Category: სლაიდერი

  • გუშინდელი მომართვების უდიდესი ნაწილი იყო პუტინის გასაგონად – “თქვენიანი ვარ” – რომან გოცირიძე

    რომ შევაჯამოთ, ეს არის დანაშაულებრივი პროგრამა, ქვეყნის ღალატის პროგრამა. ეს არის რუსეთში დაბრუნების პროგრამა, რასაც ვისმენთ. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის მთელი ოპოზიციის განადგურება. წინათ თუ 100 ქარხნის მშენებლობის ლოზუნგით მოდიოდნენ, წელს მთელი ოპოზიციის განადგურების ლოზუნგს სთავაზობენ წინასაარჩევნოდ, ივანიშვილს უნდა, რომ ეს უნდა ხალხს. ძალიან კარგად იცის მათი კვლევებითაც, რომ ეს არ უნდა ხალხს, ეს უნდა რუსეთს და ამიტომ, მიმართვების უდიდესი ნაწილი იყო რუსეთისა და პუტინის გასაგონად, რომ აგერ, თქვენიანი ვარ და მოდით, არჩევნები დამეხმარეთ, ეს იყო მთავარი გზავნილი.

    ამბობს TV პირველთან დეპუტატი რომან გოცირიძე.

  • უკრაინა კურსკის ოლქში კიდევ ერთ დასახლებას აკონტროლებს

    უკრაინა კურსკის ოლქში კიდევ ერთ დასახლებას აკონტროლებს – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლექსანდრ სირსკიმ, ქვეყნის მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე აცნობა.

    ზელენსკის თქმით, მან სუმის სასაზღვრო ზოლი მოინახულა და შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ასევე სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

    “შეიარაღებული ძალების მეთაურმა აქტიური მოქმედებების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ფრონტის ყველაზე მძიმე მიმართულებებზეც. მაცნობა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ტორეცკისა და პაკროვის მიმართულებებზე თავდაცვის მიმართულებით ვდგამთ. კურსკის რაიონის გარკვეულ  რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, ასევე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი. რაც შეეხება სუმის ოლქში სიტუაციას [რომელიც კურსკის საზღვართან არის] შეინიშნება რუსების მხრიდან თავდასხმების კლება”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ტრამპს კლავდნენ, არ ვიცი, როგორ გადარჩა..სიფრთხილეს თავი არ სტკივა – კალაძე ივანიშვილზე

    ტრამპს კლავდნენ, არ ვიცი, როგორ გადარჩა..სიფრთხილეს თავი არ სტკივა – კალაძე ივანიშვილზე

    წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, ქართული ოცნება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. თქვენ ნახეთ ალბათ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს ამ უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება – დავარქვათ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი. ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა

     

    განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

  • ესაა ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება ხალხს – გვარამია

    ესაა ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება ხალხს – გვარამია

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, რომელსაც არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, არ ვაპირებთ განხილვას რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერებს იშენებს და საკუთარ გუნდთანაც, საკუთარ გუნდსაც ელაპარაკება შუშის ბარიერებიდან. ეს არის ზუსტად ქართული ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას.

    აცხადებს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.

  • ტრამპიც ასეთი ტიპის თავდაცვის ზომებით წარდგა ამომრჩევლებთან – ოდიშარია ივანიშვილზე

    მათ ბიძინა ივანიშვილი გამეტებული ჰყავთ, ის ნომერ პირველი სამიზნეა. ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდა, რომ ამ ადამიანს ასეთი ტიპის ხიფათი აარიდოს […] თქვენ გახსოვთ პრემიერმინისტრ ფიცოზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა […] ისევე, როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და თქვენ ნახეთ, რომ ტრამპი ღია სივრცეში პირველად სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

  • მოგაგონებდათ ნაციონალური მოძრაობის ბოლო ჟამს – ლილუაშვილი ”ოცნებაზე”

    არაფერი სიახლე, ეს ქცევა თავიდან ბოლომდე მკაფიოდ მოგაგონებდათ ნაციონალური მოძრაობის ბოლო ჟამს, სადაც ზუსტად იგივე მიმართებით, ზუსტად იგივე პათოსით საუბრობდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და თხოვნით მიმართავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

    ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის, სხვაგვარად, ის არ ჩაერთვებოდა საარჩევნო კამპანიაში, რომ ოცნებას აქვს წაგებული.

