Category: სლაიდერი

  • ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის – ნეთანიაჰუ

    ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის – ნეთანიაჰუ

    ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, “ირანმა ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”.

    “ეს [იერიში] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში”- თქვა ნეთანიაჰუმ.

    “ირანში რეჟიმს არ ესმის თავდაცვაში ჩვენი მიზანდასახულობა და ჩვენი შეუპოვრობა მტრების წინააღმდეგ პასუხის გაცემაში”. – ამბობს ნეთანიაჰუ და ამატებს, რომ ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარს, დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაურს, მოჰამედ დეიფს, ჰეზბოლას ლიდერს, ჰასან ნასრალასა და ამავე დაჯგუფების უფროს მეთაურს, ფუად შუკრს ასევე “არ ესმოდათ ეს”.

    “ვინც თავს გვესხმის, ჩვენც დავესხმებით თავს”. – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მსოფლიოს “ნათელ ძალებს” ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

  • “ერთი გარე აქტორი აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებას.. ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20% და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?” – იან კელი კალაძეს

    “თქვენ საუბრობთ თქვენს მეგობრებზე დასავლეთში. ვამაყობდი, რომ ასე გიწოდებდით. ერთ გარე აქტორს ეს არასოდეს უთქვამს, ის აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?”,

     

    ასე ეხმაურება, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი X-ზე “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას.

  • 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი.. 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი – გახარია

    ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.

    2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო “მრავალპარტიული დემოკრატია”, “ევროპული ინტეგრაცია” და “პოლიტიკური მესიანიზმის” დასრულება ქვეყანაში.

    და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა ქართული ოცნების 2012 წლის ღირებულებებიდან. “ღირსებას” ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის.

    12 წლის თავზე ოცნება ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ ზონდერებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.

    ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.

    ოცნება სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.

    ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.

    ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს.

    წერს პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია.

  • “საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ” – ივანიშვილი

    “საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ” – ასე ეხმაურება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებას, რომელსაც  “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

    ოლიგარქ ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.

    პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

    როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

    ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.

    იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.

    სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.

    ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს.

    საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ“,- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

  • ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა! – ზურაბიშვილი

    “არა, ასეთები ბევრნი არ არიან. ქართველებს ბევრი ცუდი გამოცდილება ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 და 2008 წლამდეც. ეს მოხდა 1921 წელს, შემდეგ 1991 წელსაც. ამიტომ, ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა და არც რაიმე სახის ურთიერთობების დალაგება რუსეთთან. ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს, რომ სხვა ნარატივი შემოიტანოს და არის ხალხი, ვინც ამას მხარს უჭერს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მთავრობასთან ახლოსაა პრივილეგიების გამო, კორუფციის გამო და იმის გამო, რომ მთავრობას მათზე კომპრომატები აქვთ. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ რუსული სტილის ქმედებებს და რუსული კანონიც ამის ნაწილია. მთავრობა ვეღარ ახერხებს მხარდაჭერის მოპოვებას, ამიტომ ზეწოლისა და შევიწროების მეთოდებს იყენებს, რათა საზოგადოება დაიმორჩილოს. თუმცა, მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელმაც კარგად იცის, სად არის ქვეყნის მომავალი”

    აცხადებს ამის შესახებ,  საქართველოს სალომე პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

  • მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – კობახიძე

    მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – კობახიძე

    “მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას” – პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ამ განცხადეას, საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე ვრცელდება.
    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.
    ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
    თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.
    დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება.
    აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
    მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება”.
  • პრეზიდენტის მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის – პაპუაშვილი

    პრეზიდენტის მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის – პაპუაშვილი

    ზოგადად, მისი [სალომე ზურაბიშვილი] მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის, სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითების, იმის თუ როგორ უდიერად ექცევა ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი თანამდებობა, საკუთარ ქვეყანას.

    რას ვიგებთ ამ ვიზიტის ფარგლებში, ის დადგენილად არღვევს კონსტიტუციას, რადგან არ აქვს მთავრობის თანხმობა. მეორე – ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ არ საერთოდ სცემენ პატივს ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარია, ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხი უყვართ და მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა? – ქართველი ხალხის კონსტიტუციას არღვევინებ ადამიანს და ხარ ამის თანამონაწილე? ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში, ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში და ეს არის პასუხი? ჩვენი გაღებული სისხლის ფასად გვეუბნებიან ეს ქვეყნები და მათი ხელისუფლება, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია მათთვის.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ნეტავ გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებ, როგორ ვიმოქმედებთ ყველდა დაინახავს! – კალაძე ოპოზიციაზე

    “სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ისინი [ოპოზიცია] დალაგდებიან და არჩევნებს აღიარებენ. ცხადია, მათ სურვილი აქვთ, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, რაღაც სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ექნებათ, რომ რაღაც დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ. აი, გადადგან უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, ნეტავ გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა”

    აცხადებს ამის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე.

  • საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები – კალაძე

    საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით რა არის არასამთავრობო ორგანიზაციები. არ არსებობს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია.

    თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

  • 12 წლის წინ დაიწყო აგენტურულ ბოროტებაზე გამარჯვება, ბოლომდეა მისაყვანი – მდინარაძე

    12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უპრეცედენტო თავგანწირვა და ერთობა აჩვენა. ამ დღიდან დაიწყო აგენტურულ ბოროტებაზე გამარჯვება, რაც ბოლომდეა მისაყვანი. ამ უთანასწორო ბრძოლაში კი 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

    26 ოქტომბერს ისევ ქართველი ხალხი და ქართული ოცნება, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი და დაუმარცხებელი საქართველოს იდეის, ქართული ოცნების ასასრულებლად.

    წერს ამის შესახებ, Facebook-ზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.