Category: სლაიდერი

  • მზია, გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე – ნონა ქურდოვანიძე

    მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს, ადვოკატებს სულ გვეუბნება, რომ არის კარგად, მხნედ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი კარგად იყოს 19 დღიანი შიმშილობის მერე? ის ასევე გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე, არაფერი გავაზვიადოთ და გავაბუქოთ. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მის ამ პრინციპულ დამოკიდებულებას და ეთიკას.
    თუმცა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტებსაც კი არ გვაძლევენ, სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს.

    ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ”მარიონეტმა პრეზიდენტმა სანქცირებული, ძალადობაზე პასუხისმგებელი შსს-ს მაღალჩინოსნები, დააჯილდოვა” – ზურაბიშვილი

    ”მარიონეტმა პრეზიდენტმა სანქცირებული, ძალადობაზე პასუხისმგებელი შსს-ს მაღალჩინოსნები, დააჯილდოვა” – ზურაბიშვილი

    “გუშინ, PACE-მ მოითხოვა ძალადობის შეწყვეტა პოლიციის მხრიდან, დღეს კი მარიონეტმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის ცნობილი ხარებაც, დააჯილდოვა”,

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძალადე, სანქცირებული მაღალჩინოსნების დაჯილდოებას ეხმაურება.

  • “როგორ შეიძლება ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ზურაბიშვილი

    “როგორ შეიძლება ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ზურაბიშვილი

    “როგორ შეიძლება რომ ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალია? ეს დიქტატურაა. ეს არის საქართველოს დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები – რუსეთის ახლო მეგობრები და ივანიშვილის მონები”.

    წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს, დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება – ტუიგი

    “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. […]მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ.[…] ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. […]აქ, PACE-ში, დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი”

    ლორდთა პალატის წევრი, ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობს.

  • ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს – PACE-ის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებაზე

    ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გასულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას.

    PACE-ს პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ეხმაურება ოცნების გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე.

  • ოცნებას საქართველოს ევროპიდან იზოლაცია უნდოდა და საკუთარი ჯგუფის იზოლაცია მიიღო – ხოშტარია

    ოცნებას საქართველოს ევროპიდან იზოლაცია უნდოდა და საკუთარი ჯგუფის იზოლაცია მიიღო – ხოშტარია

    გუშინ, ჩვენმა ევროპულმა ოჯახმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს, ქართული საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა.

    მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად იდენტურად ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს თავისუფალი ქართველი ხალხი – მყისიერად ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გამოშვება და ყველა მოძალადის დასჯა. მათ პირდაპირ ასახეს რისთვის იბრძვიან ადამიანები, რისთვის პოლიტპატიმრები არიან საპყრობილეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    ამასთანავე, ასამბლეამ პრაქტიკულად, PACE-ში ქართული ოცნების ყველანაირი ფუნქციონირება შეზღუდა და ფორმალურად დატოვეს იმ პირობების შესრულებისთვის რაც არის მოთხოვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკისთვის, ქართული ოცნების იზოლაციისთვის, სანქცირებისთვის და რაც მთავარია პოლიტპატიმრების გამოშვებისა და მოძალადეების დასჯისთვის.

    ძალიან კომიკური იყო ქართული ოცნების რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა 2022 წელს რუსეთმა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გარიცხეს ევროსაბჭოდან და მათაც დადგეს სპექტაკლი თითქოს თავად ტოვებენ. ეს ანალოგია მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიჰყვება რუსულ კვალს ქართული ოცნება. 

    ქართული ოცნება ექცევა სრულ იზოლაციაში, ხოლო ქართველი ხალხი იღებს მეტ და მეტ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან. ქართულ ოცნებას ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპიდან, მაგრამ მიიღო საკუთარი ჯგუფის იზოლაცია.

    ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ბრძოლას აქვს კონკრეტული შედეგები. ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინა ქართულმა ოცნებამ კერძოდ ქალბატონმა წულუკიანმა ასამბლეის მიმართ შეურაცხყოფაა ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ფასეულობების, იმიტომ რომ ასამბლეაა ის ადგილი, სადაც პირველად გაჟღერდა ჩვენი ისტორიული სიტყვები, ისტორიული მისწრაფების შესახებ – მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი და ჩვენ ამ გზას გავივლით და ვიქნებით ევროპის ნაწილი.

    ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია PACE-ს რეზოლუციაზე.

  • მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია – კობახიძე მზია ამაღლობელზე

    მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია – კობახიძე მზია ამაღლობელზე

    “ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი. თქვენ იცით, როგორც დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე, შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე. მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. [..]

    მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.

    როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება, ჰუმანურობაზე ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა აქტი, მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნეს ჩათვლილი.

    რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ: რომ ძალიან ცუდად მოიქცა, ეს ქალბატონი, რომ არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს, და თქვენ იცით, რომ პოლიცია, ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი, და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი.

    არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან”,

    აცხადებს ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • მშვიდობა გინდათ? არ იქნება სამართალი? – არ იქნება მშვიდობა! დაცვის პოლიციაში ჩემი 17-წლიანი კარიერა დავასრულე – დაცვის პოლიციას თანამშრომელი, კახა მიხანაშვილი

    “მშვიდობა გინდათ? არ იქნება სამართალი? – არ იქნება მშვიდობა! ” – წერს ამის შესახებ,  დაცვის პოლიციას თანამშრომელი, კახა მიხანაშვილი და პოლიციაში 17 წლიან მუშაობას ასრულებს.

    “დღეს დაცვის პოლიციაში ჩემი 17-წლიანი კარიერა დავასრულე. ფორმაც კარიერის დასრულების ნიშნად შესაბამისად ლურსმანზე ჩამოვკიდე.”ქართუ ბანკისა” და დაცვის პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩემი თავისუფლება, ჩემი პოლიტიკური პოზიცია ვერ აიტანეს და იძულებული გამხადეს სამსახური დამეტოვებინა.

    მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორ სოციალურ ქსელში, ისე პირდაპირ არასდროს ვმალავდი, რაც როგორც “ქართუ” ბანკისთვის, ისე პოლიციისთვის სასტიკად მიუღებელი აღმოჩნდა.

    “ქართუს” “მამებმა” ჩემი ბანკიდან წასვლა დაცვის პოლიციას მოსთხოვეს, მათ კი ბაკურიანში გადამიყვანეს, რაც სამსახურიდან გაშვების ტოლფასი იყო.

    იმიტომ, რომ ყოველ მესამე დღეს ბაკურიანში დილიდან მეორე დილამდე უნდა ვყოფილიყავი, რაც ჩემი მიზერული ხელფასით შეუძლებელი იყო.

    ცალკე გზის ფული, ცალკე კვების ფული, ცალკე ფიზიკური დატვირთვა ოჯახში ფაქტობრივად, ვერ ვიქნებოდი და ხელფასიდანაც კაპიკები დამრჩებოდა.

    ვთხოვე უფროსს ბაკურიანში არ გადამიყვანოთ, ერთი კვირა მომეცით და ამავე სისტემაში მე თვითონ ვნახავ სამსახურს-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე.

    მათ არ გაითვალისწინეს, რომ 98 წლის პაპა და პენსიონერი მამა მყავს სახლში, რომლებსაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით სჭირდებათ.

    ალბათ ყველაფერი “ზევით” იყო გადაწყვეტილი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავი, რათა სხვა დაცვის პოლიციელს არ გაებედა აზრკრიმინალობა. თავს მივიჩნევ პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულად.

    სისტემა ყარს! – რამდენიმე დღის წინ, სამსახურის ჩათიდანაც “დამბლოკეს” იმიტომ, რომ შსს-ს მინისტრის დაპირებული ხელფასის 10%-იანი ზრდა არ მოხდა და ეს გავაპროტესტე.

    სამსახურის პენსიამდე სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, კიდევ 2 წელი მრჩებოდა და ესეც არ გაითვალისწინეს.

    მშვიდობა გინდათ? არ იქნება სამართალი? – არ იქნება მშვიდობა! დაცვის პოლიცია, ისევ შევხვდებით სამართლიან საქართველოში!” – წერს ის.

  • ვროსაბჭოს წევრებმა წულუკიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს – თინა ბოკუჩავა

    გუშინდელი კომიტეტის სხდომა ძალიან მძიმე იყო ქალბატონი თეასთვის. […] გარდა სიცრუის ტირაჟირებისა, არ იცავდა ქცევის წესებს, ცდილობდა შეეწყვეტინებინა ჩემი გამოსვლა დებატების დროს, არაერთგზის, შეძახილებით. პრაქტიკულად, ყვიროდა, იყო არაადეკვატური, რამაც კიდევ ერთხელ ამხილა ივანიშვილის რეალური სახე.

    მოუწიათ ევროსაბჭოს წევრებს, შეეხსენებინათ, რომ ეს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი არ არის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა. ბოლოს სთხოვეს კიდეც, რომ დაეტოვებინა დარბაზი. […] დაატოვებინეს დარბაზი. მას სურდა დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა კვლავ ტყუილების ტირაჟირებით და ივანიშვილის რეჟიმის დაცვის მიზნით.

    ამბობს ბრიუსელიდან ჩართვისას ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა TV პირველთან.

  • “შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში”-მერია რიყის პარკთან მომხდარ ტრაგედიაზე

    “შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში” – ამის შესახებ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი თქმით,  სიცრუეა ინფორმაცია, რომ 16 წლის მოზარდი  რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.

    გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში.  კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

    სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.
    უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

    მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

    თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.” – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.