Category: სლაიდერი

  • ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს – ზურაბიშვილი

    “მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლის სულს. დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იქნება მტკიცე მანამ, სანამ ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს”

    წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე

  • ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

    “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი  ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე “საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.”

    “აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.” – წერია განცხადებაში.

  • თბილისსა და რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია 9 მოქალაქე – შსს

    თბილისსა და რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია 9 მოქალაქე – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს”, – წერია განცხადებაში.

  • როცა ირანის რეჟიმი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, პრემიერი [კობახიძე] ზუსტად იმ დროს იყო ირანში ჩასული.. ფუჭია “ოცნების” იმედი, რომ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს – უილსონი

    ” მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.[…]ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს.  ” –  ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

    “ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა, რომ დიქტატორი გახდეს არის რუსეთის მარიონეტი, ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დაუქვემდებაროს დამპყრობელთა ღერძს. მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.

    სამხედრო დამნაშავე პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი საბჭოთა იმპერია…[…] პოლიტიკა დონალდ ტრამპისა არის ძალიან ნათელი. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში, ამიტომ, ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ რომ სანქციები დაუწესა ივანიშვილს გასულ კვირას. ეს არის ორპარტიული , ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის” – აღნიშნა უილსონმა სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი

  • არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები! – “გახარია საქართველოსთვის” PACE-ს

    ”არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები!”- პარტია გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.

    “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

    პარტია “გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:

    – არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;

    – მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.

    – განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.

    – გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.

  • “მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში” – როთი

    “მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში. მსურს, მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს, როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე გავაგრძელებ ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს ერთგულებას.”

    წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

  • შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია – მდინარაძე

    “შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით” – ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, გეგმავენ ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შექმნან “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია.

    „საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ, ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს.

    ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“.

    2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:

    პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

    ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

    კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

    კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

    2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

    აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

    სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

    დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“

  • ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით – ზურაბიშვილი

    ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით – ზურაბიშვილი

    “არავინ აღიარებს არჩევნებს და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. ეს ცხადია, კიდევ უფრო იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

    თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ, სხვებსაც, ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს მეტი თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე.

    მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან”,

    აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • “საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებულები მანქანები გაჰყავთ” – ზურაბიშვილი “ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს

    “ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში ” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.

    “დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს გაყვანის საქართველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – არანაირი მაღალი რანგის შეხვედრები იქამდე, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!

    ე.წ. ქართული ოცნება დემოკრატიის სირცხვილია – ივნიშვილი და მისი ახლობლები საქართველოს ლეგიტიმაციის გარეშე მართავენ, დასცინიან თავისუფალ არჩევნებს.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში.