Category: სლაიდერი

  • უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ.. სამართალი საერთოდ არ არსებობს? ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან მაგრამ აი ეს ორი არა?! – დოდი ხარხელი

    “უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ.. სამართალი საერთოდ არ არსებობს? ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან მაგრამ აი ეს ორი – არა?! ” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ბლოგერი უჩა აბაშიძის ყოფილი მეუღლე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი, დოდი ხარხელი წერს.

    ”უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი ამ რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ გაზაფხულზე. იმის მერე აიშვა და აიშვა რეჟიმმა და ზოგს დრაგი უპოვა დამალული, ზოგს მოლოტოვის ბოთლები, ზოგი ჯებირს აზიანებდა, ზოგმა ჭუჭუა ატკინა პოლიციელს და ავცდით 50-ს.სიგიჟეა ჩემთვის იმის ხილვა, როგორ ბჭობენ, ამხელა სიაში ჩაიწეროს თუ არა უჩას სახელი, და იმ სიებშიც კი, სადაც უჩა ხვდება – ავიწყდებათ მარი.თავს ძალას ვატან ეს პოსტი რომ დავწერო, მართლა არაა ჩემთვის იოლი თემა, მითუმეტეს, რომ ჩემთანაცაა კავშირში, მაგრამ ხალხო, ანუ სამართალი საერთოდ არ არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ აი კონკრეტულად ამ ქეისში – არსებობს?? ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ აი ეს ორი – არა?? ჩემთანაც ამ მუხლით შემოვიდნენ, სხვათაშორის. ანუ მეც რომ დამიჭერდნენ, იტყოდით “au es safrtxilo temaa, ar gvinda ra.”
    ყველას შევეცი ერთი კიდე, ვინც ამას იტყოდა.” – წერს ამის შესახებ დოდი ხარხელი.

    შეგახსენებთ, რომ  სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე, 2024 წლის, 9 მაისს გვიან ღამით, ხოლო მისი მეუღლე მარიამ იაშვილი 11 მაისს დააკავეს.  შსს-ს მტკიცებით, მარიამ იაშვილი და უჩა აბაშიძე “სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში” არიან ბრალდებულები.

    გამოძიება უჩას,  სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

    პროკურატურა ამტკიცებს, რომ აბაშიძემ და იაშვილმა 5 წლის განმავლობაში – 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა ჩაიწერეს.

    სახლის ჩხრეკისას, უჩა აბაშიძეს თითქმის სამი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. ადვოკატი აბაშიძესთან ჩხრეკის დასრულების შემდეგ და უჩას სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს. გომელაურის უწყება, აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება, თუმცა ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.  მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში კი შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფები აჩვენა.

    •  Airsoft-ი გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია. „აირსოფტის“ იარაღი არის რეალურის ადაპტირებული ასლი და ისვრის მსუბუქ პლასტმასის ბურთულა-ტყვიებს. 

    აქვე შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე, აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებში, მისი ბოლო ვიდეოები როგორც Facebook-ზე ასევე Youtube არხზე ,ეხება  აქციაზე მოქცევის წესებს, ვის რისი უფლება აქვს და არ აქვს კანონით და ა.შ.

    დოდი ხარხელის სახლში, ჩხრეკა 2024 წლის 3 დეკემბერს, სწორედ  უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

  • “12 წელი მიხდებოდა, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ…1-ლი თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ” –  არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი

    “წელს 12 წელი მიხდებოდა, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ… მატყობინებენ, რომ 1-ლი თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ” – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    “წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.

    მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ.

    აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს.

    სისტემაში მუშაობა 22 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე, თავდაპირველად ვმუშაობდი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. წლების განმავლობაში არაერთხელ დავწინაურდი, გავხდი პროფესიული ზედამხედველი, შემდეგ კი ცენტრის უფროსი. ცალკე საკითხია ის, რომ ამ პერიოდში არაერთი სიტყვიერი შექება, ოფიციალური ჯილდო და სერთიფიკატი მაქვს მიღებული. პარალელურად ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვეული ტრენერი და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ სააგენტოს ახალ თანამშრომლებს ვაცნობდით საქმიანობის სპეციფიკას

    მას შემდეგ რაც არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ რთული ქცევის მოზარდებთან მეტად ეფექტიანი და ხარისხიანი საქმისწარმოება გვქონოდა. ამ პერიოდში გუნდის მხარდაჭერით, შევძელი და სააგენტოს ყველაზე სუსტი მიმართულება – დანაშაულის პირველი დონის პრევენცია ავამუშავე, აქტიურად ვმუშაობდი კურსზე, რომელიც მასწავლებლებისთვის მომზადდა. რაც შეეხება ცენტრის მიზნობრივ ჯგუფს, სააგენტოს და დონორების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით, როგორიც არის ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები, გაიხსნა რეგიონული ცენტრები, გაიზარდა ცენტრის მიზნობრივი ჯგუფები, აქტიურად ავამუშავეთ უწყებათშორისი კოორდინაციის პროცესი. დიდი შრომა გვაქვს ჩადებული კანონპროექტში, შემთხვევის მართვის ბრძანების პროექტში, ინსტრუმენტების დახვეწაში. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ჯერ ჩემს სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და მთელი იმერეთის რეგიონი დატოვეს კვალიფიციური კადრების გარეშე, ხოლო მე 31 დეკემბერს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემატყობინეს, რომ 1 თვეში მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას. მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს ჩემს კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემს ტოლფას პოზიციას იკავებდნენ წლების განმავლობაში და ორივე ხელმძღვანელის როლი რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესში შეუცვლელია!

    მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!” – წერს ნათია ალიაშვილი.

  • “მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, [საქართველო] კრიზისიდან გამოიყვანოს” – იუკნევიჩიანე

    “მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, [საქართველო] კრიზისიდან გამოიყვანოს” – იუკნევიჩიანე

    “მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი,”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წერს.

  • თბილისში მოქალაქეები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან – ზელენსკი

    “რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის. იმის, რასაც არ იცნობენ. მათ ეშინიათ თავისუფლების. ისინი დაიბადნენ პუტინის დროს, სწავლობდნენ პუტინის დროს, შეუერთდნენ ჯარს პუტინის დროს და კვდებიან მისი ავადმყოფური იდეებისთვის. სწორედ ამიტომ არის დღეს ასე გადამწყვეტი მხარდაჭერა ყველა იმ ხალხის, ვინც იცავს თავისუფლებას. ისინი, ვინც უარს იტყვიან მის დათმობაზე კიშინიოვში. ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ვიტყვით: “გაუმარჯოს ბელარუსს!”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო.. ვერ გათვალეთ! – ზურაბიშვილი

    ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!

    წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • “ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არავინ შევა” – გვარამია

    “მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება! მახსოვს 2020-შიც “არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას” ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს”

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში პოლიციამ ორი ახალგაზრდა სტუდენტის ცხედარი იპოვა. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

  • ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მანდატებზე უარს ამბობს

    კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს. ასევე ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

    ”პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.
    80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
    პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ.”- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

     

  • რატომ არ აქვს უფლება ცესკოს, ოპოზიციას სიების გაუქმებაზე უარი უთხრას – საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის განმარტება

    ცესკოს და პარლამენტს არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, განახორციელოს ის საქმიანობა, რომლის სურვილიც არ აქვს“ – აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი.

    საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, რაც ნორმატიულ შინაარსში ასევე ითვალისწინებს, კონკრეტული პირის უფლებას, უარი თქვას, რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. ცესკოს და პარლამენტს არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, განახორციელოს ის საქმიანობა, რომლის სურვილიც არ აქვს“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.