Category: სლაიდერი

  • ხვალ, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა, რომელსაც კობახიძე უმასპინძლებს

    მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი 28-29 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

    საქართველოს 28 – 29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

    გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანიმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    უნგრეთის პრემიერ მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიარიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისმინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვაოფიციალური პირები” – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • არჩევნების ხარვეზები ძირს უთხრის სამართლიანობასა და შედეგების მიმართ ნდობას! – PACE-ის მისია

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საარჩევნო ხარვეზები არჩევნების შედეგებისა და სამართლიანობისადმი ნდობას ძირს უთხრის.დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ  განაცხადა, რომ ”საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”,

    მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.

    ”ერთი თვის წინ მე საქართველოში მრავალპარტიულ წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. იმ დროს დავასკვენით, რომ პოლიტიკურმა ლანდშაფტმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კურსზე ფაქტობრივ რეფერენდუმად გადააქცია. ეს შთაბეჭდილება ჩვენი საარჩევნო მისიის განმავლობაში დადასტურდა. მომეცით საშუალება, საკვანძო საკითხები და საარჩევნო პირობების შესახებ შეშფოთებები აღვნიშნო, რომლებსაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს:

    არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციებს ასახავს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში აღვნიშნეთ, მათ შორის, ეჭვებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის შესახებ. შეშფოთებულები ვიყავით სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კონტროვერსიული კანონით გამოწვეული საპირისპირო აზრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებით.

    დაკვირვების განმავლობაში ჩვენ აღვრიცხეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ხმების მოსყიდვისა და ორჯერ ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით კი სოფლებში.

    ორი განსხვავებული სამყარო ვნახეთ: ერთი საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემის პროცესი ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და მეორე საარჩევნო უბნების გარეთ.

    იმ ფაქტმა, რომ საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღწერა.

    არათანაბარი საასპარეზო სივრცე და ხარვეზები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყო შენიშნული, ძირს უთხრის მისი სამართლიანობისა და შედეგის მიმართ ნდობას. ხაზს ვუსვამ, მის სამართლიანობასა და შედეგს.

    ეს ხსნის რეაცქიებს არჩევნების შედეგებზე.

    ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.

    ახლა, საჭიროა, რომ ეს პრობლემები ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ჩარჩოს ფარგლებში მოაგვაროს” – განაცხადა იულიან ბულაიმ.

  • “არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა… მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს” – ჯონსონი

    “საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს”,

    წერს ამის შესახებ,  X-ზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

  • EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება არ გადაიხედება! – გრეგოროვა

    “ჩვენ რეგიონებში ვიყავით, სადაც ვნახეთ საეჭვო მოძრაობები და ქმედებები, მათ შორის მარკირების არგამოყენება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, პოტენციურად, ხმა მისცეს რამდენჯერმე. ჩემმა კოლეგებმა ასევე იხილეს ბიულეტენების ჩაყრა ან ამის გაკეთების მცდელობა. ეს ხალხი საარჩევნო უბნებიდან გააძევეს, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები გარეთ გავიდნენ, ისინი იქ იდგნენ; ალბათ კიდევ ერთ შანსს ელოდნენ. ეს ფაქტები ზედმეტად სერიოზულია საიმისოდ, რომ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მთავრობის მომდევნო ნაბიჯებსაც, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოში და ოპოზიციური პარტიების პოტენციურ აკრძალვასთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ ევროპარლამენტის შეხედულებას გაიზიარებენ და ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არ გადაიხედება. კვლავ რჩება დიდი კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მოგვიანებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამჟამად შეიცვლება.”

    აცხადებს ამის შესახებ,  ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა. 

  • ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

    “მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. მე ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობებით, ხელი შეეშალა არჩევნებისთვის. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს რეალურია, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს. ქჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”,

    განაცხადა ამის შესახებ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია.

  • “ჩავხსნით სიას თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნა საჭირო” – კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ოცეული საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

    კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ოცეული საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს – შესაბამისი განცხადება, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთეს.

    • “ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები – არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, –  განაცხადა ამის შესახებ, ნანა მალაშხიამ. 
    • “ამ ოცეულის არ შესვლის შემთხვევაში, არავინ არ ჩაანაცვლებს მათ, ჩვენ ჩავხსნით სიას თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნა საჭირო. თუმცა არ ვაპირებ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩემი კოალიცის ყველა პარტიის კეთილსინდისიერება. ჩვენ კარგად ვიცით რომ არ არსებობს ამ სიაში ადამიანი, რომელიც მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

    კოალიციის პირველი ოცეულია:

    1. ნანა მალაშხია

    2. ნიკა მელია

    3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    4. გიგა ლემონჯავა

    5. თენგიზ თევზაძე

    6. ცოტნე კობერიძე

    7. გიორგი კირთაძე

    8. ივანე ჭყონია

    9. ხათუნა სამნიძე

    10. ოქტაი ქაზუმოვი

    11. მაია კოპალეიშვილი

    12. ბორისი ყურუა

    13. ანა გოგოლაძე

    14. გიორგი ბუტიკაშვილი

    15. გიორგი იმედაშვილი

    16. ელენე ხოშტარია

    17. სოფია გოლეთიანი

    18. მარიკა არევაძე

    19. ანი ქავთარაძე

    20. თორნიკე ბიკაშვილი

  • ”ეს არჩევნები არის ნაყიდი, ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემას უფრო ჰგავს” – გონჩარენკო

    “ვნახე, რა ხდებოდა  რეგიონებში და ვთვლი, რომ ამას არ შეიძლება დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გარდა ამისა, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ უბანზე ქართულმა ოცნებამ 94% აიღო, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, რატომ არ დაწერეს 194%? ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემას უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიულს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იყო ამომრჩევლის დაშინების ფაქტები და ისეთი შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლებისთვის რთული იყო საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა. იყო შეკითხვა, არის თუ არა ეს არჩევნები მოპარული და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის ნაყიდი.’

    ამბობს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, უკრაინის პარლამენტის წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა. 

  • არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი! იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა! – ნიკა მელია

    არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი! ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა;  შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

    “მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი – თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო…
    გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა 48% ავიღეო ან 60%-იო; რეალურად ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.
    ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში,
    მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ..
    ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა;  შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.
    მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო – მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა.
    5% და 6% 8% 10%  არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით;
    ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;
    ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ და პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.
    მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!” – ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

  • ”საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები…სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!” – კინზინგერი

    “როგორც ჩანს, საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები ხმების აშკარა გაყალბებით.
    დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი  ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!”

    წერს ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე.

  • უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობის გადატვირთვა დასავლეთთან – კობახიძე

    უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობის გადატვირთვა დასავლეთთან – კობახიძე

    დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ამისთის ვიყავით და ვართ მზად, დანარჩენი არის კონსულტაციების, ინტერესების საქმე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც წაადგება ჩვენი ქვეყნის კონკრეტულად, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზას.

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე