Category: სლაიდერი

  • არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია!ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე – ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე.

    ისაკო დევიძეს 5000 ლარიანი  ჯარიმა დააკისრა, მარიამ გაჩეჩილაძეს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

    “თქვენ იყავით ჩემი გასული ორი სასამართლოს მოსამართლე და იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებებიც გამოიტანეთ, თქვენ არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია და მიმაჩნია, რომ ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე. თქვენ არ უნდა მასამართლებდეთ მე, არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს, ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს” – ამ სიტყვებით მიმართა ისააკო დევიძემ მოსამართლე ჩაგუნავას.

    ოლიგარქის შსს დევიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე პოლიციამ სხვა დროის ვიდეომასალა წარადგინა მტკიცებულებად, რეალურად კი გზის გადაკეტვას მას სხვა პერიოდში ედავებოდნენ.

  • მეორე თავდასხმაა ბოლო ორ დღეში, ეს ადგილი უსაფრთხოა?იქნება შესაბამისი რეაგირება? – ფიშერი

    მეორე თავდასხმაა ბოლო ორ დღეში, ეს ადგილი უსაფრთხოა?იქნება შესაბამისი რეაგირება? – ფიშერი

    სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ. ეს არის მეორე თავდასხმა ორი დღის განმავლობაში. არის თუ არა ეს ადგილი უსაფრთხო? იქნება თუ არა შესაბამისი რეაგირება?

    წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე

  • კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია! – იუკნევიჩიანე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

    კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია! – იუკნევიჩიანე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

    ქართული ოცნების ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. ბიძინა ივანიშვილი რუსკი მირის მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება

    წერ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

  • “მადლობა მზიას და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება” –  სალომე ზურაბიშვილი

    “მადლობა მზიას და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება” – სალომე ზურაბიშვილი

    “მზიას მადლობა ! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება”

    წერს საქართვველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებაზე – შეწყვიტოს შიმშილობა. 

  • “საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, თავს ესხმის ლეგიტიმურ პრეზიდენტ” – ლუაზო

    “საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, თავს ესხმის ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დაშინების მეთოდები, რომლებსაც რუსეთი არ უარყოფს. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის სიმამაცეს და ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპისთვის”

    აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო და აეროპორტში ტიტუშკების მიერ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას ეხმიანება.

  • ივანიშვილის ბრუტალურმა რეჟიმმა იძალადა კანონიერ პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე – უილსონი

    ივანიშვილის ბრუტალურმა რეჟიმმა იძალადა კანონიერ პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე და ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარის დიქტატურაში, რომელიც სრულად არის შეერთებული აშშ-ის მტრულ ძალებთან. გვჭირდება დაუყოვნებლივი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

     წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.

  • მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან – გახარია ამაღლობელზე

    დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

    მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.

    მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა.

    წერს სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია.

  • ”მთავარი”გაჩერდა გვარამიას მითითებით და გაბუნიას თვითნებური გადაწყვეტილებით – ოქუაშვილი

    “მთავარი არხის მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი არხის შემოთავაზება, რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ, ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში  და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ.

    ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს მთავარ არხზე მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი  და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები.

    ტელეკომპანია მთავარმა არხმა შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა.

    არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და მთავარი არხის წესდების სრული დარღვევით თვითნებურად გაჩერდა მთავარი არხის მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის –  ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების – სამსჯელო გახდება” – ნათქვამია განცხადებაში.

    15 თებერვლის დილის შემდეგ, მთავარი არხის პირდაპირი ეთერის ტრანსილირება შეჩერებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, “თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”.

    “ამ დროისთვის მთავარი არხის ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად”

    აცხადებს ამის შესახებ, ზაზა ოქუაშვილი.

  • “რამდენიმე საათში ხანძარი მიადგება ოკუპირებულ სოფელს, გადამწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე” – ქაცარავა

    დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია. ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს.

    “ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს. გადანწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები?  არაფერს. ელოდებიან. არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება. კიდიათ რა.” – წერს დავით ქაცარავა

  • მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, ოჯახის წევრებს.. დაარწმუნონ, რომ ჩვენი რეკომენდაცია შეასრულოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი – ჩხაიძე

    “შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”,

    ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ  განაცხადა.