტანდარტებისკენაც მივისწრაფით და რომელი ევროპაც მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ ის, რაც მოსწონთ სხვაგან ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში და ჩვენ შევძლოთ განვითარების ისეთ დონეზე მისვლა, რომ კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნისთვის, ურთიერთობებისთვის და საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად გამოვიყენოთ.

    თქვენ ახსენეთ ტრანზიტი, სატრანზიტო ფუნქცია, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია მერე ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან.

    მარტივი რეალობა და ჭეშმარიტებაა, ელემენტარულია, რუკას თუ შევხედავთ, მივხვდებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ზოგადად შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, ამ გლობალური ცვლილებების თუ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პირობებში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები, ჩვენს რეგიონთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს, რომ შეხედოს ამ ურთიერთობებს და გადახედოს ერთგვარად.

    ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი TV იმედზე.

  • ლევან იოსელიანმა ციხეში ახალაია, ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და სხვები მოინახულა

    ლევან იოსელიანმა ციხეში ახალაია, ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და სხვები მოინახულა

    დღეს ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

    სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

    “სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას”- ნათქვამია განცხადებაში.

  • 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი

    8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი

    გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

    „თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ – აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, -2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6 -8, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

  • გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე „რუსული კანონი“ – სიორიძე

    გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე „რუსული კანონი“ – სიორიძე

    “საერთოდ, ეს და მსგავსი კანონები არის ამ რუსული კანონების სერიალის გაგრძელება. ის შედეგი, რომელზეც ჩვენ 2-3 წლის წინ ვსაუბრობდით. ის გზა, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო გადის. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი, თუმცა არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, უკვე აქვს მას ადეკვატური გამოხმაურება. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის შეფასება, რომელსაც მსგავს საკითხებზე კომპეტენტური პოზიციის და დასკვნების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენს ამ ბრძოლაში, თუმცა ყველაზე ეფექტური ყოველთვის არის ხალხის მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის ძალა, როგორც ეს რუსული კანონების აქციების დროს გამოჩნდა“,

    ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

  • დიახ, გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე რადგან პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ კობახიძის ოჯახის წევრები – ტატა ხვედელიანი

    დიახ, გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე რადგან პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ კობახიძის ოჯახის წევრები – ტატა ხვედელიანი

    დიახ, გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე რადგან პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ კობახიძის ოჯახის წევრები – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა.

    „მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

     

  • დებატებში მონაწილეობაზე უარი აჩვენებს, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტია – მათ უკან დაიხიეს, რაც გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს – წილოსანი

    დებატებში მონაწილეობაზე უარი აჩვენებს, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტია – მათ უკან დაიხიეს, რაც გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს – წილოსანი

    “დებატებში მონაწილეობაზე უარი აჩვენებს, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტია – მათ უკან დაიხიეს, რაც გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს” -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    „ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა. დებატების არსებობა ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის განსხვავებული პოზიციების ჯანსაღ ფორმატში მოსმენის შესაძლებლობა წაერთმიათ.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც, უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.

    მედიასტანდარტად ლანძღვის შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.

    ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.

    ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მან საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია. პირიქით, ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და, თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს.

    იმის საილუსტრაციოდ როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს და პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს.

    გახარიას პარტიის წარმომადგენლების უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან.

    მათი დასახელებული მიზეზები რომ თითიდან გამოწოვილია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართათ დისკუსია, ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის.

    ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოების დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა, მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან. ამიტომაც, ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ.

    მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პერიოდში პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ „შინაარსის განხილვაში შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა სასარგებლო.

    ადგილობრივმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. მათი დავლებების მიმცემნი კი მათ სიტყვას გაატეხინებენ, როგორც ეს წარსულში უკვე არაერთხელ მოხდა.

    მეტიც – 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა, მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, დისკუსიაზე უარი ათქმევინეს.

    ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის, ისიც ზუსტად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად, პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის, ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურების ნაცვლად, უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

  • რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა – ზელენსკი

    რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა – ზელენსკი

    “რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა “- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    „რუსებმა სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა და 450-ზე მეტი დრონი გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ოდესისა და ვინიცის ოლქებზე, ასევე კიევზე. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, – წერს ზელენსკი.

    მისი თქმით, „რუსეთისთვის დიპლომატიაზე მნიშვნელოვანი ხალხის დატერორების მიზნით ზამთრის ყველაზე ცივი დღეების გამოყენებაა“.

    „ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა არის ჩვენი პარტნიორებისგან საჭირო და რითი შეიძლება დახმარება. ჩვენთვის პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დროულად მოწოდება წარმოადგენს. რუსეთზე ზეწოლის გარეშე, ამ ომის დასრულება არ მოხდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო“