Category: სლაიდერი

  • მზად ვართ კონსულტაციებისთვის ევროკავშირთან..თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი- კობახიძე ყულევის პორტზე

    მზად ვართ კონსულტაციებისთვის ევროკავშირთან..თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი- კობახიძე ყულევის პორტზე

    აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი.

    რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი. დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მათ წარვუდგენთ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღიაობას, გვქონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

    ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის.

    განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • მთავარი ამოცანა სიღარიბის განულებაა – რამდენიმე წელი დაგვჭირდება – კობახიძე

    მთავარი ამოცანა სიღარიბის განულებაა – რამდენიმე წელი დაგვჭირდება – კობახიძე

    სიღარიბის შემცირებაზე, პირველ რიგში, გავლენას ეკონომიკური ზრდა ახდენს. ჩვენ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება შარშანაც შევძელით. შარშანდელი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო და ბუნებრივია, ასეთ პირობებში სიღარიბე მცირდება […]

    ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება – ვფიქრობთ, ამისთვის რამდენიმე წელი დაგვჭირდება, იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

  • სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვსურს – კობახიძე  აშშ-ზე

    სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვსურს – კობახიძე აშშ-ზე

    [ურთიერთობების გადატვირთვა] არსებითად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია. ჩვენი სრული ღიაობაა გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ბოლო დროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, ოპტიმისტურად განგვაწყობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ამ მიმართულებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს დაველოდებით.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

  • ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს – სამადაშვილი

    ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს – სამადაშვილი

    ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს,ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

     

    „ვერშემდგარი აკადემიური ქორწინების დრამაზე, ზოგადად- განათლების „რეფორმაზე“, კორუფციასთან და მაღალ ფასებთან „დაუნდობელ ბრძოლაზე“, „ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის“ საქმეებზე, რომელიც ხვალ იწყება და სხვა, ქვეყნის მართვის იმიტირებულ პროცესებზე…
    ამ იმიტირებულ „ქოცურ“ სიურრეალიზმის მიღმა, ნამდვილ, ხილულ და „გაზომვად“ სამყაროში, ის, რაც მხოლოდ ქართველი პატრიოტების სურვილი იყო, რეალობად თუ არა, რეალურ შესაძლებლობად იქცა.
    სულ ხუთი წლის წინ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ სურვილი იყო, დღეს-ევროპის გეგმაა. ევროპის უსაფრთხოების სისტემით ჩვენი ქვეყნის დაფარვა, სურვილი იყო, დღეს კი, ევროკავშირის სტრატეგიაა. აშშ-ს ახალი სტრატეგიული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას ქმნის, სურვილი იყო-დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რეალობად აქცია…
    ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ყველა ამ პროცესის მიღმა, დასავლეთისგან იზოლირებულ მდგომარეობაში დატოვა. საქართველო, რომელიც დასავლეთის მთავარი საყრდენი იყო რეგიონში, „აუთსაიდერის“, გარიყულის მდგომარეობაშია.
    შედეგად კი, თავად ამ ხელისუფლებასაც კრიზისი შეექმნა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის განვითარების მთავარი კომპასი დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი იყო. ხან წარმატებით მივდიოდით კომპასით ნაჩვენები მიმართულებით, ხან ნაკლებად, მაგრამ კომპასი არსებობდა. ივანიშვილმა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ღერძი გააუქმა, როდესაც უარი თქვა დასავლეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ხელთ კი 3 მილიონზე მეტი მოქალაქე შერჩა, რომელსაც ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს. სიმართლეს ვერ ეტყვის, რომ უკომპასოდ დარჩენილი ჩვენი გემი ერთი მიმართულებით, რუსეთისკენ მიექანება.
    პოლიტიკური დღის წესრიგი კი, ყველა რეჟიმს, თუნდაც ყველაზე სისხლიან და ავტოკრატიულს, აუცილებლად სჭირდება. დღის წესრიგი შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე იყოს, დაწყებული კომუნიზმის შენებიდან საბჭოთა კავშირში, დამთავრებული ცარიელი ახალი ქალაქებით-აზიურ ავტოკრატიებში და, პუტინის ომით უკრაინაში… ივანიშვილის პროვინციული მასშტაბის ავტოკრატიას არა აქვს რესურსი, რაიმე გრანდიოზული დღის წესრიგი შექმნას, დაპყრობით ომებს ვერ აწარმოებს, ვერც ახალ ქალაქებს ააშენებს. ამიტომ უნდა მოიგონოს, რომ მაგალითად დაარეგულირებს უბნის მაღაზიების რაოდენობას, ამით გააკონტროლებს ფასებს; ან უნივერსიტეტებს გააერთიანებს; ან ერთ ქალაქში, მხოლოდ ერთ უმაღლესს დაუტოვებს ბუღალტრული განათლების უზრუნველყოფის უფლებას; ან მთელ ყოფილ მინისტრთა კაბინეტს დაიჭერს; ან ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრისთვის დააპატიმრებს რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს…
    მნიშვნელობა არა აქვს, რა სიგიჟეს მოიგონებს რეჟიმი, რადგან მას ქვეყნის რეალური მართვის რესურსი აღარ აქვს. კრიზისიც თავად უნდა მოიგონოს, ისეთი, რომლის მოგვარების იმიტაციაც შეუძლია, რადგან რეალური კრიზისის მოგვარება-ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს.
    რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ფსევდო იმიტაციური მართვა, რაც უფრო შორს დარჩება ქვეყანა რეალური განვითარების პროცესებიდან, მეტ სიგიჟეს ვნახავთ. ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები – ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე. დრო არ ითმენს, დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ხელისუფლება, კობახიძის ხელმძღვანელობით, არის დემოკრატიული –  სტუ-ის რექტორი

