Category: სლაიდერი

  • EU-ში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ, გაწევრიანდეს – ფიშერი

    ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ, რომ გაწევრიანდეს. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი თვითონ შეიტანა. თუ ზუგს შეაქცევთ, მაშინ არ გახდებით ევროკავშირის წევრი. გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მთავრობა გსურთ, რომ მომავალში გყავდეთ და რა მიმართულებით გინდათ, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა. ეს სრულად თქვენზე არის დამოკიდებული.

    პირველი არხის მიხედვით, ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

  • ” 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ – ლავროვი

    ” 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ – ლავროვი

    „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის წინ – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.[…] ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ჩვენ ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ სახის შეხვედრის ორგანიზება“,“,

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას.

  • უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას – TI

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება  სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ  გაუქმებულია. ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან უკვე მიიღო.

    “ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას.

    ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა”, – წერია განცხადებაში.

    ანტიკორუფციულის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც სტატუსის მინიჭების გაუქმებას ითვალისწინებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას კვლავ გააგრძელებს.

    “უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ”ოცნებასთან” – ჰერჩინსკი

    გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ”ოცნებასთან” – ჰერჩინსკი

    “რაც შემიძლია გითხრათ, მიმდინარე წლის ივნისში, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა დისკუსია ჩვენს წევრ ქვეყნებთან როგორი მიდგომა გვქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვს, როგორ გავუმკლავდეთ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ნარატივს და პროპაგანდას, კონსპირაციების თეორიებს, და ჩვენ, გადავწყვიტეთ, რომ არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან და ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შეხვედრები არ ყოფილა არც საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობის მათთან, და არც ქართული ოცნების ლიდერების ბრიუსელში”,

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი

  • ამ არჩევნებს შეუძლია ევროპული გზის აღდგენის საშუალება მოგცეთ – მაკრონი

    “ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და პირობას დებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს”,

    აცხადებს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

  • იქმნება პოლიციის ჯგუფები არჩევნებზე სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის – შსს

    იქმნება პოლიციის ჯგუფები არჩევნებზე სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის – შსს

    26 ოქტომბრის არჩევნებისთვის უწყება შექმნის პოლიციის ტერიტორიულ ჯგუფებს, რომლებიც “პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე”. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

    ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.

    არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

    ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად” – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • 4 პროევროპული პარტიაა, რომელმაც ჯამში 60%-ზე მეტი უნდა მიიღოს – სალომე ზურაბიშვილი

    4 პროევროპული პარტიაა, რომელმაც ჯამში 60%-ზე მეტი უნდა მიიღოს – სალომე ზურაბიშვილი

    არის ოთხი პროევროპული პარტია, რომელმაც, გამოკითხვების თანახმად, ჯამში მხარდაჭერის 60%-ზე მეტი უნდა მიიღოს. ამიტომაც მათ შეუძლიათ კოალიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მაინც.

    ამ პარტიებს შევთავაზე გაერთიანება, არა ერთმანეთთან, რადგან ისინი განსხვავებული პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან. არამედ გაერთიანება იმის გარშემო, რასაც ვუწოდებთ “ქართულ ქარტიას”, რაც არის ევროპულ გზაზე დაბრუნების რეცეპტი.

    ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც, თავის მხრივ, არის მათი სამოქმედო გეგმა მომდევნო 9 თვის განმავლობაში, რათა ევროპელ პარტნიორებთან კავშირები აღდგეს.

    განაცხადა საქართველოს  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში.

  • “უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს – ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ” – რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური რეჟიმი

    “უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს – ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ” – რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური რეჟიმი

    გუშინ, ტელეკომპანია  “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საზღვარგარეთ მცხოვრები შვილებს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთანავე, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის შტატებს სანქციები არ დაუწესებია. ტელეკომპანიამ განმარტა,რომ  ეს არ არის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები და საუბარია წინასასანქციო რეჟიმზე, როდესაც კომერციული ბანკები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი,  რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური – წინასასანქციო რეჟიმი.

    “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ფაქტობრივად ის [ბიძინა ივანიშვილი] დააყენა სანქციების კანდიდატად, ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისთვის. ბანკები ამას არ უყურებენ, ამ მომენტისთვის ის არის თუ არა სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები, ასეთ შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს – ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ.

    არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისთვის ხარჯებს, მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 ათასი ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ-ერთი ჩიოდა, ეს არ მყოფნის, რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო, ვლაპარაკობ მილიარდერზე, რომელსაც დაყადაღებული აქვს მთელი ქონება და აქტივები. ანუ – არსებობს ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი, პრესანქციური”, – ამბობს რომან გოცირიძე.

  • რთული სათქმელია, ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ “ოცნება” საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას – პრეზიდენტი

    “ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს.”

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, The Kyiv Independent-ის ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა : “შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს”.

  • მზადება დავიწყეთ ხაზარაძის და გვარამიას დასანქცირებაზე, რომლებიც არაფრით ნაკლები არ არიან ივანიშვილზე – ნათელაშვილი

    ხშირად გვიწევს თქვენი შეწუხება პირდაპირი ეთერით, სოც. ქსელების მეშვეობით, რადგან ახლა “ბიძინავიზიას”, “ხაზარვიზიას” და “ნიკუტავიზიას” ტელევიზიებში ბლოკადა გვაქვს დარტყმული და ეს შეთანხმებულია ერთობლივად, მეგობრულად, ძალიან ალიანსურად, როგორც სჩვევიათ და როგორც ეს წლები მათ ერთად გაამრუდეს ისტორია.

    აბა, ახლა, წინა რეჟიმიც და დღევანდელი რეჟიმიც ერთი სისტემის განაყოფი იყო, ერთად მოვიდნენ, ერთად გაიყვეს ქვეყნის სულიერი, მატერიალური რესურსები. ერთად გაუფორმეს თავის შვილებს ჩვენი შვილების მომავალი და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს კავშირები გაწყვეტადია საერთო მტრის წინააღმდეგ, საერთო კონკურენტის წინააღმდეგ, რომელიც მათი სოციალური მტერია პირდაპირი გაგებით, რადგან ჩვენ უნდა ავაშენოთ აქ სოციალიზმი, ანუ ყველასთვის სახელმწიფო და ყველასთვის საშუალება განვითარების და არსებობის. მათ უნდათ, სახელმწიფო ერქვას იმ სივრცეს, რომელიც გადააქციეს შეზღუდული პასუხსიმგებლობის ბიზნეს კომპანიად და საიდანაც მიღებული შემოსავლები მათი ოჯახებისა და მათი ძალიან ახლობელი გარემოცვისაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბლოკადა გრძელდება და სწორედ ამის გამო გავხდით გუშინ იძულებული, დაგვეწყო მზადება ხაზარაძის და გვარამიას დასანქცირებაზე, რომლებიც არაფრით ნაკლები არ არიან ივანიშვილზე. […]

    დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი, ბოდბის მთავარეპისკოპოს-ქორეპისკოპოსი და რა ვიცი, ეს “ქორი” კარგია, “ქორი” რომ ჰქვია, სწორი სტატუსია. ყოფილი მხედრიონელია, ავტომატით მორბენალი. კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული იმ სამოქალაქო ომში, ალბათ თვითონ იცის და მისმა ნამუსმა, თუ გააჩნია ასეთი. დღესაც გვემუქრება ხშირ-ხშირად თავის ქადაგებებში, რომ იარაღს აიღებს ხელში და გაუსწორდება მოწინააღმდეგეებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ გაბედავს წასვლას. ამას ყველაფერს ის აკეთებს ვერცხლისმოყვარეობით. სწორედ აი, ასეთი მეუფეები და ასეთი სინოდის წევრები დაარბია უფალმა, იესო ქრისტემ, როდესაც მივიდა იერუსალიმის ტაძარში და ნახა იქ გაშლილი დახლები და “მამაჩემის სახლი სავაჭრო დახლებად გიქცევიათო” და აუტრიალა და ამოუყირავა. […]

    საუბარია ზედა ფენაზე, საპატრიარქოს სინოდის წევრებზე. ეს საპატრიარქო გადაიქცა პოლიტიკურ პარტიად, ბიზნეს ცენტრად-ბიზნეს კორპორაციად. […]

    ჯერ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიო რელიგიურ ისტორიას, რომ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად ღვთის მსახურნი იყვნენ ჩართული ხალხო. ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს, არ ვიცი. ჩავიდნენ, ან მდინარე იორდანეში იბანაონ, თუ უშველით ბანაობა, ან რაღაცა ქნან.

    თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვიდეომიმართვაში.