Category: სლაიდერი

  • აქციაზე ცრემლმდენი აირით მოწამლულებს “ნეოლაბი” 8-11 იანვარს კვლევებს უფასოდ სთავაზობს

    8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით  კლინიკა “ნეოლაბი”  საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც აქციაზე ცრემლმდენი აირით მოიწამლა და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, უფასოდ სთავაზობს კვლევებს, კერძოდ : ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია;გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია.

    “საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აქციაზე მიიღო ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები:

    ▫️ ხველა;

    ▫️ სუნთქვის უკმარისობა;

    ▫️ ქოშინი;

    ▫️ მსტვინავი სუნთქვა;

    ▫️ ღამის ოფლიანობა;

    ▫️ თავის ტკივილი;

    სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა ნეოლაბი უფასოდ სთავაზობს სპეციფიკურ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს, (გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია). აქციაზე დაზარალებული პირების გამოკვლევა განხორციელდება 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით.

    ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ კლინიკა ნეოლაბის ცხელ ხაზზე 032 2392803 / 032 2392896 / 032 2144447”,- აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.

    • პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ გაზის კაფსულები რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე, CN და CS გაზი.

    „გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება.

    CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები.

    CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო აღწერილი ამ გაზთან დაკავშირებით, როდესაც გამოიყენეს დარბევის დროს ეგვიპტეში. მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები. ისე არ არის, ახლა რომ ცხადდება – დასაშვებია გამოყენებისთვისო.დასაშვებია მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, როგორც იქნა გამოყენებული ჩვენი დემონსტრანტების დარბევის დროს“, – გვიხსნის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.[…] მისი გამეორებით, განგრძობით გამოყენება ალყაშემორტყმული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. რასაკვირველია ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად იყენებდნენ ამ საშუალებებს, უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, რომ აღარ გამეორდეს ამ საშუალებების გამოყენება.

    უნდა აღინიშნოს, რომ CS გაზი მაგალითად სამხედრო ქმედებებშიც კი იყო აკრძალული, სპეციალური კონვენციაა ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ეპიზოდურად გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში ნამდვილად დაუშვებელია”. ” – განმარტავს ალერგოლოგი.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ 1 თვეა გასული გაზის კაფსულების გამოყენებიდან, მოქალაქეები რომლებმაც დარბევისას დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზი ჩაისუნთქეს კვლავ აღენიშნებათ მოწამვლის გარკვეული სიმპტომები. აქვე ალერგოლგი აზუსტებს, რომ ცრემლმდენი გაზი, გაზი არ არის, არამედ ფხვნილია რომელიც აეროზოლის სახით,  გამოიფრქვევა ჭურვის ან კაფსულის გასკდომის დროს. მისი თქმით, ამ  საშუალებების გამოყენება დამიზნებით არ შეიძლება,  უნდა განარიდონ ადამიანები იმ ადგილს, სადაც გაიფრქვა, ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში და ა.შ.

    • ”თითქმის 1 თვეა გასული პირველი გამოყენებიდან, მაგრამ კვლავ ვხვდებით გარკვეულ სიმპტომებს – ათეული შემთხვევა იყო მაგალითად პერსონალურად ჩემთან და გაცილებით მეტი მეკონტაქტება ელექტრონულად, ასევე – მირეკავენ. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ საგულისხმოა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ასევე კუჭ-ნაწლავის აშლილობა… როგორც ჩანს, ეს არის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.სახეზე სიწითლე, გამონაყარი, გამონაყარი სხვა ადგილებში, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების კვლევას.ვინც მომაკითხა, მათთან ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, სპიროგრაფიას, სისხლის შედედების ფაქტორების კვლევას, კვლევას ღვიძლის ფუნქციების დასადგენად, ხომ არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები. გარკვეული მკურნალობა ინიშნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს სიმპტომები, იგივე ცხვირის ლორწოვანის მოვლისთვის, სასუნთქი გზების ლორწოვანის, შეშუპების და სპაზმის სამკურნალოდ…” – ამბობს კამკამიძე. 
  • “ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი.. გამოსავალი ახალი არჩევნებია,” – იან კელი

    “საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, იგნორირებულია. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”,

    ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან! – უილსონმა და 43-მა პოლიტიკოსმა განცხადება გაავრცელეს

    “დემოკრატიულ მთავრობებსა და [საქართველოს] ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები” – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და თან ურთავს  განცხადებას რომელსაც ხელს უილსონთან ერთად კიედვ  43-ი  პოლიტიკოსი აწერს ხელს.

