Category: სლაიდერი

  • რუსული კანონის სარჩელების განხილვა საკონსტიტუციოში 29 აგვისტოს დაიწყება

    საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომები 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

    “დღეს მივიღე შეტყობინება, რომ 29, 30, 31 აგვისტოს გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა. ამ წერილობითი შეტყობინების თანახმად, ოთხივე სარჩელი არის გაერთიანებული…” – თქვა მთივლიშვილმა TV პირველის ეთერში.

    საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და თავად გელა მთივლიშვილი

  • მტრის სრულ განადგურებამდე არანაირი მოლაპარაკება იქნება! – მედვედევი

    მტრის სრულ განადგურებამდე არანაირი მოლაპარაკება იქნება! – მედვედევი

    “მშვიდობის კეთილშობილურ საკითხზე თვითგამოცხადებული შუამავლების უბრალო საუბარი შეწყდა. მაშინაც კი, თუკი ისინი ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, ყველა ამჩნევს ვითარების სინამდვილეს.[…] არანაირი მოლაპარაკებები იქნება მანამ, სანამ მტერი [უკრაინა] სრულად და უკიდურესად არ დამარცხდება”.

    აცხადებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, კურსკის ოლქში მიმდინარე, უკრაინულ შეტევაზე საუბრისას.

  • ენმ-ის გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – რაქვიაშვილი

    „არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს. „ქართული ოცნებისთვის“ ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ამით ხელისუფლება მთლიანად ჩამოენგრევა. ამიტომ ე.წ. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება მოიგონეს და ამბობენ, რომ ამომრჩეველთა მობილიზაციას იმიტომ კი არ აცხადებენ, რომ 45%-საც ვერ აიღებენ, არამედ საჭიროა კონსტიტუციის ცვლილება. სწორედ ამიტომ მოიგონეს თემები – იქნება ეს ლგბტ საკითხები თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.

    გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბლეფია – „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მობილიზებას ხელოვნურად შემოგდებული თემებით ცდილობს“,

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

  • უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს.[…] კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა დასავლეთის სრული მხარდაჭერით ხდება და იგი მათ მიერ იყო ნებადართული“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • სუს-ი ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მესამე დაკავებულსაც ადასტურებს

    სუს-ი ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მესამე დაკავებულსაც ადასტურებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა ოტობაიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

    “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

    კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.

    როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.

    დილით გავრცელებულ განცხადებაში, სუს-ი მხოლოდ ორი პირის დაკავებაზე წერდა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით დაუდასტურეს მესამე დაკავებულის შესახებ.

  • როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა – ზურაბიშვილი ოდიშარიას განცხადებაზე

    როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა – ზურაბიშვილი ოდიშარიას განცხადებაზე

    “სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!

    საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.

    ეს როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა. რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

  • ”ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ დაეკავებინათ” – ოდიშარია ოკუპანტების მიერ დაკავებულ პირებზე

    “ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში”,

    ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.

  • საოკუპაციო რეჟიმმა 2-თვიანი “წინასწარი პატიმრობა” მიუსაჯა – სუს-ი დაკავებულ პირებზე

    საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, და აღნიშნავს, რომ  უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. “სასამართლოს“ მიერ “მიესაჯა“ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ “აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

    “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

    უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • რადგან არ ასვენებთ გამჩენი, სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი – ოდიშარია ენმ-ზე

    ახლა დროა, ვინაიდან არ ასვენებთ გამჩენი, ვინაიდან არ ეშვებიან საქართველოს ღალატს, მათ უნდა სამართლებრივად აგონ პასუხი და მათ შორის, ესენი უნდა აბსოლუტურად მოიკვეთონ პოლიტიკური ველიდან, სხვა შემთხვევაში საქართველო არ დაწყნარდება.

    მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველს, ისინიც ქართველები არიან, ისინიც საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებიან. თუმცა, ამ შემთხვევაში შეიძლება პარალელი მთლად რელევანტური არ იყოს, მაგრამ ფაშისტური გერმანიის იმდროინდელ მმართველ ძალასაც დღემდე ჰყავთ აპოლოგეტები.

    ის ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე ქართული ოცნების განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ პრო-რუსული პარტია და ეს განცხადებები გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით მოვახერხეთ ერთი ზარის განხორციელება ჩვენ, “პრო-რუსულმა” პარტიამ, იმისათვის, რომ გვეთხოვა ჩვენი “პარტნიორი” რუსეთისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გააკეთონ.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

  • ”მოსკოვზე დრონებით თავდასხმის “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა იყო” – მერი

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ გასული ღამის განმავლობაში 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინის შეფასებით, კი  ეს მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი უდიდესი მცდელობა იყო. რუსული მხარის ცნობით, მათ ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.

    “მთელი ამ დროის განმავლობაში ეს არის მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა.” – დაწერა სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

    რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე დრონის ჩამოგდება ჩანს.