Category: სლაიდერი

  • რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

    რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს.

    ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. ვრცელდება ცნობები  5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.

    რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყება, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.

    მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.

  • დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – გოცირიძე

    დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – გოცირიძე

    ”დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა -”ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს! [….]ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონალურ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს. ეს ის სისტემაა, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან“,

    ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დელეგატებად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე.

  • ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

    მათი ცნობით, ასევე შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს.

    23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • პარტიების აკრძალვას არ ვაპირებთ, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე – კალაძე

    პარტიების აკრძალვას არ ვაპირებთ, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე – კალაძე

    ქართული ოცნება არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

    ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი.

    თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.

  • მოლდოვის პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია, იგივე მოხდება საქართველოშიც – კობახიძე

    მოლდოვის პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია, იგივე მოხდება საქართველოშიც – კობახიძე

    “მანდატების გაუქმება შეუძლია მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა…პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.[…] მოლდოვის პარლამენტი დღეს ფაქტობრივად ერთპარტიულია, მაგრამ არავინ არ საუბრობს ამაზე, არაფერი არ ხდება ასეთ დროს, მოლდოვის პარლამენტი არის ფაქტობრივად ერთპარტიული მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს, იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და. იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც საქართველოში ისე მოლდოვაში და უკრაინაში”.

    აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის თბილისის დელეგატები წარადგინა

    პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ის 8 დელეგატი წარადგინა, რომლებიც პარტიას თბილისში წარმოადგენენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დელეგატები ქართული ოცნების პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნებიან წარმოდგენილი.

    სია:

    • დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
    • მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა, პარლამენტის დეპუტატი
    • ვაკე – ზუკა რურუა, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მცველი
    • საბურთალო – აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი
    • ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
    • გლდანი – ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
    • ისანი – ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი
    • სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

    რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ პროპორციული დელეგატების ნაწილი რეგიონებში წარადგინა. რეგიონში ოცნების დელეგატები იქნებიან:

    სია:

    • გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო – დავით სონღულაშვილი
    • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი
    • რუსთავი და გარდაბნის სოფლები – ირაკლი შატაკიშვილი,
    • მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი
    • ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკი – დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი)
    • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი – ანტონ ობოლაშვილი
    • ახალქალაქი-ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი
    • მცხეთა-მთიანეთი – დიმიტრი ხუნდაძე
    • გორი-კასპი – ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი)
    • ხაშური-ქარელი – ზაზა დუგლაძე
    • ქუთაისი – ზაზა ლომინაძე
    • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი – გივი ჭიჭინაძე
    • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე
    • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული – ზვიად შალამბერიძე, (მოქმედი გუბერნატორი)
    • ზუგდიდი – დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
    • ფოთი-ხობი-სენაკში – გიორგი ხახუბია
    • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ – ილია ინჯია (ბიზნესმენი).
    • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – ვასიკო ჩიგოგიძე
    • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში – გოჩა ენუქიძე
    • ბათუმი – არჩილ ბერიძე, (ალილოს სოლისტი)
    • ქობულეთი – გია ჭყონია, (ბიზნესმენი)
    • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო – ანზორ ბოლქვაძე.
  • დავაკავეთ მოქალაქე, ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე – 30 900 ჩაირიცხა – შსს

    დავაკავეთ მოქალაქე, ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე – 30 900 ჩაირიცხა – შსს

    დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100-ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე – ჯამში 30 900 ლარი ჩარიცხა” – წერია შსს-ის განცხადებაში.

    დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტია – იონათამიშვილი

    ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით მათი მფარველები და პატრონები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ ერთად დაისახეს მიზნად, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. შესაბამისად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული და მაქსიმალურად დაცული იქნება, ვინაიდან პირველ რიგში, ეს დღეს საქართველოსთვისაა საჭირო – რადგან, ეს ადამიანები დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედაც რომ მშვიდობასა და კეთილდღეობას ებრძვიან.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურას დღისით +33, +35 გრადუსს ვარაუდობენ.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია ნავარაუდევი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

  • საბოლოოდ დაგვიანონსეს, შუშის სარკოფაგიდან, დიქტატურა – სააკააშვილი ივანიშვილზე

    საბოლოოდ დაგვიანონსეს, შუშის სარკოფაგიდან, დიქტატურა – სააკააშვილი ივანიშვილზე

    შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა. ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.

    ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.

    რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ ნაციონალური მოძრაობა? – საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ ” 5 ” ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.

    “ნაციონალური მოძრაობა” ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.

    ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.
    ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

    სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!

    გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!

    წერს ამის შესახებ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე, რომელმაც ენმ-ის აკრძალვაზე ისაუბრა.