Category: სლაიდერი

  • მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებას

    “უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.” –  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებას.

    ასევე განაცხადა, რომ გადაწყვიტა გახსნას დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად. მისი თქმით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება და ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს და უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

    ” რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. 2030 წლისთვის რუსეთს სურს დამატებით სამი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია და 4,000 ტანკის წარმოება.

    ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება.
    რუსეთის ქმედებების გამო არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საშიშია.

    ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს – მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით.

    ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს – მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს.

    მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში.

    ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს – ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ.

    უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.

    გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად – ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს.

    მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ ფასად და მითუმეტეს რუსეთის კარნახის ქვეშ და მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.

    მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან მომავლის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში.

    ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა.

    მშვიდობა ჩვენს კონტინენტს “დამშვიდებული რუსეთით“ დაუბრუნდება.” – განაცხადა მაკრონმა.

  • შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში HIMARS-ებისთვის, სამიზნე სისტემა გათიშა – The Economist

    შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში HIMARS-ებისთვის, სამიზნე სისტემა გათიშა – შესაბამის ინფორმაციას, The Economist-ის ჟურნალისტი ოლივერ კეროლი ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, თბილისის დროით 16:00 საათზე შეტყობინებების მთავარი ხაზი გაითიშა.

    სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ყველა დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინასთან, ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა  HIMARS-ი უსარგებლო გახდა აშშ-ს მონაცემების გარეშე.

    • “უკრაინა აღარ იღებს სამიზნე მონაცემებს და რეალურ დროში ინფორმაციას შორ მანძილზე დარტყმებისთვის.” – აცხადებს, ოლივერ კეროლი. 

     

     

    ამასთანავე, NBC News-ი პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ რაც, ტრამპმა დახმარების შეჩერების განკარგულება გასცა,  აშშ-ის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინისთვის იარაღს გადსჰქონდათ  ჰაერში მოტრიალდნენ  და კურსი იცვალეს.

    მანამდე არხმა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ყველა დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინასთან, მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა CIA-იმაც.  ამავე დროს, Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა არ გააფრთხილა მოკავშირეები კიევთან დაზვერვის გაცვლის დასრულების შესახებ.

     

  • აქციების დროს დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვეს

    საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ისინი პატიმრობაში დატოვა.

    • “გადაწყვეტილება ისევ უკანონოა. სინდისის პატიმრები მოსამართლემ ციხეში დატოვა” – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

    დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

    პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და შუამდგომლობას “ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხით” ასაბუთებდა. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობები გაიზიარა.

    11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

  • რეჟიმის 11 პატიმრის საქმეზე სხდომა ნაწილობრივ დაიხურა – მოქალაქეებს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11 პატიმრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომა ნაწილობრივ დახურა.

    ვითარება დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც შვანგირაძემ ერთ-ერთ ბრალდებულ ჯანო არჩაიას დარბაზი დაატოვებინა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.   სხვა რეჟიმის პატიმრებმა არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და პროკურორებს მიმართეს რის შემდეგაც პროცესი ხმაურით გაგრძელდა და მოსამართლემ ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

    სასამართლოს ეზოში საპოლიციო ძალების მობილიზებაა.

    რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და დამსწრე მოქალაქეებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. სხდომაზე დარჩენის უფლება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

  • პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

    პოლონეთმა კრაკოვიდან, სამხედრო თვითმფრინავით, საქართველოს 17 მოქალაქის საჩვენებელი დეპორტაცია განახორციელა. პოლონური მხარის ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალები“ და „არალეგალები“.

    „დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები“, — დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე და დეპორტაციის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

    მიგრანტების კრიმინალური ქმედებების აღკვეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის დაპირების ნაწილია.

    მანამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს ქვეყნიდან გამოაძევებდნენ.

  • CIA ადასტურებს, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა

    აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა  Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა, აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა.

    “ტრამპს რეალური კითხვა გაუჩნდა იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამშვიდობო პროცესის ერთგული, და მან თქვა, მოდით, დავაპაუზოთო.[…]თქვენ ნახეთ პასუხი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა “მშვიდობისთვის ვარ მზად და დონალდ ტრამპის ლიდერობით მინდა, რომ ეს მშვიდობა დადგესო”, ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო და სადაზვერვო კუთხით, პაუზა, რამაც ეს შედეგი მოგვცა, დამთავრდება და უკრაინელებთან მხარდამხარ ვიმუშავებთ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით, რათა იქ აგრესიას წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ [ასევე] იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილზე იყოს, რათა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს”. – განაცხადა რეტკლიფმა.

  • ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის და  საკრებულოს არჩევნების მოგებას – კობახიძე

    ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგებას – კობახიძე

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არანაირი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩვენებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში.

    აქედან გამომდინარე, უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, თუ პარლამენტში არ შემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძვრინონ მორიგი პოლიტიკური მარცხისგან.

    ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და 64-ივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

    ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

    ოლიგარქის სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 5 მარტს დაუსწრებლად შეუფარდა.

    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

    4 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.

  • მზია ამაღლობელს მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა თავის დაცვის უფლება – საია

    “მზია ამაღლობელს მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა თავის დაცვის უფლება “- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.

    სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ. სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.

    დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა  უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.

    სასამართლომ ასევე, იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის  უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირადი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

    სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო  17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.

    მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.

    მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”. – წერია განცხადებაში.

  • რატომ არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი – რომან გოცირიძის განმარტება

    პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე განმარტავს, თუ რატომ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი.

     

    “რატომ არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი:

    1. მოხდება საპასუხო ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნების მიერაც, რაც წარმოშობს ტარიფების ომს.

    2. ტარიფები გარდაუვლად იწვევენ ფასების ზრდას.

    3. ტარიფები ამახინჯებენ საბაზრო ფასწარმოქმნას.

    4. ადგილობრივი კომპანიები ექცევიან სასათბურო პირობებში და კონკურენციის გარეშე მათი ფუნქციონირება იწვევს წარმოებული საქონლის ხარისხის გაუარესებას, ზრდიან ფასებს, არ აბანდებენ ფულს ინოვაციებში და განვითარებაში.

    5. ტარიფების უკონტროლო შემოღება და გაუქმება
    ( ამერიკის შემთხვევაში ამის ერთპიროვნული უფლება აქვს პრეზიდენტს) ბადებს გაურკვევლობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, შეღავათების დაწესებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესისათვის. ვოლუნტარისტული ჩარევა ეკონომიკაში ამახინჯებს მის სტრუქტურას და ბაზარს უგზავნის ცრუ სიგნალებს.

    6. თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი კატალიზატორია საქმის კეთება საზღვრების გარეშე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნამ და მასში გაწევრიანებამ სწრაფი განვითარების ბიძგი მისცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, რუსეთს, თურქეთს, ინდონეზიას და ა. შ. აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ საქართველოც. ტარიფები ანგრევენ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებს, რაც ძირს უთხრიან თანამედროვე მსოფლიოს ბიზნესმოდელს, ეს კი იწვევს წარმოების შემცირებას და ფასების ზრდა.

    7. ერთპიროვნული ძალაუფლების ფლობა ტარიფების შემოღებაში ზრდის ბიზნესზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების რისკებს.

    ტარიფებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი და ეკონომიკის დაცემა.”-განმარტავს რომან გოცირიძე.