Category: სლაიდერი

  • საქართველო ირჩევს ევროკავშირს – 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

    საქართველო ირჩევს ევროკავშირს – ამ სახელწოდებით, 20 ოქტომბბერს, დედაქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, მარშს გამართავს.

    არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, სახელად საქართველო ირჩევს ევროკავშირს, აანონსებს.

    “20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს – საქართველო ირჩევს ევროკავშირს, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი. საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში”. – თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.

  • ზურაბიშვილი როცა წავა, იქნება გაგდებული პრეზიდენტი – კალაძე

    ზურაბიშვილი როცა წავა, იქნება გაგდებული პრეზიდენტი – კალაძე

    მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას. კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც.

    მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ – პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი – იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს.

    აცხადებს ამის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

  • “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, საქართველო EU-ის წევრი ვერასდროს გახდება – ჰერჩინსკი

    “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, საქართველო EU-ის წევრი ვერასდროს გახდება – ჰერჩინსკი

    მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, კარი გაეღოთ.

    მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს.  საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებთან შორს არიან.

    ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ევროკავშირი მზად არის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები განაახლოს, თუ მას დემოკრატიული მთავრობა ეყოლება. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.

    განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

  • “შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ”  – თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

    “შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ” – თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

    თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა.  ინფორმაციას  სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.

    “ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.

    ამასთანავე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.

    სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.

  • ”ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

    ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და მიზეზად ისევ პრეზიდენტის “უნებართვო ვიზიტები” დაასახელა.

    “საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

    საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

    როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ 1 თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად  სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

    კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი. ” ამბობს პაპუაშვილი.

  • ლომჯარიას თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 მოქალაქე დადგა

    ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    “ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ გუშინ 3 671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე”, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.

  • ”დიდი პრობლემა აქვს..მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად” – კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

    ”დიდი პრობლემა აქვს..მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად” – კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

    “ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს ის, რომ მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი… “

    ასე ეხმაურება, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს მიერ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხილებას.

  • “ივანიშვილის ერთადერთი შანსი დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა – გვარამია

    “მე არ ვიცი ივანიშვილს რისი გარანტია სჭირდება, მაგრამ ის ამის თაობაზე, პირველ რიგში, უნდა ესაუბროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ასევე, ცხადია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები. ივანიშვილის ერთადერთი შანსი ნებისმიერი გარანტიების კუთხით ეს არის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. სხვა შანსი მას არ აქვს”,

    აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

  • რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    “რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”. – წერია უწყების განცხადებაში

  • ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის! – IRI-ს პრეზიდენტი

    IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი globalnews.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის.

    ”ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და ეს გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებით, რაც, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ითქვა. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ისეთ სახელმწიფოშიც, სადაც IRI-ს გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 90%-ს ევროპასთან ინტეგრაცია სურს. ცხადია, ჩვენ გვაქვს კონკურენტული პროცესისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მოლოდინი….

    ხელისუფლების წარმომადგენლები ან რომელიმე პარტიის კანდიდატები არ უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, რაც არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია. ამას ქართველი ხალხი, ევროპა და რა თქმა უნდა, ამერიკა თვალს ადევნებს. დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, შეერთებულმა შტატებმა გარკვეული მიზანმიმართული სანქციები დააწესა ოფიციალური პირების მიმართ. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. ამასთან, ვიმედოვნებ, მმართველი პარტია საკმარისად დარწმუნებულია, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დაუშვას, რაც, სხვათა შორის, არ გახლავთ მთავრობისგან მიღებული საჩუქარი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თითოეული მოქალაქის უფლებაა…

    არ შეიძლება ერთი პარტია მუდმივად ხელისუფლებაში იყოს და სამუდამოდ სურდეს ქვეყნის მართვის სადავეები. არსებობს პარტიების მონაცვლეობის პრინციპი, თანაბარი სათამაშო მოედანი, რეალური პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია, სადაც ხან იმარჯვებ და ხან მარცხდები. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ეს კარგად იციან ვაშინგტონში და ეს პრინციპი გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მოველით, მათ შორის საქართველოში.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერი იქნება დემოკრატიული შედეგი საქართველოსთვის, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება და მით უფრო შეძლებს მის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის კულტურა დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის – განაგრძობს თუ არა ქვეყანა უკანდახევას, თუ უბრუნდება რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს?!” – აცხადებს დენიელ ტვაინინგი.