Category: სლაიდერი

  • დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობა ”სოციალური დემოკრატიისთვის”

    მემარცხენე ჯგუფებმა საზოგადოებრივი მოძრაობა სახელად “სოციალური დემოკრატიისთვის” დააარსეს. წარდგენა ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან, მის დაბადების დღეზე გაიმართა.

    • „მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში“, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.

    უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება, რომელზეც მოძრაობის შიგნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

    • „ეს არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.დღეს ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს”, – ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.

    მოძრაობას, ჯერჯერობით, 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა, მათი თქმით, ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მათ იდეებს ეთანხმება და იზიარებს.

  • არ მივიღებთ მონაწილეობას! ამის შესახებ არაფერი ვიცოდით – ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

    უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს.

    აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი რითიც ეხმაურება,  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, უკრაინის ომის საკითხზე ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები.

  • წულუკიანის თქმით, შემდეგ სხდომაზე ჭიაბერაშვილს, გაჩეჩილაძესა და მოგელაძეს დაიბარებენ

    წულუკიანის თქმით, შემდეგ სხდომაზე ჭიაბერაშვილს, გაჩეჩილაძესა და მოგელაძეს დაიბარებენ

    თეა წულუკიანი აცხადებს, რომ  21 თებერვალს, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და ნათია მოგელაძეს დაიბარებენ.

    “21 თებერვლის სხდომაზე მოსაწვევ პირთა შორის იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგელაძე. ამასთან დაკავშირებით, ისინი დღეიდან ოფიციალურ შეტყობინებებს მიიღებენ. წამყვანი თემა 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები იქნება, მაგრამ ამ პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება მხოლოდ არჩევნებით შემოსაზღვრული არ იქნება და ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გვექნება, რომ ეს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში იყვნენ ჩართული, უფლება გვექნება, მათ კითხვები არჩევნების მიღმაც დავუსვათ.

    მინდა, ეს პირები საჯაროდ გავაფრთხილო: ჩვენი კომისია მორიგი ფორმატი არაა, სადაც ადამიანები მხოლოდ სასაუბროდ იკრიბებიან”. – თქვა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

  • “პირიქით, ჩვენ უნდა ვთხოვდეთ [ქართველ დემონსტრანტებს] რჩევას…ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან” – ნავალნის ცოლი

    “პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში…

    პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია…

    რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით, ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ [ქართველ დემონსტრანტებს] რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან.”

    ამის შესახებ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია “რადიო თავისუფლებასთან საუბრობს.

     

  • გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ.. არ უჭირს ოცნებას ისე, რომ ვინმე მიაგზავნოს გახარიასთან და კვერცხები ესროლოს – რიმა ბერაძე

    გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა ქართულ ოცნებას [კვერცხები], ოცნება არავის არაფერს არ უგზავნის.

    იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს… აღარ გვჯერა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს გახარია ამბობს იმას, რაც სიმართლე არ არის და ვინ ესროლა კვერცხები…

    ეს გასაგებია, რომ ესროლეს, მაგრამ რატომ ამტკიცებთ თქვენ, რომ ეს კვერცხები ესროლა ქართულმა ოცნებამ… არ უჭირს ოცნებას იმის შესაბამისად, რომ ვინმე მიაგზავნოს იმისთვის, რომ გახარიას კვერცხები ესროლოს.

    ამბობს “ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე TV პირველთან.

  • მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე უნდა განეხილა, კერძოდ, ბათუმში, შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის – “იფიცება საქართველო” – გაკვრის ფაქტი.

    მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ.

    ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

    დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

  • მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განვალაგოთ – ბრიტანეთის პრემიერი

    „ბრიტანეთი მზად არის წამყვანი როლი ითამაშოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივ მხარდაჭერას, რომლისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოყო 3 მილიარდი ფუნტი წელიწადში მინიმუმ 2030 წლამდე. ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ჩვენი ჯარების შეყვანის გზით.”

    განაცხადა პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა.

  • 60 წლის წინ მოკლეს კენედი, ტრამპმა კითხვებს პასუხები უნდა გაეცესო – 12 წელი გიკვირთ? – სოზარ სუბარი

    60 წლის წინ მოკლეს კენედი, ტრამპმა კითხვებს პასუხები უნდა გაეცესო – 12 წელი გიკვირთ? – სოზარ სუბარი

    60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა.

    საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას – ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა. შესაბამისად, ეს საქმეები იქნება გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში, თუ ვინმე არ მოვა. როდესაც ლაპარაკია რომ კომისიაზე არ მოსვლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს გაწერილია კანონში. ჩვენ ბუნებრივია, არავის პასუხისმგებლობა არ გვინდა. პირიქით, გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ, გასცენ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც კომისიას აქვს მათ მიმართ. თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს. რაც შეეხება პარტიის აკრძალვას – პარტიის აკრძალვა-არ აკრძალვა არ არის მიზანი. მიზანი არის, ნათელი მოეფინოს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამის შემდეგ მიღებულო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ინტერპრესნიუსის ცნობით.

  • გახარიას და ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა ზონდერჯგუფი დაახვედრა -”საქართველოსთვის”

    “დღეს გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

    ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება.

    გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

    ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა”.

    აცხადებს ამის შესახებ, პარტია გახარია საქართველოსთვის. 

  • ”რეჟიმი ვერაფერს გააწყობს, რადგან არ გვყავს ერთი ორგანიზატორი” – სალომე ზურაბიშვილი აქციებზე

    ”რეჟიმი ვერაფერს გააწყობს, რადგან არ გვყავს ერთი ორგანიზატორი” –“თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კავკასიის საკითხების სპეციალისტთან, თომას დე ვაალთან ერთად გამართულ დისკუსიაზე პროტესტის სტრატეგიაზე საუბრისას.

    ”ეს არ არის რევოლუცია, […] გვყავს ძალიან გაცნობიერებული მოსახლეობა, რომელიც არის ძალიან მშვიდობიანი და ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც რევოლუციური გზის საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, თქვენი კითხვა არის როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა – რადგან ახლა ჩვენ საქმე გვაქვს, მართალია, სუსტ, თუმცა დიქტატურასთან –  [ეს მოხერხდება] მისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ვფიქრობ, რომ ხალხის გადაწყვეტილებაც ეს არის.

    ვფიქრობ, ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო კონსოლიდირება ვცადო, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, რადგან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნის პროცესში არის, რომლებიც ქუჩის მომავალ სტრატეგიას თავადვე განსაზღვრავენ.

    რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომაც რეჟიმი ვერაფერს ვერ აკეთებს, არის ის, რომ არ არსებობს ერთი ცალკეული ორგანიზატორი – მათ [რეჟიმის წარმომადგენლებს] გაუხარდებოდათ იმის ნახვა, რომ ქუჩის აქციებს ერთი ან ორი პარტია აწყობს, იტყოდნენ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, მათ ციხეში ჩავსვამთ და ასე დასრულდებოდა. ეს [პროტესტი] ძალიან გაფანტულია, მრავალი თავი აქვს, ძალიან არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ ძალიან შემოქმედებითია და რაც მესმის – პროტესტის ორგანიზატორი არც მე ვარ, მე მხარდამჭერი ვარ – რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ქუჩაში დარჩნენ, ზოგიერთ მათგანს – ციხეში, თუ ეს ასე არის საჭირო. – განაცხადა ზურაბიშვილმა.