Category: სლაიდერი

  • “დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინებაზე” – სუს-ი ბომბის შესაძლო საფრთხეზე

    ბომბის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიაცხადებემ, რომ რომ “სუს-ის დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინებებზე”. ამის შესახებ უწყებამ “ტაბულას” განუცხადა.

    აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მიმართ სპეციალური გაფრთხილებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ისინი მოუწოდებენ ამერიკელებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში  ისთ ფოინთში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში მისვლისგან, ბომბის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო. გაფრთხილება საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე არსებობს უსაფრთხოების შესაძლო რისკი.

  • აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

    აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში, ისთ ფოინთში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ამ ტერიტორიებზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

    “გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია ბომბის მუქარებთან დაკავშირებით თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრზე :
    East Point-ის სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე ტყალჩერილიძის ქუჩა N2
    Galleria Tbilisi სავაჭრო ცენტრი – შოთა რუსთაველის გამზირი N2/4
    თბილისის სავაჭრო არეალი – დავით აღმაშენებლის გამზირი N16
    საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს თავი აარიდონ აღნიშნულ ადგილებს დამატებითი შეტყობინების მიღებამდე.
    გთხოვთ, აკონტროლოთ ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები განახლებული ინფორმაციისთვის.
    როგორც კი დამატებითი დეტალები გვექნება, დამატებით შეტყობინებას გამოგიგზავნით”.-ნათქვამია ინფორმაციაში.
  • კანონპროექტი უკვე მიღებულია აშშ-ის სენატში. შეიტანეს სენატის საკანონმდებლო კალენდარში – ალექს რაუფოღლუ

    “კანონპროექტი უკვე მიღებულია აშშ-ის სენატში. იგი ორჯერ წაიკითხეს და შეიტანეს სენატის საკანონმდებლო კალენდარში, საერთო განრიგის მიხედვით” –  ამის შესახებ Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს.

    “ახალი ინფორმაცია — MEGOBARI Act-ის შესახებ!

    კანონპროექტი უკვე მიღებულია აშშ-ის სენატში. იგი ორჯერ წაიკითხეს და შეიტანეს სენატის საკანონმდებლო კალენდარში, საერთო განრიგის მიხედვით. კალენდარის ნომერი: 70.
    ეს კანონპროექტი მიმართულია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ირანელი ტერორისტებისკენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიისკენ და ომის დამნაშავე პუტინისკენ ექაჩება — აღნიშნავს კანონპროექტის ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი
    უილსონი აცხადებს: „MEGOBARI Act-ის მიღება თითქმის 90-პროცენტიანი მხარდაჭერით ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ერთდროულად მიუღებლობის გამოცხადება იმ ტირანულ მაფიურ დაჯგუფებაზე, რომელიც საქართველოს დიქტატორებს ყიდის. ქართული ოცნება შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს. ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.“ 
  • უკრაინამ იერიშები მიიტანა რუსეთის ბაზებზე, სადაც 9 მაისისთვის გამოსაყვანი ტექნიკა ინახებოდა

    უკრაინამ რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ “შაიკოვკასა” და მოსკოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა “კუბინკაზე” იერიშები მიიტანა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო ავრცელებს.

    რუსული მხარის ცნობით, დარტყმა იმ ადგილებზე მოხდა, სადაც 9 მაისის აღლუმში მონაწილე პერსონალი და ტექნიკა იყო განლაგებული.

    კუბინკა-ს ბაზაზე განთავსებულია Tu-22M3 თვითმფრინავები და რაკეტები, კერძოდ, Kh-22,.

    შაიკოვკა-ს ბაზაზე განთავსებულია Su-27 და MiG-29 თვითმფრინავები.

  • საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო, სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვერ გაფრინდა

    უკრაინის მხრიდან, საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში ვერ ჩაფრინდა. ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებული გახდა აზერბაიჯანში დაშვებულიყო.

    როგორც სააგენტო Tanjug-ი იტყობინება, სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაქოში დაშვების შემდეგ მოსკოვში გამგზავრების ნებართვას ელოდება.

    გავრცელებული ინფორმაციით, ვუჩიჩის რეისისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეზე წვდომა ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შეუზღუდეს.

    პორტალ Informer-ის ცნობით, ბაქოში საგანგებო დაშვება მოხდა რუსულ საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შეტევის ფონზე – საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიურობის გამო.

    რუსეთის აეროპორტებში მასობრივად ფერხდება ავიარეისები უკრაინელთა მიერ ღამითა და გამთენიისას კამიკაძე დრონებით თავდასხმების გამო.

