Category: სლაიდერი

  • დაფიქსირდა ხმების მოსყიდვისა და განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევები – IRI-ს მისიის წევრი

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად შეფასებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ამჟამინდელი სამართლებრივი რეგულაციების ფონი უზრუნველყოფს არათანაბარ საარჩევნო გარემოს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ზოგადად ძალიან კონკურენტული არჩევნებისთვის”.

    “წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმების ახალ ტექნოლოგიებს, იმისათვის რომ ყველაფერი გაკვლეული ყოფილილიყო, ყველა ამომრჩეველი აღრიცხული ყოფილიყო. ძირითადად კამპანია იყო მიმართული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, სოფლად, იმისათვის, რომ მათზე მომხდარიყო ზეწოლა”. – ამბობს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი  აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ჯონ შიმკუსი. 

    მან  ხაზი გაუსვა არჩევნების ჩატარების სხვადასხვა დარღვევებს, მათ შორის, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევებს:

    “ასევე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იყო მოგროვებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე.  ამან ასევე ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, შექმნა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელმაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში, სადაც გაჟღერდა ეს ყველაფერი. ზუსტად ამ ვითარებაში ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.[…] ასევე იყო გარკვეული შეშფოთება და კითხვის ნიშნები ხმების გასაიდუმლოებასთან და ფარულობასთან დაკავშირებით. ასევე სისტემური და რეგულარული ზეწოლა, დათრგუნვა – ამან ყველაფერმა შექმნა შიშის გარემო. ასევე იზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, გამეორებით ხმის მიცემის, ძალადობის შემთხვევები. ასევე იყო მარკირების შეუმოწმებლობა”. –  ამბობს შიმკუსი.

    მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში. მათი თქმით, ცესკოში შემოსულია 337 საჩივარი.

    “IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩაატაროს სამართლაინი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის იმისათვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული” – ამბობს მისია.

  • დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ, ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს” სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“

    სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ “ცესკოს” შედეგები ქართველი ამომრთველის ნებას არ ასახავს.

    “სქემა გაიშიფრა. ჩვენ უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ დამკვირვებლებს განსაკუთრებით არ აძლევდნენ საშუალებას დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, ანუ ვინ მოდიოდა საარჩევნო უბანზე და ვისი მონაცემები შეჰყავდა რეგისტრატორს. ამის დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო. ძალიან ბევრ უბანზე ვნახეთ პირები, რომელთაც პასპორტი ედოთ პირადობის ნომრები და ამ ნომრებით არეგისტრირებდა რეგისტრატორი”, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.

    ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

    “ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს. დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოკრატია გაფორმდა. არჩევნები წაგვართვეს. ეს არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სიტუაცია არის უკიდურესად მძიმე”, – განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.

  • “ამ მოპარული, შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ… ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს!” – ენმ

    “ამ მოპარული, მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ… ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ამის შესახებ,  ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

    “ეს აჩვენა მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, სადაც დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროევროპული, პროდასავალური ოპოზიციის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებთ, რომ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მოპარული, მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე. რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა დღეს ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომლიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა.

    ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენს პროდასავლელ, პროევროპელ მომავალ კოალიცურ პარტნიორებს და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ასევე გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის მოპარვასაც ცდილობს ახლა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და არ ვიღებთ მოპარულ საარჩევნო შედეგს რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

  • გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები! არ ვაღიარებთ ამ შედეგებს – გვარამია

    გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები! არ ვაღიარებთ ამ შედეგებს – გვარამია

    “გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები! ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება” – განაცხადა ამის შესახებ, ს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

    ”ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენს კოალიციას იმაზე, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით როგორი წესითაც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვიდრე ეს მოხდება ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები, ამაზეც გვჭირდებოდა დრო და საუბარი, ეს არ არის მარტივი. ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში თავიდანვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე, ვიდრე ჩვენ სხვა განცხადებებს გავაკეთებდეთ, ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი გეტყვით რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებ ასევე მოკვლევას, რადგან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი შესაძლებლობის გამოყენებით გაყალბებული არჩევნების შედეგები და ხვალ ამასთან დაკავშირებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებებს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივოა, რომელსაც არ გადაუხვიდეთ და არც გადავსინჯავთ, არის ის რომ ქართული ოცნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება, ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა, შევახსენებ ყველას და შევახსენებ კვლავ ივანიშვილს, მას აქვს ბოლო შანსი, ან შეიძლება უკვე ჰქონდა ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაწერილიყო ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეღიარებინა. რაკი მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენ ვესაუბრებით უკვე ჩვენს ამომრჩეველს და ქართველ ხალხს, რომელსაც გვინდა ვაცნობოთ, კიდევ ვიმეორებ – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება”- აცხადებს გვარამია.

  • ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ცესკოს წინასწარი შედეგები

    ცესკო-მ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

    წინასწარი შედეგები:

    • ქართული ოცნება – 52.99% (935 004 ხმა)
    • კოალიცია ცვლილებისთვის – 11.2% ( 197 619 ხმა)
    • ძლიერი საქართველო – 9.02% ( 159 306 ხმა)
    • გახარია საქართველოსთვის –  8.22% (145 205 ხმა)
    • ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა –  9.83% (173 510 ხმა)
    • გირჩი – 3.22% (56 980 ხმა)
    • ლეიბორისტული პარტია –  0.75% (13 350 ხმა)

    20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩევლის აქტივობა 58.94%-ია. ხმა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მისცა, თუმცა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

    2012 წელს 20:00 საათზე აქტივობა 60.8% (2 197 243 ამომრჩეველი), 2016 წელს 51.63% (1 814 276 ამომრჩეველი) და 2020 წელს – 56.11% (1 970 540 ამომრჩეველი).

    2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი  3 613 851 იყო, 2016 წელს – 3513884, ხოლო 2020 წელს – 3 511 853.

  • “მაგრად დადექი, საქართველო” – ადამ კინზინგერი

    “მაგრად დადექი, საქართველო”

    ასე ეხმაურება აშშ-ს კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ეგზიტპოლების შედეგებს.

  • უნდა აღსრულდეს ხალხის ნება, ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს – ნიკა მელია

    ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად – განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ათასობით ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, ხმა მისცა ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენ, ანუ, ქართველ ხალხს, ამომრჩეველს აქვს ის, რაც არ აქვს და ვეღარასოდეს ვეღარ ექნება ოლიგარქს, ეს არის სიმართლე, რწმენა, ნება, ღირსება, ეს არის სიმრავლე და აი, ამ სიმრავლითაც, მათ შორის, დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი.

    არ ელოდებოდა [ივანიშვილი]; კი ბატონო, შეიძლება უშვებდა ამის ალბათობას, ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი არ გამოცხადდებოდა საარჩევნო ურნებთან. ხელისუფლებამ შეიძლება გაგიყალბოთ ხმა თქვენ, მე, ბადრის, ელენეს, კოტეს, პავლეს – პროცენტები, მხარდაჭერა გამოხატული გაგიყალბოთ, აიღოს და დაგიწეროთ 4 პროცენტი, მაგრამ როდესაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხადდება საარჩევნო უბნებზე, ამ მონაცემებს ის ვერ აყალბებს და ვერც გააყალბა. [წლევანდელი აქტიურობა] გაუტოლდა 2012 წლის აქტიურობას.

    გვიხარია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესე იგი, რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ არანაკლებ მიხარია, რომ ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადალახა ბარიერი. თავად ქართული ოცნების კვლევითი ორგანიზაცია “გორბიც” კი ვერ გაურბის ამ მონაცემებს.

    რა უნდა გაკეთდეს – ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. ივანიშვილმა უნდა გადააბაროს ხელისუფლება ხალხს და ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობით ცხოვრება. გარდაუვალია.

    თქვა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

  • ეგზიტპოლი, ეგზიტპოლია. დავანებოთ თავი ზეიმს, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე! ოცნება” ეცდება მიგვიყვანოს გორბის ვირტუალურ რეალობამდე – გახარია

    ”ხშირად გვქონია შემთხვევა გვიზეიმი და დილით სხვა შედეგი მიგვიღია. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია,  დავანებოთ ზეიმს, თავი ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. ეს ყველაფერი ხმების მიხედვით არის დასათვლელი, თითოეული უბნიდან. ამის შემდეგ მართლა შეგვიძლია ვიზეიმოთ. ხო ყველა  ვთანხმდებით გორბის ეგზპტოლი არის ღიმილის მომგვრელი. ”ოცნება” ეცდება მიგვიყვანოს ამ ვირტუალურ რეალობასთან და იმის მაგივრად რომ ვზეიმობდეთ უნდა ვიჯდეთ სუყველა, რასაც მე ვაკეთებ და თითოეულ უბანს დეტალურად გავდიოდეთ”

    განაცხადა ამის შესახებ გიორგი გახარიამ.

  • ოპოზიცია – 51.9, ოცნება – 40.9% – Edison Research-ის ეგზტიპოლის შედეგები

    ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის  საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

    შედეგები ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9%
    • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7%
    • კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7%
    • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10.3%
    • გახარია – საქართველოსთვის – 8.2%
    • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.3%
    • ლეიბორისტული პარტია – 2%
    • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 2%
    • სხვა პარტიები – 0.9%

    ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

  • აქტივობა 17:00 საათზე: 50.6%-ია

    17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. არჩევნებზე გამოცხადდა 1 768 816 ადამიანი.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო.

    2016 წელს – 42.04% იყო.

    2012 წელს – 53.03% იყო.