    განაცხადა ამის შესახებ,  საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ქართული ოცნების მცხეთაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით TV პირველთან. 

  • უკრაინელებმა ვოლგოგრადის სამხედრო აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანეს

    გამთენიისას, უკრაინელებმა, ვოლგოგრადის აეროპორტზე იერიში მიიტანეს. 

    ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი აცხადებს, რომ “თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების იერიში მოიგერიეს, დრონების უდიდესი ნაწილი განადგურებულია”. მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

    ვოლგოგრადის სამხედრო აეროპორტი, რუსული მზვერავი თვითმფრინავების ბაზაა.

  • ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს – ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე

    ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს – ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე

    რასაკვირველია, როგორც რუსეთის ვასალი, რუსეთის მიერ დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს.

    ამისთვისაც დააქუცმაცა საქართველო რუსეთმა, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით საქართველო აშანტაჟოს და საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია შეაჩეროს!

    ამ საბჭოთა ლეშის პროპაგანდას საფუძველს მთლიანად აცლის ფედერალისტების კამპანია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი!

    ჩვენს გამოძიებას ვინც ნახავს, პოლიტიკოსების გარეშე, მსხვერპლის ნაამბობით მიხვდება, რას ნიშნავს დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთის პირისპირ დარჩენა.

    ჩვენი გამოძიება ნათელს ხდის, რომ 1992-1993 წელს საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო – რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის რეგულარული არმია, რუსი გენერლები, ავიაცია, ფლოტი, ის სამხედრო დაჯგუფებები, ვინც დღეს უკრაინაში ჩადის გენოციდს.

    ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ რუსეთმა აფხაზეთში ჩაიდინა ქართველების – ბავშვების, ქალების, მოხუცების, შშმ პირების გენოციდი სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მსგავს საბჭოთა ლეშებს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია არ დაეშვათ!

    ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ დაასავლეთისგან იზოლაცია, არათუ მშვიდობას, არამედ მთელი საქართველოს დაკარგვას, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას, მეტ მსხვერპლს და ჩვენ და სხვის ომში ათიათასობით დაღუპულ ქართველს ნიშნავს – აფხაზეთის ომის შედეგად დსთ-ში შეგვათრიეს და ძალოვანი მინისტრები რუსეთმა დაგვინიშნა!

    ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის საუკეთესო პასუხი ამ საბჭოთა ლეშის სამარცხვინო მცდელობაზე, გააბრიყვოს ქართველი ხალხი!

    და ბოლოს – ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ვერ ვიფიქრებდი რომ დევნილ გვარამიას, “პუტინის პატიმარ” სააკაშვილს და კეზერაშვილს, რომელიც ქართულ ჯარს ხელმძღვანელობდა რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომში, ისე გააფარჩაკებდა და ისე გაანადგურებდა მორალურად ეს საბჭოთა ლეში, რომ “ბუჩამდე იყო აფხაზეთს” ეს უგვანი სამშობლოს მტრები დაბლოკავდნენ, და სალომე ზურაბიშვილი აიღებდა და დროშად დაიჭერდა.

    ამით დიდი სიბრძნე მივიღე!

    ასე ეხმაურება, ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

  • მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა, რომელიც ტექსტსაც ვერ კითხულობს – ხაზარაძე

    მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა, რომელიც ტექსტსაც ვერ კითხულობს – ხაზარაძე

    ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! – რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.

    დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში. ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!

    26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან! ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა! ძლიერია საქართველო!

    წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

  • ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად სჭირდება – ბიძინა ივანიშვილი

    “ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

    რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსვე დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს”,

    განაცხადა ამის შესახებ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, სიტყვით გამოსვლისას.