    ხელისუფლება, კობახიძის ხელმძღვანელობით, არის დემოკრატიული – სტუ-ის რექტორი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რომელიც ჰქონდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში. მინდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო. რასაც 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას.

    Ipn-ის ცნობით, ეს განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ქართული ოცნების პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთ

  • ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით – კობახიძე

    ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით – კობახიძე

    მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენი განაცხადი არის ცნობილი – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან.

    ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

    ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

    სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.” – ნათქვამია განცხადებაში.

    ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.

  • აუდიტი ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება – კალაძე

    აუდიტი ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება – კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

    “აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კალაძემ.

  • დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ის გარდაიცვალა – შსს

    დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ის გარდაიცვალა – შსს

    შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

    შსს-ს თანახმად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

    “მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს”, – წერს შსს.მომხდარზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურაც:

    “დღეს 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

  • ირაკლი რუხაძემ “იმედი” დატოვა –  100%-იან წილს მაკა ლომიძე და პრაიმ მედია გლობალი გაიყოფენ

    ირაკლი რუხაძემ “იმედი” დატოვა – 100%-იან წილს მაკა ლომიძე და პრაიმ მედია გლობალი გაიყოფენ

    ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელევიზიის 100%-იან წილს „პრაიმ მედია გლობალი” და მაკა ლომიძე გაიყოფს.

    „ამ განცხადებაში შევეცდები ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან“ („იმედი“) დაკავშირებით.2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“.მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე.

    2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნეს-ჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.

    ამიტომ, 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

    1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);
    2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (ძლიერ მენეჯმენტის ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.

    „იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.

    შეიძლება ითქვას, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული.

    ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

    ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება.

    ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან“ და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში, „იმედმა“ არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

    სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს 4-ჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან“ იგებს თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს.

    ჩემი მთავარი სინანულია „იმედის“ თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი“ არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი“ არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლიუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.

    არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.

    წარმატება მინდა ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება მინდა ვუსურვო „იმედის“ ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავის საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად“, – ნათქვამია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.