Category: სლაიდერი

  • მოვუწოდებ ყველა პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები – კობახიძე

    მოვუწოდებ ყველა პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები – კობახიძე

    “ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის… გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, ველოდებით 60 პროცენტამდე ხმებს…

    მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, მათ შორის ჩვენც. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს შედეგებს, მაგრამ მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუონ იმას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრათ უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე”,

    განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

  • ამ დროისთვის, გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა – ISFED

    “ამ დროისთვის, გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა” – ამის შესახებ განაცხადა, რასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ წაიკითხა.

    “სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უბანი გაიხსნა ცხრის ნახევარზე.

    ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლის შესაძლებლობა და გახსნის პროცედურების დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც არ დაუშვეს ორგანიზაციის დამკვირვებლები და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებლები უბნიდან გამოაძევეს.

    საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა.

    მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს ტყიბულის 1-ლი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მე-3 უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი”. – თქვა დოლიძემ.

  • ოფშორების კანონით, 1 სქემაში დაახლოებით $400 მლნ მოპარა ხალხს – ბაჩიაშვილი ივანიშვილზე

    “ოფშორების კანონით, 1 სქემაში დაახლოებით $400 მლნ მოპარა ხალხს” – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

    “წელს შემოღებული ოფშორების კანონი – ეს კანონი რეალურად შემოიტანა ისეთ დროს, როცა იყო რუსული კანონის გარშემო აურზაური, ანუ მისთვის გასაგებად, რუსულად რომ ვთქვათ “პოდ შუმოკ” – გააძვრინა. რეალურად რისთვის იყო ეს გაკეთებული – ივანიშვილმა 2022 წელს, და თვითონვე თქვა, თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე.

    შესაბამისად ეს კანონი ითვალისწინებს 3 რამეს: 1 – რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. და ეს ქონების წლიური გადასახადი – 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე – წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან.

    ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ხელით ჰპარავს მილიარდ ლარს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

  • ”ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება ქვეყანაში” – ძიძიგური

    “თქვენ მითხარით, რომ თითქმის ყველა ხელისუფლების ცვლილების მომსწრე ვარ: კომუნისტური ხელისუფლება როგორ შეიცვალა, აქტიურად ვიყავი მაშინ ჩართული “მრგვალი მაგიდის” საარჩევნო კამპანიაში, შემდეგ როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა ვმონაწილეობდი ვარდების რევოლუციაში, შემდეგ როდესაც სააკაშვილი შეიცვალა ვმონაწილეობდი 2012 წლის ამბებში, ორგანიზებიდან დაწყებული და პოლიტიკური ნაწილით დამთავრებული, ყველაფერში. გეტყვით, რომ ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება ქვეყანაში”

    განაცხადა ამის შესახებ, თქვა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.

  • “ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი… ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო”​​​​​​​ – გონჩარენკო

    “ახლახან ჩამოვედი საქართველოში.

    დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.

    აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს”

    წერს ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.

  • გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ! – გოცირიძე

    გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ! – გოცირიძე

    “კატასტროფა ხდება. გაზიდა “ქართული ოცნების” კლანმა ქვეყნის რეზერვები. დღესაც, არასამუშაო დღეს, გაყიდა ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა. სპეციალურად ამისთვის დაიბარეს თანამშრომლები. 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში, ლარი რომ არ ჩამოიშალოს. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ოქტომბერში. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა.
    ეს გამოიწვია მოღალატე ხელისუფლების საარჩევნო რიტორიკამ და ანტიდასავლურმა კამპანიამ.
    ნუ უყურებენ ექსპერტები თუ მოექსპერტო ელემენტები, რამდენს ყიდის ეროვნული ბანკი მხოლოდ ღია აუქციონზე ( 213 მილიონი დოლარია ოქტომბერში). ორი ამდენი გაყიდა ფარულად, მეორე, ე. წ. ბიმატჩ პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ 25 ნოემბერს, ანუ არჩევნებიდან კარგა ხნის მერე იქნება ასახული სტატისტიკაში. ამ თავიანთი ჩაანალიზებით ეს ეკონომისტები ხელს უწყობენ რეალური სურათის დაფარვას და არბილებენ მდგომარეობას. თუ ინფორმაციას არ ან ვერ ფლობ და ანალიზის უნარი არ გაგაჩნია, სჯობია გაჩერდე მაინც. ეს ეხება მედიასაც.
    ნოემბერში კი გამოჩნდება ამათი დაფარული მავნებლობები, მაგრამ უკვე გვიან იქნება.
    გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება ქვეყნის რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ.”

    ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

    ცნობისთვის დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,  გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა.

    ჯამში, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად $213 მილიონი გაყიდა

  • “საქართველოში არჩევნები გადამწყვეტია ქვეყანაში დემოკრატიის მომავლისთვის…” – რებეკა ჰარმსი

    საქართველოში არჩევნები გადამწყვეტია ქვეყანაში დემოკრატიის მომავლისთვის. საქართველოში არჩევნების შედეგებს ასევე გავლენა ექნება მომავალ მოვლენებზე, ძალაუფლების ურთიერთობებსა და ევროპაში უსაფრთხოებაზე…ევროპის გზა არის საქართველოს გზა. ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. და კი: ჩვენ გვჭირდები!

    წერს ამის შესახებ, ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი X-ზე.

  • ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა, ვერავინ დაგსჯით, ნუ გეშინიათ!  – პრეზიდენტი

    ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა, ვერავინ დაგსჯით, ნუ გეშინიათ! – პრეზიდენტი

    ”მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

    მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

  • მიდით არჩევნებზე! ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! – პრეზიდენტი

    “მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს.

    “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს – ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

    მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს…და მათი ხმა ხვალ გაისმება.

    ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

    მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

    მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    “მიმართვა პოლიციელებს. ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო. დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! თქვენი მიშა”,

    აცხადებს ამის შეასხებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.