Category: სლაიდერი

  • ბოლომდე! – დღეს, 16 საათზე თბილისის შესასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია გაიმართება

    დღეს, 2 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 67 -ე დღეს,  16 საათზე, თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება. მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ – ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

    „გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

    ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი!

    ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება!

    ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!

    ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

    ვითხოვთ ახალ არჩევნებს!

    შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.

  • ”კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო”- ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლებთან პოლიციაა მისული

    ფეისბუქ ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლებთა, პოლიციაა მისული.სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდტი წერს, რომ პოლიციელები ჩხრეკის ჩატარებას ადვოკატის დასწრების გარეშე აპირებენ.

    ”ჩემს კართან მოვიდა პოლიცია. კარს თუ არ გააღებთ, იძულებით შემოვალთო” – წერს აქტივისტი ნენსი ვოლანდი

    პარალელურად, პოლიცია იმყოფება, ილია ღლონტის სახლთანაც

    • ჩემთანაც პოლიციაა მოსული!!!” – წერს ილია ღლონტი. 

    მასალა განახლდება

  • კახეთის გზატკეცილზე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

    ლილოში, კახეთის გზატკეცილზე, რესტორან კახელებთან ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

    თვითმხილველების თქმით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

     

  • “მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” -“მტკვარზე”

    “მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” – აცხადებს ამის შესახებ, კლუბი “მტკვარზე”.

    “ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!”, – წერია ინფორმაციაში.

  • მზია ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს – ადვოკატი

    „მზია ამაღლობელი ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. უფრო ნელა ლაპარაკობს. ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში როცა შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყოველ ჯერზე გვეუბნება, მე არ ვარ მთავარი თემა, არაერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავიო”.

    განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელმაც მზია ამაღლობელი საპატიმროში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

  • მივმართეთ სირიის ახალ მთავრობას, წაიღონ უკან აფხაზეთის აღიარება – 4 ოპოზიციური პარტია

    ოთხმა პროდასავლურმა პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სირიის მხრიდან აღიარების გაუქმების შესახებ მოთხოვნით მიმართა. პარტიებმა ის ტექსტიც გააასაჯაროვეს, რითიც მათ სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართეს.

    • “ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, სათავეში უდგას ქვეყანას. ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო.2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება.ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვახორციელებთ პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება”, – თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

    მიმართვის შესახებ ისაუბრა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც.

    1. “ჩვენ მივმართეთ სირიის ახალ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხალხის მხარდაჭერით შეძლო, გაეძევებინათ ასადის სისხლიანი დიქტატურა, რაც არის იმის დადასტურება, რომ რუსეთი მარცხდება ყველგან: სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში  […] ასევე, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, ბრიტანეთი, უკრაინა თუ სხვა, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა”. – თქვა ბოკუჩავამ.
    • ტექსტი სრულად: 

    “მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს:

    თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.

    ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.

    სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.

    თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა.”

    სირიის ახალი ლიდერს აჰმედ ალ-შარაასადმი მიმართვას ხელს აწერენ:

    • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“
    • თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
    • ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო“
    • ბერდია სიჭინავა, „ გახარია – საქართველოსათვის“
  • “დავიხსნათ მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხიდან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან” – ზურაბიშვილი

    “საქართველოს მეგობრები გაერთიანდებიან ჩემთან და ქართველ ხალხთან, რათა დავიხსნათ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხიდან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის 20 დღე!!!”.

    წერს ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი – ომბუდსმენი

    ”დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ”. – ამის შესახებ, ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ”31 იანვარს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, კიდევ ერთხელ (მერვედ) მოინახულეს.

    ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

    მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი.

    მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

    აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს (გუშინ მიწოდებული მასალების შემდეგ, დამატებით) უკვე მიეწოდა ადვოკატს.

    ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განვმარტოთ, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში.

    ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში.

    ამავდროულად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.

    ამავდროულად, სახალხო დამცველი საჯაროდაც აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს ხოლმე დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს დამატებით რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში.

    სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად გააგრძელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დოკუმენტების გამოთხოვას და პერიოდულად მოინახულებს მოშიმშილე ჟურნალისტს, შედეგების შესახებ კი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის ფარგლებში, ვაცნობებთ საზოგადოებას”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, მთავრობის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ – ცისკარიშვილი

    ვერტიკალი უნდა ჩამოვშალოთ და ბიძინა ივანიშვილი მარტო დავტოვოთ. მაგრამ, იცით, ამისთვის შემდეგი ეტაპი რა არის? ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, უნდა ვითხოვდეთ, მთავრობა გადადგეს – ველი მოსუფთავდეს და ახალი ცესკოთი, ახალი სუს-ით, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირებით იქნება დაკომპლექტებული – ამ ხალხმა და ასეთ გარემოში ჩატარდეს და რა თქმა უნდა, როცა ესენი წავლენ, ახალი არჩევნები ბუნებრივად ჩატარდება.

    მე თვენახევრის წინაც ამას ვამბობდი, რომ მოდი, ბიძინა, ახალი არჩევნები ჩანიშნე და არჩევნები კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე, ეს აბსურდული მოთხოვნაა […] ეს მოთხოვნა შეიცვლება, სხვა გამოსავალი არაა. სიტუაცია მომწიფდება, მჯერა, რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც დარწმუნდებიან – გაზაფხული მოვა და ვნახავთ, რომ მთავრობის ცვლილება და ამ ფონზე ახალი არჩევნების ჩატარება იქნება მიზანი და არა ის, რომ უბრალოდ, ბიძინა, მანდ რომ ზიხარ, გინდა თუ არა, არჩევნები დანიშნე და რაღაც თარიღი დაასახელეო […] ცესკო თუ სისტემურად არ გამოიცვალა და ის, სუს-ი, სამართალდამცველები ბიძინა ივანიშვილისა და მისი თვითგამოცხადებული რეჟიმის ზეგავლენისგან თავისუფალი თუ არ გახდა, მაშინ, არანაირი არჩევნების ჩატარებას აპრიორი აზრი არ აქვს. ჯერ მთავრობა უნდა შეიცვალოს, გადადგეს და შემდეგ უკვე საქმე არჩევნებამდე მივა.

    განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა Palitranews-თან.

  • ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები ქვეყანას მანდატებზე არ ყიდიან? – ოქრიაშვილი ხელისუფლებას

    თებერვალიც დადგა და რეგლამენტის თანახმად, ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა თებერვლის პირველივე კვირაში საგაზაფხულო სესია უნდა ჩანიშნოს. მან ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, დემოკრატიულმა სამყარომ არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, ე.ი. პარლამენტი და ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.

    მივმართავ დე-ფაქტო ხელისუფლებას – ნუ წელავთ ჩვენი მანდატების გაუქმების მოთხოვნის შესრულებას! ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები მანდატებზე ქვეყანას არ ყიდიან? არავინ არის შემომსვლელი მაგ არალეგიტიმურ პარლამენტში, ამიტომ პირველივე ე.წ. სესიაზე ფორმალურადაც შეგვიჩერეთ მანდატი, რადგან თავს ისედაც არ ვთვლით მაგ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებად!

    ასე მიმართავს კახა ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებას”.