Category: სლაიდერი

  • ტრაგიკომედიაა, ვინც პაატა ბურჭულაძეს აჯარიმებს – ზურაბიშვილი

    ტრაგიკომედიაა, ვინც პაატა ბურჭულაძეს აჯარიმებს – ზურაბიშვილი

    ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!

    წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძის დაჯარიმებას გამოეხმაურა.

  • ზურაბიშვილი ხვალ გერმანიას ეწვევა და მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

    ზურაბიშვილი ხვალ გერმანიას ეწვევა და მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

    “მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

    საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

    პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.” ნათქვამია ინფორმაციაში

  • თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება – ოქრიაშვილი

    თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება – ოქრიაშვილი

    “ახლო მომავალში, დაანონსდა უკრაინის თემის გარშემო მოლაპარაკების გახსნა პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის. ამ შეხვედრაზე არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი, ამ შეხვედრაზე წყდება მთელი მსოფლიოს მომავალი.
    პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით – გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს პოლიტიკაში პრეზიდენტი პუტინი – დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება. მათ შორის ერთი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, მეორე კი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის პრეზიდენტია და სწორედ უკრაინის საკითხთან ერთად წყდება, დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ტოტალიტარიზმი. რომელი მოახერხებს, რომ ისევ დიადი გახდეს, ამერიკა თუ რუსეთი, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამ ბრძოლაში კი, ვერცერთ ქართველს ბუნებრივად ვერ ექნება ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია. მეტიც, ვიდრე ეს ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის ქომაგი ვერცერთ საკითხში ვერ ვიქნებით.
    ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ახლა ტრამპი საუბრობს, გრენლანდიის თემა იქნება თუ რაიმე სხვა, არაფრისმომცემი რიტორიკაა. თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის ისეთი მარცხი იქნება, რომ მის შემდგომ სიდიადეზე საუბარიც კი წარმოუდგენელი გახდება.
    იმედი მაქვს, სამართლიანობა და დემოკრატია გაიმარჯვებს. ეს ვითარება პირდაპირ ეხება ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალს, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის!”

    წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი.

  • “სად შეინახავს ივანიშვილი საქართველოში შემოტანილ ნახატებს? ერთადერთი ადგილი ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავია – რომან გოცირიძე

    “სად შეინახავს ივანიშვილი საქართველოში შემოტანილ ნახატებს? ერთადერთი ადგილი ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავია – რომან გოცირიძე

    ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა. ოფშორების კანონის წყალობით ამ მაქინაციის შედეგად ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. ბლუმბერგის შეფასებით ნახატების რეალური ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია, ანუ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი დაუმალა.
    სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. “ქართუს” სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა.
    ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
    სანქციიდან თავის დაღწევის ბევრ ამბავს შევიტყობთ თანდათანობით. მაინც ვერაფერი უშველის.

    ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • რეზოლუცია არის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, რომელსაც „ოცნება“ ეწევა – ჯაფარიძე

    „ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს. ეს არის შედეგი სწორედ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედების შედეგი. რეზოლუციაში ასახულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მის წევრ ქვეყანას, არ აღიაროს დე ფაქტო ხელისუფლება. უწოდებს მას თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს, ამავდროულად მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს.

    ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის უდიდესი სიკეთეები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, სისხლის ფასად – ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშუალება. ყველაფერი ეს “ქართულმა ოცნებამ” საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ესაა რეზოლუციაში ასახული, რომ თუ ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც ჩვენი ხალხისთვის მართლაც ასეთი სანუკვარი იყო და ამდენი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ, რომ “ქართული ოცნება” ვაიძულოთ, შეასრულოს ამ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა – დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან, ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” შეგვიყვანა. ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში უნდა ჩატარდეს. ამავდროულად ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რომლებიც აფინანსებენ “ქართული ოცნების” რეპრესიულ რეჟიმს და თანამონაწილეები არიან რეპრესიების, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება, რომ მათ ასევე ემუქრებათ სანქციები. ამიტომ ისინი გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებაზე, რომ აუცილებლად უახლოეს ვადაში, იმისთვის, რომ ვითარების კიდევ უფრო გაუარესება არ მოხდეს და არ განიხილოს ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნისთვის იმ სიკეთეების გაუქმება, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლეთ, აიძულონ ივანიშვილი, დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით“,

