Category: სლაიდერი

  • ბევრი პარლამენტი გვინახავს, მაგრამ დრაკონული კანონების ამ მასშტაბით მიმღები პარლამენტი არ მახსენდება – Amnesty International-ის წარმომადგენელი

    “ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს” – Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

    “იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას..[…] როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებებით ასხვავებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როდესაც გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა, მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამ ბრძანებებს გასცემს პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. [გამოყენებულია ამერიკის ხმის სინქრონული თარგმანი]”

  • ხვალ პროტესტს 100 დღე უსრულდება, ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა! – ზურაბიშვილი

    რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი-რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა.

    მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის.

    რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…)…

    მეორე მხარეს კი ღირსებაა თუნდაც წყლის ჭავლის ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), უკიდეგანო სამშობლოს ერთგულება , რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე – და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ესე იგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს … საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია !

    იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისათვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები.

    ამათ ტყუილა არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე  მხარეს “ტიტუშკები” დარბიან ქალაქში შიში რომ დათესონ!

    ამ დროს კი ქალაქი დგას! უკვე 100 დღეა! და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

    ცნობისთვის ხვალ  უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 100 დღე გადის.

  • რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს.  მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.

    “ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა.[…] თუ ის [მაკრონი] გვთვლის საფრთხედ, იწვევს ევროპული ქვეყნების და ბრიტანეთის გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრას, აცხადებს, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის გამოყენება და ემზადება მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა” – ციტირებს РИА Новости სერგეი ლავროვის სიტყვებს.

  • “მადლობელი ვარ მაკრონის – მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას” – ზელენსკი

    “მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, მისი ნათელი ხედვისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გამო, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. მშვიდობა უნდა იყოს ნამდვილი და არა უბრალოდ სიტყვა. მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას. ის უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და გრძელვადიანი და მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტებით – უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანი სამყაროსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას წინამძღოლობასა და ძალისხმევას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის დაწყებას მშვიდობისკენ ნაბიჯების გადასადგმელად”.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

  • 4-5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში, ქრისტის მუცელში ჩაარტყა ფეხი – Krab Coffee-ის დამფუძნებელი

    ” 4-5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში, ქრისტის მუცელში ჩაარტყა ფეხი” – ამბობს კრაბ კოფის  ერთ-ერთი დამფუძნებელი TV პირველთან.

    ”ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი. ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, გინება დაიწყო ჩვენი მისამართით და ჩვენ ვუთხარით, ვის აგინებ, რა ხდება. ვიდექით დაახლოებით 10 მეტრში და შორიდან დაიწყო გინება.

    ჯერ ქრისტი მივიდა, რა ხდებაო, და ის გამოიქცა, ახტა და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე, რომ ურტყამდა, მივედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით 4-5-ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. ცუდად მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერ დავიჯერე რა მოხდა. დავიწყე ყვირილი და ამაზე მოვიდა ხალხი. ცხვირი მაქვს გატეხილი და 3 საათზე მივდივარ ოპერაციაზე. პირველად დავინახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ძალიან აგრესიული იყო”. – განაცხადა კრაბ კოფის  ერთ-ერთი დამფუძნებელმა.

    ცნობისთვის, გუშინ, დიღმის მასივში “კრაბ კოფის” დამფუძნებლებს თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1 პირი.

  • დაკავებულია კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი ერთი პირი – შსს

    დაკავებულია კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი ერთი პირი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი 1 ადამიანია დაკავებული.

    თავდამსმელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

    “კრაბ კოფის” თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან ხოლმე, თავს დაესხნენ.

  • ქართველებს აშშ-სთან ბიზნესი სურთ, ბიძინა ჩინეთს მოქმედების თავისუფლებას აძლევს – უილსონი

    ქართველებს აშშ-სთან ბიზნესი სურთ, ბიძინა ჩინეთს მოქმედების თავისუფლებას აძლევს – უილსონი

    ივანიშვილის ქართული ოცნების რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა. ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, თუმცა არალეგიტიმური ბიძინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს.

    2020 წლიდან, ყველა პროექტში, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ დოლარზე მეტია, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები არიან ჩართული.

    წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

  • ამერიკელმა მოპარული საყურეები გადაყლაპა, რომლის ღირებულება 770 ათასი დოლარია

    ფლორიდის შტატის პოლიცია იუწყება, რომ დააკავეს პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, გადაყლაპა Tiffany & Co-ს საიუველირო მაღაზიიდან მოპარული საყურეები, რომელთა ღირებულება 769,5 ათას დოლარს შეადგენს.

    პოლიციის ცნობით, 32 წლის ჯეიტან გილდერმა მაღაზიის თანამშრომლები მოატყუა, რომ “პროფესიონალ სპორტსმენთან” მუშაობდა, რათა მათ ძვირადღირებული ნივთები ეჩვენებინათ მისთვის.

    ამის შემდეგ, მან საყურეები მოიპარა და მაღაზიიდან გაიქცა.

    პოლიცია აღნიშნავს, რომ  ის იმავე დღეს დააკავეს და დაკავების მომენტში დაინახეს, როგორ გადაყლაპა მან რამდენიმე ნივთი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოპარული საყურეები იყო.

    გილდერს ასევე ეჭვმიტანილად მიიჩნევენ იმაში, რომ სურდა ბრილიანტის ბეჭდის მოპარვაც, თუმცა იგი მაღაზიიდან გაქცევისას დაუვარდა.

    პოლიციამ მოგვიანებით გაასაჯაროვა საექსპერტო გამოკვლევის (რენტგენის) სურათი, რომელზეც დაკავებულის კუჭში უცხო სხეული ჩანს.

    შეკითხვაზე, დაუბრუნდა თუ არა მოპარული საყურეები მეპატრონეს, ორლანდოს პოლიციამ კომენტარზე უარი განაცხადა.

    ამერიკული პოლიციის მონაცემებით, გილდერმა 2022 წელს უკვე გაძარცვა Tiffany & Co-ს მაღაზია ტეხასში, ხოლო კოლორადოს შტატში მის სახელზე 48 დაკავების ორდერია გაცემული.

    მის წინააღმდეგ წაყენებულია ბრალდება ნიღბის გამოყენებით ძარცვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობისთვის.

  • მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე…რუსეთის კარნახის ქვეშ- მაკრონი

    “მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს რუსეთის კარნახის ქვეშ, მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე” – ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    ” რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. 2030 წლისთვის რუსეთს სურს დამატებით სამი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია და 4,000 ტანკის წარმოება.ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება.რუსეთის ქმედებების გამო არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საშიშია.ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს – მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით.ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს – მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს. მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში.ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს – ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ.უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად – ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს.მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ ფასად და მითუმეტეს რუსეთის კარნახის ქვეშ და მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან მომავლის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში.ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა. მშვიდობა ჩვენს კონტინენტს “დამშვიდებული რუსეთით“ დაუბრუნდება.”- განაცხადა მაკრონმა.

  • გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად! – მაკრონი

    “გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად” – განაცხადა ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება და ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს და უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

    ” რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. 2030 წლისთვის რუსეთს სურს დამატებით სამი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია და 4,000 ტანკის წარმოება.

    ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება.
    რუსეთის ქმედებების გამო არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საშიშია.

    ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს – მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით.

    ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს – მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს.

    მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში.

    ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს – ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ.

    უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.

    გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად – ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს.

    მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ ფასად და მითუმეტეს რუსეთის კარნახის ქვეშ და მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.

    მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან მომავლის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში.

    ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა.

    მშვიდობა ჩვენს კონტინენტს “დამშვიდებული რუსეთით“ დაუბრუნდება.” – განაცხადა მაკრონმა.