იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ზე.
იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ზე.

ქართული ოცნება მარცხდება და უკვე ბინძურ ხრიკებზე გადავიდა. კონტრაქტი დადებული გვაქვს, რომ ჩვენი ბილბორდები მთელ საქართველოში გაიკრას. დღეს კი საბოლოო ინფორმაცია მივიღეთ, რომ კომპანია ვისოლი ჩვენი ბილბორდების გაკვრას არ აპირებს, იმიტომ, რომ მათ შინაარსი არ მოსწონთ – რადგან, ეს შინაარსი არ მოსწონს ქართულ ოცნებას. აქ საუბარია ბანერებზე, რომელზეც პირდაპირ წერია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რომელსაც საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს. ამ ბილბორდებზე თანხაც ჩარიცხული გვაქვს და კონტრაქტიც გაფორმებული, მაგრამ მის გაკვრაზე კომპანია ვისოლი, ქართული ოცნების დავალებით, უარს ამბობს.
მე მივმართავ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს: რისი გეშინიათ? რატომ არ გვიკრავთ ბილბორდებს და მიმართავთ ასეთ ხრიკებს? კომპანია ვისოლსაც მივმართავ: გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, თანხა არის თუ არა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და ამ ბილბორდებს რა უფლებით არ აკრავთ.
რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რომ პოზიტიურად შევაფასოთ ჩვენ [ლავროვის განცხადება], უბრალოდ იმ პირობებში, როდესაც გვინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და რეალურად ვხედავთ ამის ფანჯარას ახლა და როდესაც ჩვენი მხრიდან დავიწყეთ ამაზე გახსნილად საუბარი და გავუწოდეთ ხელი ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, ამ პირობებში ნებისმიეირ განცხადება საიდანაც შეიძლება რაღაც ჩვენთვის სასარგებლო წამოვიღოთ, რა თქმა უნდა, აი, ის სასარგებლო იქნება გამოტანილი.
თავისთავად, ფანჯარა არის ის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობის კუნძული არის ურთულეს და მესამე მსოფლიო ომამდე მისულ მოცემულობაში და ის, რომ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და იქ მცხოვრებლებს თანამოქალაქეებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით ერთად გავაგრძელოთ განვითარება და რომ ჩვენ დაპირისპირებისა და ომის პოლიტიკას არ ვაწარმოებთ და არავისთან შევარდნა არ გვინდა, გახსოვთ ჩვენი ოპონენტები ითხოდნენ… ჩვენ ხომ ამ პოლიტიკით არ მივდივართ და ზუსტად ახლა ძალიან კარგი დროა, რომ ნათლად გამოჩნდეს რას ვთავაზობთ მათ. ერთი, რომ მეგობრულ, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშენდობაზე დამყარებულ პოლიტიკას და გაერთიანებას, მეორე, რომ ვთავაზობთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დემოკრატიული პრინციპებიდან დაწყებული ეკონომიკური მაჩვენებლებით ყველა რეიტინგით [იზრდება].
[…] და, მათ შორის, ოკუპანტის პოზიცია ამ შემთხვევაში და მისი დამოკიდებულება საქართველოს გაერთიანების პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ვინმე არის ისეთი უგუნური, თვლიდეს, რომ ამ შემთხვევაში, ოკუპანტის პოზიცია ნაკლებ მნიშვნელოვანია? და მათგან წამოსული გარკვეული იმპულსები, რომ ხედავენ ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენგან იქნება გამოყენებული. ყველა იმპულსი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად დაეხმაროს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყოველთვის იქნება გამოყენებული და პირიქით, ყველა პოზიტიური იმპულსი იქნება აუცილებლად პროვოკაციას წარმოჩენილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს არის რადიკალური განსხვავება ჩვენ და მათ შორის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში (TI) მოუწოდებს ანტიკორუფციულს, დაუყოვნებლივ ჩააბარონ მიღებული გადაწყვეტილება რადგან, ამ დრომდე არ ჩაბარებიათ ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე” სტატუსი მოეხსნათ.
“დღეს სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაგვბარდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია.
მიუხედავად იმისა, რომ ბიურომ თავად უნდა მოგვაწოდოს აქტი წინა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ. ბიუროს კანცელარიაში ეს წერილი ჯერ კიდევ 14:00 საათისთვის იყო დარეგისტრირებული.
ბიუროს წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ მათ უარი თქვეს გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გადმოცემაზე და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის აპირებენ სტატუსის გაჩერებასათან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებას ან/და ჩვენთვის გადმოცემას. მოვუწოდებთ ანტოკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს [სალომე ზურაბიშვილის] ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ამით ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა კონკრეტულ ქვეყნებში. როდესაც პატივს არ სცემ კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ რაც შეიცვლება ინტერესები, ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. წულაძე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ეს პოსტი გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.
წულაძე 2024 წლის 31 ივლისამდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ის 2019- 2023 წლებში იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.

“დაინტერესდეს კობახიძის საქმიანობის კანონიერებით! ” – აცხადებს პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
“გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში (გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფასა მისი კორუფციული დაჯუფების წევრ კალაძეს), მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან.
სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტი-კორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცრუობს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეალურად შეკეტილია ოთახში და არჩევნებით მანიპულაციის გეგმას ხლართავს. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება როგორც ანტი-კორუფციული ბიუროს, ისე ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებები.
კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს შავი ფულით შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ამ მიზნით, დანიშნეს პრემიერად, ამ მიზნით ჩააბარეს საარჩევნი შტაბიც.
შესაბამისად, რამდენი ავადმყოფობაც არ უნდა გაითამაშოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით – უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედება პირდაპირი გვლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
მოვუწოდებ კობახიძეს, გამოვიდეს სამალავიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ქაოსზე.
რა თქმა უნდა, დღესვე მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს”, – თქვა მეზვრიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა, თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა.
კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კანონს ხელს პრეზიდენტი არ აწერს, აწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” იღებს.
საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. “ განმარტა კუპრაშვილმა.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.