Category: სლაიდერი

  • არჩევნებში მარცხდებიან და სასოწარკვეთილნი ცდილობენ, მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება – ჭიაბერაშვილი “ოცნებაზე”

    ფაქტია, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ათასობით ადამიანი გადის ქვეყნიდან და ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, თუ რა ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო.

    ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება გაურბის ხალხის პრობლემებზე საუბარს და ხალხის პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია: მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი, რაც ადამიანებს ოჯახის რჩენის საშუალებას არ აძლევს, შედეგად კი ვიღებთ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას და ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს.

    ამ ფონზე, ბუნებრივია, ქართულ ოცნებას ვერ ექნება ვერანაირი დიალოგი ხალხთან, რადგან ასეთი მძიმე მდგომარეობის ახსნა არის ერთადერთი: კორუფციული სქემები ქართული ოცნების მხრიდან, კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას და ასეთ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ძალადობა, საზოგადოების დაშინების მცდელობა და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ის, რომ ქართული ოცნება ავლენს სისუსტეს, რადგან ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ხედავენ, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან და სასოწარკვეთილნი ცდილობენ, თავიანთი მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება იმ აგრესიული, ძალადობრივი, დაპირისპირების გაღვივებაზე გათვლილი რიტორიკით, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ამას არანაირი მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს.

    ამბობს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

  • აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს – რუსეთი

    რუსეთის მტკიცებით, აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშშია საუბარი.

    “ამერიკელები საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა”. – წერია რუსული დაზვერვის ანგარიშში.

    ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ  ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას იწყებენ და მათ გაყალბების “ეჭვგარეშე ფაქტების” იდენტიფიცირება და დაფიქსირება ევალებათ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებას, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დამაჯერებელი რაოდენობის მიღება შეუძლია, ვინაიდან ამერიკელების შრომის მიუხედავად, ოპოზიცია დაქსაქსული, ხოლო მის მიერ შექმნილი ალიანსები არამდგრადია. ამასთანავე კი წერია, რომ  აშშ-ს ეშინია, რომ არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტიას “სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის იმ მოთხოვნების არშესრულების საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღდეგება”.

    “თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. აშშ არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას და ქართული ოცნების ელექტორატის შესუსტებას ეცდება”. – წერია ანგარიშში.

  • აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ – ანა ნაცვლიშვილი

    ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს მას შემდეგ, რაც სწორედ რუსეთის დახმარებით ივანიშვილმა ჩაკეტა საქართველოს წინაშე გახსნილი ევროკავშირის კარი და განზრახ შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე.

    ივანიშვილი გადადის გეგმის შემდეგ ეტაპზე. ნათელია, რომ ის აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ, ეს არის გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმისკენ.

    საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე რისთვისაც. როგორც თავად ამბობს მას თურმე სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის სწორედ ამ მზაკვრული მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში უკვე არის ძალიან მკაფიო, ძალიან ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწორედ ამ ჩანაწერს უმიზნებს ივანიშვილი, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

    აცხადებს, ლელოს ერთერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ბრიფინგზე.

  • ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა – ზელენსკი ზურაბიშვილს

    “დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას”.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმაურება.

  • რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ სარატოვზე დრონებით იერიში მიიტანა

    რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ სარატოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსაგინი ამბობს,რომ  ქალაქ სარატოვში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.

    ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაშავდა 4 ადამიანი.

    იერიშის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი სარატოვში, მრავალსართულიანი შენობა ენგელსში და 4 კერძო სახლი დასახლება პრიბრეჟნიში.

  • გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

    გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად, ერთ ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    ასევე, დამწვარია ერთი ავტომობილი.

    შემთხვევის ადგილზე დასაქმებულები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

  • Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

    პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სახელწოდების პოპულარულ მესენჯერს მართავს, საფრანგეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

    ის საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმერიის ჟანდარმებმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე დააკავეს.

    TF1-ის ცნობით, დუროვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ Telegram-ში მოდერაციის არარსებობამ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამორიცხვამ ის ამ ქსელში მომხდარი უკანონო ქმედებების, მათ შორის ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და თაღლითობის გავრცელების   თანამონაწილე გახადა .

    ფრანგული მედია წერს, რომ დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას. წყაროებს არ ესმით, რატომ ჩავიდა ის ამჯერად.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა.

    Telegram-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩომ „დაუყოვნებლივ გადადგა საჭირო ნაბიჯები მსგავს შემთხვევებში რუსეთის მოქალაქის ირგვლივ ვითარების გასარკვევად, მიუხედავად ბიზნესმენის წარმომადგენლების მიმართვის არარსებობისა“.

  • რუსული მედიის ცნობით, ვოლგოგრადის ციხის ბუნტში მონაწილე ოთხივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

    რუსული მედია “როსგვარდიაზე” დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში მომხდარი ბუნტის ოთხივე მონაწილე ლიკვიდირებულია.

    აბუნტებული ოთხივე პატიმარი სნაიპერებმა გაანეიტრალეს.

    ვოლგოგრადის ოლქშში მდებარე კოლონიაში ბუნტი დღეს დაიწყო, რის შედეგადაც ციხის ადმინისტრაციის, მინიმუმ 3 თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამასთან, თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი რამდენიმე ბადრაგი.

    ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ  ბუნტის ორგანიზატორები თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებდნენ.

  • ოპოზიციური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – წილოსანი

    ”ოპოზიციური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა” – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

    ”უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს. […] ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს! „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ზუსტადაც ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი! ნუ შეეცდებით, ეს სხვაგვარად გადათარგმნოთ!.[…] ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი უძლიერესი იურისტი, კონსტიტუციონალისტი და უძლიერესი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ჩვენი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ინტერესს და მოთხოვნას ასახავს, რასაც ჩვენი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს “ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით დააფიქსირებს.

    ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად სწორედაც “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს – იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

    როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიწყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი.

    ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მათი მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, გამოაშკარავდეს. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს!

    მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს“ – განაცხადა ამის შესახებ, ნინო წილოსანმა.

  • ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგოს პატიმრობა შეეფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში, 74 წლის ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 14 წლის გოგოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

    სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ბრალდებული გოგოს ადვოკატმა გააკეთა.

    “პროკურატურა შემოვიდა შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენ არ დავეთანხმეთ. ჩვენი პოზიცია გირაოს შეფარდება იყო. მოსამართლემ მდგომარეობა თავის შეხედულებით შეაფასა და ამ ეტაპზე, პატიმრობის გამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ბრალდებული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, ბავშვია და ემოციების მართვაც კი ვერ შეძლო. მძიმე სურათი იყო”. – თქვა ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2009 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.