Category: სლაიდერი

  • იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    “ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. […] ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს”.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე – ზურაბიშვილი

    ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე – ზურაბიშვილი

    “ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერაზე ვესაუბრე – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ”,

    განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს შეხვდა.

  • “შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზე – აქვს ყველა სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვისაა დამახასიათებელი” -ჩხაიძე ამაღლობელზე

    “შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი”,

    აცხადებს “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

  • საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

    საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

    საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – ინფორმაცია ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააჟღერა.

    “მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა ორი წლით და ექვსი თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას…

    რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, გამახვილდა ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე  და მითითებული იყო კონკრეტული ლოკაციები. ჩვენ  მსჯელობის დროს გავააქტიურეთ თამაზ გინტურის საკითხი. პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი, როგორც თამაზ გინტურის ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც იყვნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

    გენგიური და მერებაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა. მათ არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან. ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

  • “სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს…” – ლაიენი

    “სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს…” – ლაიენი

    “აქ მსხდომთაგან ყველას ესმის, რა დევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაცემული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავიდანვე განაცხადა, უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი სამი წლის საშინელებები აღარასოდეს მოხდება.

    მეორეს მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის. მაგრამ, რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება.

    ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს. რადგან, როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში იჭრები, თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ”.

    განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამაღლობელის ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

    “მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.  სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.” – წერს “საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. 

    ცნობისთვის, მზია ამაღლობელის ადვოკატები მოითხოვდნენ, სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ის წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

  • გლდანის ციხეში ეტლით მოსარგებლე პატიმარი გარდაიცვალა – ოჯახი ამტკიცებს რომ ბადრაგებს ცემაში შემოაკვდათ

    გლდანის ციხეში ეტლით მოსარგებლე პატიმარი გარდაიცვალა – ოჯახი ამტკიცებს რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს.

    გარდაცვლილი მამაკაცის დავით გუჯეჯიანის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ეტლით მოსარგებლე მსჯავრდებული საპყრობილეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლიი იყო, პატიმრის გარდაცვალების ამბავი კი ოჯახს მაშინ შეატყობინეს, როცა ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიოროში ჰყავდათ გადასვენებული.

    გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ. “ვივა მედში” გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უმტკცებენ, რომ გუჯეჯიანის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა

    გარდაცვლილი პატიმრის დედა “პირველებთან” საუბარში ამბობს, რომ შვილთან კომუნიკაცია გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჰქონდა. მას აქვს ეჭვი, რომ გუჯეჯიანს ფიზიკურად ციხის რამდენიმე წარმომადგენელი გაუსწორდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

    • ”4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიეტნციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან, როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივა მედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს. გლდანის მე-1 სამკურნალოს დირექტორს, დავით დარასელიას, შენ ვინ დაგაყენა მანდ, შე ჯალათო! რამდენი პატიმარი უნდა შემოგაკვდეს?!, – ამბობს გუჯეჯიანის დედა TV პირველთან.

    ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის უფროსის, დავით დარასელიას გარდა კიდევ ორ ბადრაგს, ზვიად ჯარიაშვილს და ზვიად ქავთარაძესაც ადანაშაულებს. მათი თქმით, აღნიშნული პირები გუჯეჯიანის ცემის საქმეში ადრეც მონაწილეობდნენ.

    გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ დასნეულებულ პატიმარს ფიზიკურად ნოემბერშიც გაუსწორდნენ. ქალის თქმით, მისმა მეუღლემ სასამართლოს წინა დღეს მოითხოვა, რომ სხვისი საპარსი მასთან არ შეეტანათ, თუმცა ამ მოთხოვნის შემდეგ, ის ბადრაგებმა სცემეს.

    ”ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივა მედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო, იმის მიიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო. ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ. ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე – ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. იმიტომ, რომ ორ დღეში სასამართლო სხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსი შეუტანეს.  ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ. შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი გაიარეო. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან. სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო”, – ამბობს მეუღლე. 

  • გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – GDI

    “გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ” – ნათქვამია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადებაში, რომელმაც მირცხულავას საქმე შეისწავლა და დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა.

    “GDI-მ შეისწავლა გურამ მირცხულავას საქმე და მიიჩნევს რომ გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.GDI სწავლობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.გურამ მირცხულავას საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b“ და “e”, კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, გურამის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.გურამ მირცხულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!” –  ნათქვამია ანგარიშში.

  • რუსეთი მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს! – ზახაროვა

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ოფიციალური პირები არ მიუწვევიათ. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღეს, ეს არის პოლიტიზირებული, უცნაური გადაწყვეტილება. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები იქ არ იქნებიან.

    თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

  • შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

    შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

    „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად “ხოშტო” და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად “ედო”.

    “„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია – წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ.

    „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ.

    რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

    ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს.

    კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე, პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

    პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით.დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.