Category: სლაიდერი

  • ”არ განიხილოთ ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით” – იოსელიანი “ოცნებას”

    ”საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.” – მოუწოდებს ამის შესახებ, ომბუდსმენი ერთპარტიულ პარლამენტს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

    “როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.

    წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვების დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა.

    სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

    სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.” – წერია განცხადებაში.

  • გვჭირდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენთან ერთად დადგეს ამ ავტორიტარული ზომებისა და საქართველოში ტერორის წინააღმდეგ! – ზურაბიშვილი

    “ძალადობრივ ქმედებებში” მონაწილეობისკენ სხვების საჯაროდ მოწოდებას შეიძლება 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა მოჰყვეს, ხოლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ მოვალეობებთან დაკავშირებით კლასიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ დანაშაულად მძიმე სასჯელით.

    გარდა ამისა, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15-იდან 60 დღემდე გაიზრდება, რაც ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს. ეს დრაკონული კანონები ნათელი მცდელობებია, რომ საქართველოში პროტესტისა და თავისუფალი გამოხატვის სულისკვეთება ჩაახშონ.

    მიუხედავად ამისა, მამაც ქართველ ხალხს ეს ტაქტიკები ვერ გააჩუმებს. თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ურყევია.

    თუმცა, ამას მარტო ვერ გავუმკლავდებით. გვჭირდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენთან ერთად დადგეს ამ ავტორიტარული ზომებისა და საქართველოში ტერორის წინააღმდეგ.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • შსს-მ “თბილისი მოლთან” დაკავებულ 8 პირს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულ 8 პირს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა. სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ:

    გიგი უგულავა
    ირაკლი წიგნაძე
    ირაკლი ტაბატაძე
    ნიკოლოზ კუტუბიძე
    ვასილ ელიავა
    ნიკოლოზ ქუმსიშვილი
    ალექსანდრე გოგოლაძე
    დიმიტრი ბიძინაშვილი

    შსს ამტკიცებს, რომ  ბრალდებულები სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

    დაკავებული არიან:1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ.

    დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

    აღსანიშნავია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

    ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.

    მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას.

    სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი.

    საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – წერია განცხადებაში.

  • ”აგენტებო, ფულზე გაყიდულებო!” – გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს

    “მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
    ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა!რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
    ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
    დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!”

    წერს Instagram-ზე ივანიშვილის “დეპუტატი” გენო პეტრიაშვილი

  • უჩა აბაშიძეს 5, ხოლო მის მეუღლეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

    ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა 12 მაისს შეუფარდათ.

    უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

    10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა. ამავე დღეს, უჩა აბაშიძეს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ – მათთან საუბარში ბლოგერი ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

  • “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!” – გვარამია

    “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!” – გვარამია

    “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!

    ადვოკატებს გთხოვთ ყველანი შეხვიდეთ თქვენს პატიმრებთან”

    – ამის შესახებ ”კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია წერს

  • პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა – მდინარაძე

    პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა – მდინარაძე

    “პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა, რადგან სამართლებრივი დეტალიზება არცერთ ქვეყანას არ აქვს, რომ შეფასების კრიტერიუმები იწერებოდეს კანონმდებლობაში, არსებობს დადგენილი ნორმა და მისი ინტერპრეტირების ორგანოები, ეს არის სამართლის პრინციპი…

    ოცნების დეპუტატზე არ არის მხოლოდ საუბარი, ნუ სპეკულირებთ საჯარო მოხელეზე, დამლაგებელი რომ დამლაგებელია, შეეხება მასაც და ვერც დამლაგებელს მიაყენებთ მძიმე შეურაცხყოფას და ვერც დააბულინგებთ”

    მამუკა მდინარაძე “გოიმურს” უწოდებს კითხვას, თუ  როგორ განისაზღვრება გამკაცრებული კანონით პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის შეურაცხყოფა.

  • მადლობა პოლიციელებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეებს – ყაველაშვილი

    გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად”

    განაცხადა ამის შესახებ, “ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • პარლამენტთან ჟურნალისტებს თავს დაგვესხა ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ – ვარდიაშვილი

    “პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც”

    წერს სოციალურ ქსელში გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი. 

  • პარლამენტთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იმართება

    პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის – მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს,  მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    ამასთანავე, პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პირველ არალეგიტიმურ სხდომაზე შეიკრიბებიან.