Category: სლაიდერი

  • სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით ! გაუქმდა, „მეფე ლირი“, „ალუბლის ბაღი“, „მე გადმოვცურავ ზღვას“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრი

    ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები, რომლებშიც საპროტესტო აქციებზე, დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა, გაუქმდა. განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

    ”ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ
    8,9,20,21 / 01 “მე გადმოვცურავ ზღვას”
    13 / 01 ” ალუბლოს ბაღი”
    22 / 01 ” მეფე ლირი”
    ❗️გ ა უ ქ მ დ ა ❗️
    ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით❤️
    ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
    გილოცავთ შობას ??
    იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად✊?❤️” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოს საკითხზე მაკრონის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი – უილსონი

    “მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. მის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი, რადგან ეს რეალობად იქცეს”.

    წერს ამის შესახებ, ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

  • ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

    ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 130 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

    აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.

    ამ დრომდე  ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

    ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები ჩამოინგრა.

    მედიის ცნობით, დაზიანებულია 1 000-ზე მეტი სახლი.

  • ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – კობახიძე მაკრონზე

    ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – კობახიძე მაკრონზე

    თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა.

    თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

  • პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი – კობახიძე

    პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი – კობახიძე

    “უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას. მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია.

    ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და, რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში”,

    “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას ეხმაურება.

  • “რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

    “რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

    “ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა”,

    ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

  • ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს ! – უილსონი

    “ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”,

    აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.

  • დღეს, შობის ღამეს თბილისის მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს

    თბილისის მერიის ცნობით, შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

    მეტრო 7 იანვრის 00:00 საათის ნაცვლად, 03:00 საათამდე იმუშავებს.

    ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

  • საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ – ზელენსკი

    ”საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ” –თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

    ”მე არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ მას სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და გავლენის ქონა მათზე. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. მე უბრალოდ არ მინდა… ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები.

    მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც, ცხადია, არა, რადგან ახლა ასეა, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა.

    ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ მცირე ქვეყანაა. და ისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში.

    ახლა ის [პუტინი] იბრძოლებს მოლდოვის პარლამენტისთვის. ეს მისი მეორე ნაბიჯია. აპრილში ნახავთ, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, რომ ის დაიწყებს მოლდოვის ევროპიდან შემობრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ იქ წასვლა, ეს არ აინტერესებს. იქ იქნება პრო-რუსული პარტია და ისინირაღაცას მოუხერხებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რადგან მან… მან არჩევნები მოიგო, ის პროევროპელია, მაგრამ პუტინი ამას უკან მიაბრუნებს. შემდეგი ნაბიჯები სრულიად ცხადია.

    პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია”.- განაცხადა ზელენსკიმ.

  • პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა – ზურაბიშვილი

    პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა – ზურაბიშვილი

    “ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ითვალისწინებთ ქართული დემოკრატიის იმედებსა და შეშფოთებებს. ეუთო გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. და ახალი არჩევნები!”,

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას ეხმაურება.