    გავრცელებული წერილით ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მიმართავენ თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან.

    “მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ განცხადებას „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, მოვითხოვთ ერთიან სანქციებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს ჯო უილსონი X-ზე და განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიან პოლიტიკას, რომლის თანახმადაც თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები, სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით და ჩატარებულ არჩევნებს. ასევე, მოვუწოდებთ ერთიან სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და “ქართული ოცნების” იმ ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განადგურებას უწყობენ ხელს.

    ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ერთპარტიული პარლამენტი და ერთპიროვნულად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”, – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც უილსონი თავის ტვიტს ურთავს.

  • რიგითი დეპუტატის ხელფასი 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან – გოცირიძე

    “რიგითი დეპუტატის ხელფასი 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან ”-  ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, რომან გოცირიძე წერს.

    “დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა “ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ “არაჩვეულებრივების” ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

    პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანებიც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის მოადგილეებს, რომლებიც ყველა “ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.

    ასევე მაღალხელფასიანი და “მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი  ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატში შემავალი დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.

    კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში და რეგიონში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას.
    პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა.” – წერს რომან გოცირიძე. 

  • თბილისში არ დაწერილა.. ივანიშვილს ამ გზავნილებს საკუთარი რუსი პატრონები უწერენ – სამადაშვილი

    ეს ძალიან სამარცხვინო ოპუსი, რომელიც, რა თქმა უნდა, თბილისში არ დაწერილა და ბიძინა ივანიშვილს ამ გზავნილებს საკუთარი რუსი პატრონები და იდეოლოგები უწერენ – რეალურად, ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს ასახავს. ეს არის ის, რომ ამ რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი იმაზე, რომ მათ საერთაშორისო, რაიმე სახის აღიარებასა და ლეგიტიმაციას მიანიჭებენ […]

    ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არც ტრამპის ადმინისტრაციის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ არაფერი შეიცვლება და რეალურად, გამკაცრდება როგორც არაღიარების რეჟიმი, ასევე მათზე ზეწოლის მექანიზმები. ეს მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი მორიგ ჯერზე მოატყუონ.

    ასე გამოეხმაურა  ”ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

  • დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია – გვარამია

    დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია – გვარამია

    დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება. ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.

    P.S. დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ.

    ასე გამოეხმაურა ”ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია.

  • დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით – “ოცნება” უილსონზე

    ”დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით ” – წერია ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენმენზე, ჯო უილსონზე,  ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

    “ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. “მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ “მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – “სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და “დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც “დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის “დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

    შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს” – წერია განცხადებაში.

  • უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

    უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა.

    ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

    სარატოვის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, ნავთობის ბაზაზე ხანძარი ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. აფეთქებები მოხდა ასევე ქალაქ სარატოვში, რომელსაც ენგელსისგან მდინარის კალაპოტი აშორებს.

    ენგელსში მდებარეობს ბომბდამშენ ТУ-95-ების საჰაერო ბაზა, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინამ არაერთხელ მიიტანა იერიში.

  • “თუ კრიზისის გადაჭრა [საქართველოში] მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, ეს უნდა გაკეთდეს” – მაკრონი

    მოვუწოდებ [საფრანგეთის დიპლომატიურ] ქსელს, განაგრძოს ჩართულობა საქართველოს თავისუფლების მებრძოლების, მამაცი პრეზიდენტისა და მანიფესტანტების მიმართ, რომლებიც იბრძვიან არჩევნებისთვის. თუ კრიზისის გადასაჭრელად საჭირო იქნება არჩევნების ხელახალი ორგანიზება, მაშინ ეს უნდა შესრულდეს.

    განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანეულ მაკრონმა.

  • ლაგოდეხში, სოფელ კაბალში კაცის ცხედარი იპოვეს

    ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 40-წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი კაბალის ახალი სასაფლაოს მიმდებარედ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

    ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა, ხოლო ოჯახი დაკარგულს ეძებდა.

    ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მისი ცხედარი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.