Category: სლაიდერი

  • აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება – კუპრაძე

    „კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ აუცილებელია და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მათ შორის, ვიზუალურად შესაძლებლობა იქნება, რომ იარსებოს ერთიანმა სისტემამ და სტრუქტურამ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან მარტივი მოცემულობა, ეს შეიძლება იყოს – ე.წ. სახალხო პარლამენტი ან ეროვნული საბჭოს სახელით ცნობილი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და მოქალაქეები დაინახავენ ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც უნდა მართონ ეს სახელმწიფო, ვგულისხმობ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის როლი, მისი თანამონაწილეობა და ეს შეთავაზება არაერთგზის გაკეთებულია პროდასავლურ კოალიციებთანაც და სალომე ზურაბიშვილთანაც. ჩვენ და მოქალაქეებს სჭირდება ის, რომ მივიღოთ პასუხი არიან თუ არა მზად მონაწილეობა მიიღოს პროდასავლურმა პოლიტიკურმა აქტორებმა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში“,

    ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

  • დედის ინფორმაციით, რეზო კიკნაძე, 5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

    რეჟიმის ტყვე, რეზო კიკნაძე 5 დღეა შიმშილობს.ამის შესახებ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გახდა ცნობილი. კიკნაძის პროტესტის საფუძველი ის გახდა, რომ პროცესებზე მოსამართლე მას საუბრის საშუალებას არ აძლევს.

    “სიტყვის თქმის უფლება არ მისცა მოსამართლემ [წინა პროცესზე] და მაშინ ძალიან განიცადა და ამბობს, რომ სიტყვა მაქვს დაწერილი და მინდაო, რომ ვისაუბროო და არ მაძლევენ უფლებასო. ამ მიზნით პროტესტის ნიშნად ვიწყებ შიმშილსო. სთხოვეს მეგობრებმა, ციხის უფროსმაც, მაგრამ არაო, უნდა ვიშიმშილოო და სასამართლოზე მოვალ ნაშიმშილარიო. აქვს მომზადებული სიტყვა და უნდა ის დღეს თქვას სასამართლოზე”  – ამბობს რეზო კიკნაძის დედა. 

    ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.  მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 11 ტყვეს პატიმრობაში.

  • ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით იყო ოპტიმისტი – არ მგონია, მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს – ვასო ფხაკაძე ონისე ცხადაძის საქმეზე

    “ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით იყო ოპტიმისტი – არ მგონია, მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს” – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის საქმესთან დაკავშირებით, იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა.

    „მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი. სუბიექტურად მივუდგები და ვიტყვი, რომ არ არის კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და არ მგონია, რომ [მოსამართლემ] გადაწყვეტილება შეცვალოს.

    ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო მართული. ისევ ის ხალხია, მოსამართლეებიდან დაწყებული პროკურორებით დამთავრებული, რა შეიცვლება? იგივე იქნება ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება სისტემა!“,- განაცხადა ვასო ფხაკაძემ.

    ცნობისთვისთბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.  მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 11 ტყვეს პატიმრობაში.

  • ზურაბ ჩხაიძის თქმით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

    რეჟიმის ტყვემ, ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ვივამედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.

    “მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- უთხრა ჩხაიძემ ფორმულას.

    ცოტა ხნის წინ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

    “ამ დროს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე”, – წერია განცხადებაში.

  • უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

    ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოვლენილი უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    “საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან (არსებული განრიგით) განახლდება. მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

    • №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
    • №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
    • №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
    • №6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
    • №6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
    • №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
  • ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი – კონგრესმენი ალ გრინი

     “ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი. ის აგზავნის მესიჯს, რომ მას მართლა ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას. რაც შეიძლება ჩქარა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ საშუალება, გახდეს დიქტატორი”

    განაცხადა ამის შესახებ,  კონგრესმენმა ალ გრინმა ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

  • მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში – ზელენსკი

    მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში – ზელენსკი

    “მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

    “მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას.

    არც ერთ ჩვენთაგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ საიმედო მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე ჩემს ჯგუფთან ერთად მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.

    ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ სწრაფად, ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა – ასევე, დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს იზამს. ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და შევთანხმდეთ ძლიერ და საბოლოო შეთანხმებაზე.

    ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. და ჩვენ გვახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა ჯაველინები. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ.

    ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული.

    რაც შეეხება შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე, უკრაინა მზად არის მას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ იმუშავებს ეფექტიანად”. – წერს  ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    „საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა [სოციალური ქსელის] რეგულირებაზეც..ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად – სოზარ სუბარი

    “დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ბეჭდვითი მედია… სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად”,

    აცხადებს, სოზარ სუბარი და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების რეგულირების იდეით გამოდის.

  • არ ვეთანხმები ბრალს! საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა – მზია ამაღლობელი

    “არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”

    ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი. ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.