Category: სლაიდერი

  • ტრამპის წარმომადგენელი, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიევში ჩავიდა

    შეერთებული შტატების  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი დღეს კიევში ჩავიდა. მას  კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

    “ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ.[…] მან [ტრამპმა] კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს” – აღნიშნა კელოგმა.

  • ნასროლი საგნების შედეგად დაზიანება აღენიშნება – ბესელია ზურაბიშვილზე

    “ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია როგორც ძალადობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო პრეზიდენტის მიმართ, ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. მიყენებული აქვს ნასროლი საგნების შედეგად… [კვერცხის გარდა] შეიძლება სხვა რამეც იყო. ფაქტია, რაც არ უნდა ისროლო, როდესაც სახის არეში ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო”

    განაცხადა, იურისტმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც  გენერალურ პროკურატურაში, გენპროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

  • ქუთაისის სააპელაციომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

    14 თებერვალს ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვეტილებმა ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

    მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

  • “2 მანქანა, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, მივიდნენ დედაჩემთან. დედა არის 80 წლის, ძირითადად მწოლიარე. კარს ვერ გაუღებდა” – ჯაფარიძე

    “2 მანქანა, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, მივიდნენ დედაჩემთან. დედა არის 80 წლის, მძიმე სნეულებით, ძირითადად მწოლიარე. კარს ვერ გაუღებდა. იყოს მაინც”.

    აცხადებს ამის შესახებ,  კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

  • “გამტაცებელი ცუდი სიტყვაა, ნუ ახსენებთ” – ბერაძე პოლიციის ქმედებებზე

    ”დაესხა ცუდი სიტყვაა, ალბათ რაღაცა დანაშაული იყო, ან დაუმორჩილებლობა, ან რაღაცა, არა მაქვს პასუხი, ამას თვითონ პოლიციელი გაარჩევს.

    გამტაცებელი ცუდი სიტყვაა, ნუ ახსენებთ ამას – ნამდვილად არ ვიცი, არ მინახავს, გვიან დავბრუნდი სახლში

    თუ პოლიციამ წაიყვანა, ალბათ იყო ისეთი ქმედება, დაველოდოთ რას იტყვის შსს.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, რიმა ბერაძემ.

    გასულ ღამეს ტვ პირველის ოპერატორი ისე გაიტაცეს, რომ მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათი უცნობი იყო. გამტაცებლები კი პოლიციელები აღმოჩნდნენ.

  • რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

    რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

    „თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

    მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთის ულტიმატუმებს მივიღებთ – ზელენსკი

    “მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს – ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?.[…] არანაირი თანხმობა არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არანაირი თანხმობა იყო ბელარუსში შეხვედრისას, და არანაირი თანხმობა იყო თურქეთში გამართული შეხვედრების დროს.[…] როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ”.

    განაცხადა ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს.

    2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

    კახა წეველიძის და გიორგი ჩიტაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად, – წერს სუსი.

  • პატარა კაცების, პატარა ბოღმა.. საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე – სალომე ზურაბიშვილი

    “ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში”,

    განაცხადა ამის შესახებ, საქარტველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზუბრაიშვილმა ბრიფინგზე.

    ცნობისთვის დღეს მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ოცნების ტიტუშკებმა კვერცხები ესროლეს.

  • მსახიობები ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მსახიობებს ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000- 5000 ლარიანი ჯარიმები  დაეკისრა.

    მსახიობებს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

    კერძოდ სასამართლოს მტკიცებით, ორივე მათგანი, 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტეს, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.