Category: სლაიდერი

  • 3 თვით შეჩერდა  და იმედია კიდევ დიდი ხნით გაჩერდება – კობახიძე აშშ-ს დაფინანსებაზე

    3 თვით შეჩერდა და იმედია კიდევ დიდი ხნით გაჩერდება – კობახიძე აშშ-ს დაფინანსებაზე

    საინტერესოდ ვითარდება პროცესები, ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროობას და გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამის გარშემო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართველი ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოჰყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთ მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები, თუმცა დღეს ხედავთ, რომ ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი ხდება საჯარო და ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა.

    ყველაზე საინტერესო მაინც არის აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები.

    ამბობს ირაკლი კობახიძე აშშ-ს დაფინანსებასთან დაკაშირებით.

  • “მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება” – პენიტენციური მზია ამაღლობელზე

    ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს.

    ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

    მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.” – ამბობს ურთქმელიძე.

  • იყო  გლობალური ინტერესები, რასაც უკრაინა შეეწირა – კობახიძე

    იყო გლობალური ინტერესები, რასაც უკრაინა შეეწირა – კობახიძე

    რეალურად, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა გაწირეს – და რისთვის? ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი: ეს არის განადგურებული უკრაინა; მისი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა; ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტის დაკარგვა და არაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, ეს არის ასიათასობით დაღუპული უკრაინელი. ეს ყველაფერი რისთვის გაკეთდა, ამაზე პასუხი არავის აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს – იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც უკრაინა შეეწირა.

    თქვა “ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

  • უცხოური მთავრობების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ომში მონაწილეობა მიგვეღო – ყაველაშვილი

    როგორც კი ომი [რუსეთ-უკრაინის] დაიწყო უცხოური მთავრობების წარმომადგენლებმა მოგვთხოვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა მიგვეღო. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა. ასევე, ჩვენ მონაწილეობა უნდა მიგვეღო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში და იარაღიც კი გაგვეგზავნა, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს ეს. რადგან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლოს 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც NATO-ს, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა.

    პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატთა ტრიოს [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] შორის კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა, სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.

    ამ შემთხვევების შემდეგ, მე სხვა დეპუტატებთან ერთად დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად ხალხის ძალა. ჩვენი მიზანი ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება იყო. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა, მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავთანხმებოდით? ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო, სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა

    ამბობს “ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში.

  • ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს დასაპატიმრებლების 150-კაციანი სია აქვს

    თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 150-კაციანი სია აქვს, რომლებიც უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ.

    “სიაზე მაქვს ინფორმაცია. მე ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა შიგნიდან არის და მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამოავლინონ ბოლომდე ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც მათი აზრით, ჩაიხშობა საყოველთაო პროცესი. [..]ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ პროტესტის სახე დღეს, მაგრამ ყოველთვის, რამდენიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე, რადგან აქ არავის არც ფულს უხდიან და არც ვინმეს გულისთვის დგანან. [..] ყველანაირი სიბინძურე მზადდება, იგეგმება პროვოკაციები, ძალისმიერ მეთოდებზე საუბარი –  დაშინება, დევნა, მოსყიდვა”, – თქვა ბაჩიაშვილმა.

  • დღეს ჩვენი საფინანსო სექტორი მყარია და სტაბილური – ნათია თურნავა

    აბსოლუტურად თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენი საფინანსო სექტორი მყარია და სტაბილურია, იმიტომ, რომ აქ მარტო ჩემი სიტყვები კი არა, ემპირიულად ჩანს, რომ ეს ასეა.

    რა არ მოხდა, როგორი შეძახილები არ იყო, რომ “ჩამოიქცევა ახლა ჩვენი საფინანსო სექტორი, დეპოზიტები გაიტანეთ, გაიფიცეთ, გააჩერეთ და პარალიზება მოახდინეთ”. ყველაფერს უძლებს ჩვენი საფინანსო სექტორი. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენი საფინანსო სექტორი არის საკმაოდ მყარი, საკმაოდ განვითარებული, მენეჯმენტიც თავის მოწოდების სიმაღლეზეა.

    აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.

  • “მზია ამაღლობელზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა” – კობახიძე

    “მზია ამაღლობელზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა” – კობახიძე

    “როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე,  პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად. თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ”

    ამბობს ივანიშვილის პრემიერი კობახიძე.

  • “EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საელჩო

    “EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.

    ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.” -წერია განცხადებაში.

     

  • მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს! – 14 ქვეყნის საელჩო

    „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მისი საქმე გადაიხედოს.  განცხადების ავტორების თქმით, შეშფოთებულები არიან, რომ აქციის მონაწილეების მიმართ სისტემურ ძალადობის შემდეგ, არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

    „მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.

    ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს”.

    ხელმომწერები:

    ავსტრიის;
    ჩეხეთის;
    დანიის;
    ესტონეთის;
    საფრანგეთის;
    გერმანიის;
    ლატვიის;
    ლიეტუვას;
    ნიდერლანდების;
    ნორვეგიის;
    შვედეთის;
    შვეიცარიის;
    გაერთიანებული სამეფოს;
    უკრაინის საელჩოები.

  • ”ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი” – კახა კალაძე

    „კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ: ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლო, სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით, აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“,

    განაცხადა ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ.