Category: სლაიდერი

  • პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე, პროკურატურაში დამიბარეს – მეზვრიშვილი

    პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე, პროკურატურაში დამიბარეს – მეზვრიშვილი

    “პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს”,

    წერს, პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

  • სამტრედიაში კაცმა მეზობელი მოკლა

    სამტრედიაში კაცმა მეზობელი მოკლა

    სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცმა მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა, თუმცა მოტივი უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

  • ენმ-ში დაბრუნება დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი! – გოცირიძე

    “ეს ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა – რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი! ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს. […] დღეის მდგომარეობით გამოკვეთილია ოთხი ოპოზიციური ცენტრი. ბოლომდე არ არის ამოწურული შესაძლებლობა იმისა, რომ მეტი გამსხვილება მოხდეს. გამსხვილებაში ერთიან სიას და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ბლოკად გაერთიანებას არ ვგულისხმობ.

    იკვეთება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ოთხი ცენტრით წარსდგება. აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, თუნდაც პატარა პარტია, რომელსაც თავის სეგმენტში ცოტა თუ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე ცალკეული დეპუტატები, ვინც ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთ-ერთში არ გაწევრიანდება და ოპოზიციას ამა თუ იმ ფლანგიდან საკუთარი რესურსებით არ დაეხმარება”.

    ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას “ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

  • ”ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ” – სააკშვილი “ოცნების” განცხადებაზე

    ”ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ” – სააკშვილი “ოცნების” განცხადებაზე

    „ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

    დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

    ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26-ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი, იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა, ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • არ დაანთოთ ცეცხლი, არ დატოვოთ კერები! მოსალოდნელია ტემპერატურის მატება – საგანგებო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  მოუწოდებს მოსახლეობას  გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.  მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

    “ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

    დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში”, – ამბობენ სამსახურში.

  • ენმ-ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხატია დეკანოიძე დაინიშნა

    “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ნაცმოძრაობის რიგებში, იქნებიან ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო,  ძალიან სერიოზული ადამიანი, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. “

    განაცხადა ამის შესახებ,  ენმ-ის ეროვნულ კომიტეტის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე.

  • ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი – წითლიძე დეკანოიძეს

    Khatia Dekanoidze – ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, ქოცებს შეეკრნენო, ენმში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი.
    პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან :დ თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი.
    მიშას თუ ახსენებ ხშირად ნუ გგონია ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს რაც იკადრე.

    წერს ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ხატია დეკანოიძე ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა.
  • რადამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის საქმიანობა აკრძალა

    უკრაინის უმაღლესმა რადამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობას კრძალავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    შესაბამის კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღეში.

    კანონში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 9-თვიანი ვადა მიეცემა, რათა მან მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტოს.

    მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.

    2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე რიგი სასულიერო პირები ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.

  • კობახიძემ საკუთარი რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს – საბა ბუაძე

    მინდა, ირაკლი კობახიძეს ვურჩიო, რომ საკუთარი რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს, რადგან ძალიან არ მოეწონება ის შედეგი, რასაც აღმოაჩენს. მას ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვს. კობახიძეს ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებები შეასრულოს. შესაბამისად, ივანიშვილის დავალებების გავლით, ის დავალებები შეასრულოს, რომლის საქართველოში განხორციელებაც რუსეთს სურს.

    კობახიძეს ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვს, რომ ივანიშვილი ასიამოვნოს და რასაკვირველია, ივანიშვილს სიამოვნებს განსხვავებული აზრის, პოზიციისა და თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ლანძღვა – იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები.

    ჩვენ ვხედავთ გაშმაგებულ იერიშს ყველაზე, ვინც რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების ნაწილი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ სიაში მოწინავე რიგებშია, რადგან ის სწორედ ივანიშვილის დავალებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ მთავრობას ხელს უშლის იმ რუსული გეგმის შესრულებაში, რასაც ივანიშვილი ცდილობს.

    ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტია ლელოსა და კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, საბა ბუაძე.

  • კიდე ერთი უძღები შვილი ბრუნდება პარტიაში, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი..- წითლიძე დეკანოიძეზე

    საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით.

    ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი.

    ხატია დეკანოიძე – რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ “ოლიგარქები” არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. “ახლებში” არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო?)) დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?

    ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.

    მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში შენი ავტორიტეტი ენმს ამომრჩეველში არის ნული.

    ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას თუნდაც იმიტომ რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს – შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.

    მობრუნებას გილოცავ ხატია:) ჩვენ მხოლოდ გვიხარია რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.

    წერს ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.