Category: სლაიდერი

  • ”ძალიან მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის – ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს ტრამპის ადმინისტრაციისგან” – ბოკუჩავა

    “იცით, რომ “მეგობარი აქტის” ინიციატორი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოსა და აშშ-ის დროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის. “მეგობარი აქტის” მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან, ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ „მეგობარი აქტი“ ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას”.

    განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

  • “ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს” –  ზარქუა

    “ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს” – ზარქუა

    “უილსონი არის, ვინ გითხრათ? უკრაინაში ჰყავთ, სულ რომ ურტყამენ, რადას დეპუტატი გონჩარენკო. ჩვენთან ჩემს “ხაბეს” უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. “ხაბეს” ნუ დასცინით, პარტიის თავმჯდომარე იყო და მას გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს უილსონის ინიცირებული სიგიჟეა. ხომ იცით, უილსონი რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ინაუგურაციის ბილეთებში ძვირი რომ გადაახდევინა და შემდეგ გარეთ, წვიმაში დააყენა. თაღლითია, კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულების და მორალის მქონე კაცი არის ავტორი ე.წ. აქტის, სადაც წერია, თურმე საქართველომ ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია…

    ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. თან ამას ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, ვინც თავის დროზე, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს უილსონის მიერ შეთითხნილი აქტია, რომელსაც მხარი დაუჭირა გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებულმა, დემოკრატების 300-მდე კაცმა და რესპუბლიკელების ნაწილმა, რომელიც თავად ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ბუნებრივია, არა…

    გახსოვთ, თეთრი სახლის სპიკერი, ლუციფერს რომ ჰგავდა, მეთიუ მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა – სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა. ახლა სადმე ჩანს ან ვინმე ახსენებს საქართველოს? ჩვენი დელეგაცია, დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩასული იყო და საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ურთიერთობების ნორმალიზება მიმდინარეობს. იმათი არეულის, ახლა დალაგება მიდის. ყველაფერი კარგად იქნება. აქტის მიღება აქ მავნებლებს უხარიათ – ირბინონ. უილსონები და გონჩარენკოები არიან. მათი ნამოქმედარით გული გაიხარონ, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ”.

    განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “მეგობარ აქტზე”.

  • საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა შეარყია”ოცნების“ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას” – ბრაიან მასტი

    “საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია.
    საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს.”

    ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში “MEGOBARI აქტის” განხილვაზე განაცხადა.

  • “მეგობარი აქტის” სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია” – კირცხალია

    “არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. “მეგობარი აქტის” სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება”.

    განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ.

  • “MEGOBARI აქტის მიღებით აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა” -“კოალიცია ცვლილებისთვის”

    “MEGOBARI აქტის მიღებით აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა” “კოალიცია ცვლილებისთვის” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურება.

    “აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის მიღებას, რითიც ჩვენი ქვეყნის ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უდიდესი მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ივანიშვილის უზურპატორი, მოძალადე, ავტორიტარული, რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობისკენ.

    მეგობარი აქტი ითხოვს – პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებასა და იმ პირების სანქცირებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენების ზრდას. ასევე, სანქციები მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში.

    მეგობარი აქტის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.
    აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა. მეგობარი აქტის მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა.

    ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვით, ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ მეგობარი აქტი მალე გაივლის დარჩენილ პროცედურებს, რაც ნიშნავს მძიმე წნეხს მათ წინააღმდეგ, ვინც ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხოლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის”, – წერია განცხადებაში.

  • “MEGOBARI Act-ი პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, რაც რუსულმა ოცნებამ 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა” – ხაზარაძე

    “MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!

    კი, “ქართული ოცნება” ნამდვილად იქცა “ქართულ კოშმარად” როცა:
    – ღირსება აყარა სასამართლოს;
    – მოკლა ინსტიტუციები;
    – ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
    – დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
    – დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
    – დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.

    დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!

    გზავნილი მიღებულია – ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!”

    ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს – ვაშაძე

    ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს – ვაშაძე

    მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის!

    მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს “მეგობარი აქტი”.

    ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.

    წარმოუდგენელი რამ მოხდა – 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს.

    ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი სკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

    ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.

    ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს.

    ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად.

    ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ყველაზე მთავარი წინ არის.

    წერს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

  • ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    sknews-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ივანიშვილმა ბერას ჩააბარა – ივანიშვილების ოჯახმა დანაშაულის მფარველობით წელიწადში $500 მილიონი უნდა მიიღონ” – ხაბეიშვილი

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბერა ივანიშვილს ჩააბარა”-აცხადებს ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.  მისი თქმით, “ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ბერა ივანიშვილს. ბერამ მისი მეგობარი ამიკოს გავლით და შუამავლობით ტრანსნაციონალური ქოლცენტრების სქემის აწყობა დაავალა “სოსოს”, რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა დაუნიშნა ორი “თვალი” – წარმომადგენელი ლაშა და დავითი. შეთანხმების თანახმად, ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “მინი” ოფისები უკვე “ამოქოქეს” და იგეგმება ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, სადაც თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი, მძარცველი იმუშავებს! ცხადია, ყველა დასახელებული სახელის გარდა ვიცით გვარები, ასევე კონკრეტული მისამართები და “თანამშრომლების” გარკვეული ჯგუფიც იდენტიფიცირებულია! ევროპოლი და გერმანიის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული თემაა ტრანსნაციონალური დანაშაული. მამა-შვილი ივანიშვილები იმდენს იზამენ, სანქციები კი არა პირდაპირ ალკატრასის ციხეში მოხვდებიან. გვაქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი – სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით!”, – წერს ხაბეიშვილი.

  • “ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას აშშ-ის მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად” – ჩიკვაიძე

    “მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად”

    ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის წერილში.