Category: სლაიდერი

  • ძველი და ახალი ენმ-ის მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს -ბუჩუკური სიების ჩახსნაზე

    „ნაცმოძრაობის“ ამ ორივე ფრთის მხრიდან, ანუ, ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს, მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენს ამომრჩეველს ვუსმენთ, პატივს ვცემთ და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმას. ამიტომ ვერანაირი მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ საჯაროდ არა ერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“,

    ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.

  • 16-ში, მატჩის დღეს აპირებენ საბოლოო შედეგების გამოცხადებას – გვარამია

    ჩვენ არ ვართ აწყობილი ქართული ოცნების განცხადებებსა და დღისწესრიგზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და დღეს, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ვკარნახობთ ქართულ ოცნებას დღისწესრიგს, ეს აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

    ჩვენ ვიცით, რომ ისინი 16 ნოემბერს აპირებენ შედეგების გამოცხადებას და ძალიან ჩქარობენ. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა, ბათუმშია თამაში და გათვლა არის იმაზე, რომ არავის არ ეცლება ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ქართული ოცნება, ყველას ყოველთვის ეცლება ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, ფეხბურთში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობასაც მოვასწრებთ და ქართული ოცნების განეიტრალებასაც. დანარჩენს ნახავთ მოვლენების კვალდაკვალ.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მთავარ არხთან საუბრისას.

  • თუ მაგარი ხარ, ამკრძალე, თუ არადა ენა დაადუმე! – ვაშაძე კობახიძეს

    თუ მაგარი ხარ, ამკრძალე, თუ არადა ენა დაადუმე! – ვაშაძე კობახიძეს

    ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: აბა, თუ მაგარი ხარ, ეგ მართლა გააკეთე. რამდენ ხანს უნდა მოიტყუო, შე საცოდავო. თვითმარქვია უბედურს, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: მიდი, თუ მაგარი ხარ, ოპოზიცია აკრძალე. მიდი, ჰე, რამდენი ხანი უნდა იბაქიბუქო? რას ამკრძალავს, მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ამ თვითმარქვიას საერთოდ ვინ ეკითხება. მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე.

    ასე უპასუხა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

  • საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს – ბორელი

    “უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს EU-ის წევრი. და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას.

    საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ EU-ის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ [ევროპულ] გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალონ,”

    ამის შესახებ, კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მარნეულში 2 წლის ბავშვს აგური დაეცა და დაიღუპა

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – როთი

    გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი – შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დაახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.

    არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი.

     თქვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

  • უკრაინელებმა ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს

    უკრაინელებმა, რუსეთში ბელგოროდის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს – ინფორმაციას, ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს და აცხადებს, რომ  აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

    მისი თქმით არავინ დაშავებულა.

    “უკრაინის შეიარაღებული ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით სტაროოსკოლსკის საქალაქო ოკრუგის ტერიტორიაზე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი რეზერვუარი აალდა”. – წერს გლადკოვი.

    გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს.

  • მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო” მთავრობაო,თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება – ზარქუა დელეგაციას

    მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო” მთავრობაო,თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება – ზარქუა დელეგაციას

    უსამშობლოების მოწვევით, საქართველოში ჩამობრძანდნენ როთები. როთიც გერმანელია, შოლცის პარტიიდან და საერთოდ უარი უთხრეს და დაეშალათ კოალიცია. ეტყობა, იმდენად უავტორიტეტოა, რომ იქ არ გაესვლება ქუჩაში – გერმანელი ხალხი, თავმოყვარე ხალხი, პრინციპული ხალხი – და ეს როთები ეტყობა, იქაც არ მოსწონთ და ახლა ჩამოდის აქ და აძლიერებენ ამ უსამშობლოებს. თუ მაინცდამაინც საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან ყოფნით ვერაფერს იზამთ – სამეგრელოში ჩადით, სტუმარ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ, მოგივიდეთ, აზრზე მოხვიდეთ. გაიაზრეთ, რომ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა არ სჭირდება. როთს მივმართავ, თორემ ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია და არაფერი ეშველება მაგას. დანარჩენ როთებსაც მივმართავ – თქვენისთანები, რომც არ ჩამოდიან აქ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებიან, რომ შეცდომა დაუშვიო და რუსი ხარო – ასეთებს არ მიგიღებთ. და მერე რომ დგახართ და მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო”, მმართველი პარტია თუ მთავრობაო, არ შეგხვდებით იმიტომ, რომ თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება.  ბიძიებო, დღეს 7 საათზე რომ გამოხვალთ, ლობისტური კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტექსტებს რომ წაიკითხავთ, მერე გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტზე.

  • გამოკითხვაზე დამიბარეს, არჩევნები როგორ გაყალბდა, ჩემგან აინტერესებთ” – თენგო თევზაძე

    “ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა, ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.

    საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!”

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • “ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, არ იყო მიზანშეწონილი” –  კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    “ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, არ იყო მიზანშეწონილი” – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    „ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი“

    განაცხადა  საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომლის მთავრობის წარმომადგენლებიც დღეს 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელებს არ შეხვდა.