Skip to content

newsreport.ge

Category: სლაიდერი

  • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ის   X-ზე წერს.

    “დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იქამდე, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეობა მეტად ეფექტური იქნება.

    Following discussions and after close consideration, I’ve decided to postpone visiting Georgia until a time that the @OSCEPA’s engagement would be most effective. We remain ready to listen to all voices and offer assistance in implementing @osce_odihr election recommendations.

    — Pia Kauma (@PiaKauma) January 6, 2025

    ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი, რასაც ოპოზიციური პარტიების,   საერთაშორისო პარტნიორების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა.  ისინი აღნიშნავდნენ რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და “ქართულ ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

    ამასთანავე, აშშ-ს რესპუბლიკელმა  კონგრესმენმა  და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, მოუწოდა კაუმას  არ ჩამოსლიყო თბილისში, რადგან “ოცნება” ამას ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა.

    ”მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის.”- განაცხადა უილსონმა.

    January 6, 2025
  • ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ქართველ ხალხს – ზურაბიშვილი

    ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ქართველ ხალხს – ზურაბიშვილი

    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებს.

    ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე

    January 6, 2025
  • მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თბილისში ამ ეტაპზე არ ჩავიდეს – უილსონი

    მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის.

    წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე.

    January 6, 2025
  • “ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე” – ფრიდი

    “ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე” – ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს.

    “მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს.

    ივანიშვილს ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, სანქციებს დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი.

    ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლის სასარგებლოდ მოქმედების შესახებ. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, “მაგნიტსკის გლობალური აქტით” დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს.

    ამერიკას და საქართველოს სხვა მეგობრებს დახმარება შეუძლიათ, ამის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე არა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან მოსკოვში, როგორც ეს რუსეთს ჰგონია, არამედ თბილისში, ქართველები მიიღებენ. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ის გამოჩნდება, როგორც სუსტი და დამორჩილებული, როგორც კრემლის ნების შემსრულებელი. ეს ძალიან ცუდი პოზიცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ვფიქრობ, ტრამპის გუნდს, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, ეს არ ენდომებათ.”- განაცხადა ფრიდმა.

    January 6, 2025
  • “MEGOBARI აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” ვადასტურებთ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას” უილსონი

    “შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და MEGOBARI აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას”.

    ამის შეასახებ, განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელიც მან კონგრესში ფიცის დადებამდე გამართა.

    January 3, 2025
  • ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს

    უკრაინის მეთაურის,  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს.

    • “ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მოხალისე მებრძოლები.

    January 3, 2025
  • ილუზიები Deep State-ზე, მასონურ დაჯგუფებებსა და “ომის პარტიაზე” გაქრა.. ე.წ. ხელისუფლება, მოღვაწეობას მხოლოდ ტყუილებზე აგებს- ხაზარაძე

    ”ილუზიები Deep State-ის, რაღაც მასონური ჯგუფების, “ომის პარტიის” – ეს ყველაფერი გაქრა იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვყავს ის ვაი ხელისუფლება, ე.წ. ხელისუფლება, რომელიც თავის მოღვაწეობას მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზე აგებს და ეს იმიტომ, რომ მათი თავმჯდომარეა მატყუარა.

    ბიძინა ივანიშვილია თვისობრივად მატყუარა ადამიანი, რომლისთვისაც ტყუილი არის ჩვეულებრივი მოხმარების საგანი.

    ასე, რომ 20-ის მერე, ინაუგურაციის [დონალდ ტრამპის] მერე რაღაც მოხდება – არაფერი არ მოხდება, მოხდება ძალიან ცუდი, ქართული ოცნებისთვის”.

    განაცხადა,  კოალიცია ძლიერი საქართველოს  ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ

    January 3, 2025
  • ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს.. ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს – ზელენსკი

    “ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთებ. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“

    უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

    January 3, 2025
  • იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა – პოდოლიაკი

    ” გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოს მიმართ თავისი ჭეშმარიტი  დამოკიდებულება აბსოლუტურად ცხადად აჩვენა – პრინციპში, სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთის მხრიდან ნებისმიერთან ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, რადგან რუსეთს ყოველთვის სძულს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სუვერენული, სუბიექტურია და რუსეთი ყოველთვის შეეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომლებსაც საქართველოში ავლენს. […] ანუ, სრულად  პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობების, პარტიების მიმართ და, შესაბამისად, ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო სივრცის კასტრირება – ამ ყველაფერს ვხედავთ.

    გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, მიახლოებით რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა, რომ ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც უკრაინაში ხდება. ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება […] საქართველოს ქვეცნობიერულად ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ თუ რუსეთი ამ ომს არ წააგებს, მაშინ, თუ საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობა გაიმარჯვებს, იგივენაირი ომის დაწყებას საქართველოშიც შეძლებს. ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია, თუმცა, ამასთანავე, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ – წინააღმდეგობა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში, საკმაოდ მოცულობითია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა აბსოლუტურად ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია ატარებს, უეჭველია.

    იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”..

    განაცხადა ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ლიტვურ მედია Delfi-სთან საუბრისას.

    January 3, 2025
  • ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას! – ზურაბიშვილი

    “ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან, მოუთმენლად ველოდებით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას”

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    January 2, 2025
←Previous Page
1 … 239 240 241 242 243 … 1,032
Next Page→

newsreport.ge

  • Blog
  • About
  • FAQs
  • Authors
  • Events
  • Shop
  • Patterns
  • Themes

Twenty Twenty-Five

Designed with WordPress