    მოსკოვის ოლქზე განხორციელებული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსების ათეულობით სამოქალაქო რეისმა გადადო ფრენა. აეროპორტების საჰაერო სივრცის დახურვის გამო ფრენები მასობრივად იგვიანებს, ხოლო მგზავრები ჩივიან საათობით ლოდინზე თვითმფრინავებში, საკვების, წყლისა და შესაბამისი პირობების გარეშე.

    მოსკოვი:
    • დომოდედოვო: 80 რეისი გადაიდო, 38 გაუქმდა.
    • ვნუკოვო: 27 რეისი გადაიდო, მგზავრები 12 საათზე მეტს ელოდებიან.
    • შერემეტიევო: 52 გამგზავრება გადაიდო, 70 ჩაფრენა.

    სანქტ-პეტერბურგი:
    • პულკოვო: 9 გამგზავრება და 7 ჩაფრენა გაუქმდა.

    რეგიონები:
    • ყაზანი: 30-ზე მეტი რეისი გადაიდო, 6 გაუქმდა.
    • სოჭი: 16 გამგზავრება გადაიდო, 6 გაუქმდა.
    • ნიჟნი ნოვგოროდი: აეროპორტი თითქმის ერთი დღეა დაკეტილია.
    • ეკატერინბურგი: 6 რეისი გაუქმდა, 4 გადაიდო.
    • ციმბირი: ნოვოსიბირსკი, ნორილსკი და სხვა — 14 გადადება, 3 გაუქმება.
    • კავკასია: მინერალნიე ვოდი — 11 გადადება, 10 გაუქმება; მახაჩკალა — 12 გადადება, 2 გაუქმება.

     

  • სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი – კობახიძე

    პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი. რაც შეეხება უკან დახევას, ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხისა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ამ ბრძოლას გავდივართ ამდენი ხანია. ჯერ იყო არაფორმალური სანქციები, შემდეგ იყო ფორმალური სანქციები. ბრძოლა წარიმართება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და აქ უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ.

    არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და არა ვიღაც სხვა მთავრობის გადაწყვეტილება. პირველი, რაც უნდა ქართველ ხალხს, ეს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქართველი ხალხის ღირსების დაცვა. დღეს ამისთვის წარიმართება ბრძოლა.

    2022 წლის დასაწყისიდან ჩვენ გამოვიარეთ სერიოზული ზეწოლა, ვერ ჩაგვრთეს ომში, ვერ გააჩაღეს საქართველოში მეორე ფრონტი, ამან გამოიწვია “დიფ სთეითის” განაწყენება და ამის შემდეგ გრძელდება შანტაჟი და მუქარა ხან ფორმალური, ხან არაფორმალური სანქციებით. ქართველ ხალხს სურს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა, ეს არის მთავარი ღირებულება ქართველი ხალხისთვის და ჩვენ ვიცავთ ამას.

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაზე – არ მოაწერენ ხელს, არ მიიღებს სენატი – მდინარაძე MEGOBARI აქტზე

    წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, თუ ვინმეს კიდევ განმარტება სჭირდება, ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულიაა ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რამდენი თვეა წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. იმდენად ნაჭორავები აქტია, ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს – აქედან გამომდინარე, უკიდურესად არასერიოზულია ამაზე საუბარი. ლაკმუსის ტესტია იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, დიფსთეითის დამარცხებაზე თუ არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაზე – არ მოაწერენ ხელს, არ მიიღებს სენატი და ა.შ. ოდნავ მაინც თუ დიფსტეიტის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს.

    ამბობს  მამუკა მდინარაძე MEGOBARI აქტზე.

  • 500 ადამიანი იყო  ჩართული უმძიმეს ძალადობაში და მხოლოდ 30 ადამიანია დაჭერილი – კობახიძე სინდისის პატიმრებზე

    500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში და მხოლოდ 30 ადამიანია დაჭერილი – კობახიძე სინდისის პატიმრებზე

    2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ცნობილი [ლაზარე] გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან 1 იქნა შეწყალებული და 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში – ამას ჰქონდა ძალიან ცუდი ეფექტი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.

    ახლა რა მოხდა, იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში – სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. […] არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. […] იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში? ამაზე მიპასუხეთ.

    თქვა  ირაკლი კობახიძემ აქციების დროს დაკავებულ პირებზე.

  • “ეს არის მტრული აქტი – ტრამპს გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში” –  კალაძე

    “ეს არის მტრული აქტი – ტრამპს გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში” – კალაძე

    “კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რადიკალების ჩამოშორების შემდეგ,  გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ – ირაკლი კობახიძე

    რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ – ირაკლი კობახიძე

    ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება – გამთლიანებაში ერთის მხრივ ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების განვითარებას.
    ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარედან ქართველებს თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ.

    ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ საზოგადოებას.

    ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.

    თქვა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