Category: სლაიდერი

  • პარტია გახარია-საქართველოსთვის დღევანდელ აქციას დავესწრებით – თეონა აქუბარდია

    პარტია გახარია-საქართველოსთვის დღევანდელ აქციას დავესწრებით – თეონა აქუბარდია

    პარტია გახარია-საქართველოსთვის ჩვენს ხალხთან ერთად დღევანდელ აქციას დავესწრებით. იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგი ხალხის ნების ასახვის მაჩვენებელი არ იყო. დანარჩენზე სხვა პარტიების პოზიციებსაც მოვისმენთ და ამის შემდეგ, გარკვეულწილად კოორდინაციას მოვახდენთ. დღევანდელ აქციაზე კი ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

    თქვა პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

  • ეს ქართველი ხალხის არჩევანია, სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ! – პესკოვი

    როგორც კი რამე მოხდება, ეგრევე რუსეთს აბრალებენ ჩარევას. ეს ასე არ არის, არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ეს განცხადებები უსაფუძვლო ხასიათს ატარებს. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს არჩევნების შედეგებში. სხვათა შორის თავად ქალბატონი პრეზიდენტიც ამბობდა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდა ქართული საქმეა.

    თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

  • გაუქმდეს იმ უბნების შედეგები, რომლებიც მასობრივად გაყალბდა, დაკომპლექტდეს პარლამენტი დროებითი ტექნიკური მთავრობით – ოქრიაშვილი

    მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.

    ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი – 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.

    აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

    დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!

    ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სიის მე-11 ნომერი კახა ოქრიაშვილი.

  • დღეს 19:00-ზე რუსთაველზე! ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს! – ჯაფარიძე

    დღეს 19:00-ზე რუსთაველზე! რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს! დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.

  • პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება- პაპუაშვილი

    პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება- პაპუაშვილი

    “ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი აქვთ 2020-ში, ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული – მგონი, ეს დეზინფორმაცია, კი ბატონო, შეგვიძლია ავსახოთ, რომ ისეთ ტყუილებს ამბობენ უკვე, თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური.

    ძალიან კარგად იქნება პარლამენტი ლეგიტიმური – პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას – ქართულ ოცნებას ამ მონაცემით, თუ არ ვცდები 89 მანდატი ერგება

    ასევე, როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბა პარლამენტი და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა”

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • მოგიწევთ რუსული “პეჩენიის” ჭამა, არ გინდათ? წადით საქართველოდან – “ოცნების” პროპაგანდისტი მჟავანაძე

    “ჭამეთ ახლა “პეჩენია” “იუბილენოე”, მოუსმინეთ ალეგროვასა და შუფუტინსკის… აი, ეს 4 წელი მოგიწევთ რუსული სიმღერების მოსმენა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მოგიწევთ რუსული “პეჩენიის” ჭამა და ბევრი რამე მოგიწევთ. თუ არ გინდათ, აგერ არის უამრავი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, წაბრძანდით, ბატონო, არ გინდათ ეს ქვეყანა? წადით საქართველოდან, წადით იმ სოდომისტურ ევროპაში, ჩაბარდით და “მოწმინდეთ უკანალი”

    აცხადებს ამის შესახებ, ქართული ოცნების მხარდამჭერი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია  დაიღუპა. ინფორმაციას  საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადასტურებს.

    კეკელია აფხაზეთისა (1992) და 2008 წლის ომების ვეტერანია.

    უკრაინაში რუსეთის ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

     

  • გადასახლებული მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება! – დუგინი ქართველ ემიგრანტებს

    გადასახლებული მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება! – დუგინი ქართველ ემიგრანტებს

    თუ ქართველი ხარ, მაშინ ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოსთვის. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარ და ხმას აძლევ საქართველოს არარსებობას, მაშინ როგორი ქართველი ხარ?! გადასახლებული და მოღალატე ხარ და შენი ხმა არ ითვლება.

    ოცნების 13%-ს დავთვლიდი, დანარჩენ ხმებს კი გავაუქმებდი. ისინი ქართველებს არ ეკუთვნიან. ხმის მიცემა უნდა იცოდე, აღიარების ღირსი უნდა იყო. მაგალითად, არის ვიღაც ლგბტ-ის მხარდამჭერი, რაც აკრძალულია რუსეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც!). ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის არის დეგენერატი, გარყვნილი და დებილი. ასეთ ასოციალურ ელემენტს არ შეიძლება ანდო ისეთი საპასუხისმგებლო საკითხი, როგორიც არის ხმის მიცემა.

    ლიბერალების ადგილი კლინიკებსა და იზოლატორებშია და არა საარჩევნო უბნებზე. ჯერ უნდა გაიარონ ფეისკონტროლი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მისცენ ხმის დაფიქსირების უფლება და ისიც მხოლოდ ქართული ოცნებისთვის. ჩვენ უნდა გავხსნათ ტრენინგკურსები, თუ როგორ უნდა მივცეთ სწორად ხმა და მხოლოდ კურსის დასრულების შემდეგ გადასცეთ პასპორტი პასუხისმგებელ ამომრჩეველს.

    განაცხადა კრემლის იდეოლოგმა და პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა.

  • ვიქნებით ძალიან მკაცრი, არაკანონიერ ქმედებაზე! არავინ არავის აღარ მოეფერება!- ყაველაშვილი

    სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა.

    რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია.

    მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს.

    ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ.

    განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი TV იმედის ეთერში.

  • არჩევნები ტოტალურად გაყალბდა! ჩატარდა რუსული არჩევნები, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! – პრეზიდენტი

    ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე.

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.