    ამის შესახებ ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე – ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე – ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე -აცხადებს ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს. ახლა ხერხი ვიხმარეთ – გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება, ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იდეოლოგიური სხვაობებია და ვნახოთ, ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების წესდებას დაახარვეზებს თუ არა. ვადა აქვს ერთი თვე, ასე რომ ერთი თვის ვადაში გავიგებთ, დაარეგისტრირეს თუ არა პარტია.ჩვენს მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა.” – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

  • 400 ხმით, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ! – კოლსი

    “ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნების შემდეგ.
    რეზოლუციაში მოცემულია შემდეგი მოთხოვნები:
    საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტი
    სანქციები იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
    სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას;
    ახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

    საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარიზმისკენ დაბრუნებაში,”

    ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.

  • სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს შეუძლებელია – ”ქართული ოცნება”

    “სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს შეუძლებელია ” – ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის” განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” გავლენას.

    როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ , რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება – „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

    ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია”- აცხადებენ ოცნებაში.

  • კოალიცია ცვლილებებისთვის მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრებისკენ მოუწოდებს

    კოალიცია ცვლილებისთვის მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმები და გაასაჩივრონ.

    • “არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ ეს ჯარიმები იმიტომ, რომ ერთი, გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, ანუ თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, რომელიც არის უკანონო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად, მათი ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის”,- თქვა გიგა ლემონჯავამ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა

    კოალიციის წევრების თქმით, მათ შეუძლიათ მოქალაქეებს მისცენ საჩივრის მარტივი ფორმა, რომლის შევსებასაც ისინი ადვოკატებისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.

    • “ადამიანის უფლებათა ოფისი სთავაზობს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საჩივრის ძალიან მარტივ ფორმას, რომლის შევსებაც ადვოკატის ყოლის გარეშე, დამოუკიდებლად არის შესაძლებელი”,- თქვა კოალიციის წევრმა მარიკა არევაძემ
  • იმედია, გატეხილი ცხვირით ვინმეს რამე არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ

    “პირველივე დღეს, ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეცრაზმიც და წყლის ჭავლიც კი არ იყო გამოყვანილი, მაშინ შემომეხვივნენ გარს, სრულიად აბსურდულ სიტუაციაში – მედიის მხარეს ვიდექი, ბევრ სხვა ჟურნალისტთან ერთად, იქ შემოცვივდნენ პირდაპირ. დაკავებამდე მცემეს – რამდენიმეწუთიანი ცემის შემდეგ, ვიღაცამ ახსენა, რომ ეს გაიყვანეთ და დააკავეთო.

    ამის შემდეგ გადამცეს საპატრულო პოლიციას და გადამიყვანეს განყოფილებაში. 2 საათის შემდეგ, შემიდგინეს გაყალბებული ოქმი, თითქოს მე იქ ხმამაღლა ვიგინებოდი, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვიყავი კამერებით. უნდა ვკითხო, სად წაიღეს ჩემი კამერები, სადმე თუ დაალომბარდეს, რადგან დღემდე გამქრალია. იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით ვინმეს ხელი არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ.

    ვადევნებდი თვალს სერგი ბარამიძის [“მთავარი არხის” ოპერატორი] საქმესაც, მაშინაც იქ ვიყავი, ვმუშაობდი და მახსოვს, ფოტოებს ვიღებდი და ჩემ კადრშიც მოხვდა, როგორ აბსურდულ სიტუაციაში დააკავეს და იძალადეს მასზეც. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ მეც დამიბარებდნენ”,

    გამოცემა პუბლიკის რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი შსს-ს მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება.

    ცნობისთვის,  გუშინ, “პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა.