სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ ალეკო ელისაშვილისგან – ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს.
რაც შეეხება 26 მაისს, – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს.
ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში.
რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.
ფეხი არ დაუცდეთ – ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე სხვა ნაციონალების მიმართ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა – მ რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
“მოვიდა შეტყობინება, რომ, სამწუხაროდ, ალიევი არ ჩამოვა. განმარტეს, რომ ის უნდა დაესწროს შიდა ღონისძიებებს, რომლებიც მიეძღვნება ჰეიდარ ალიევს,“ – განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევთან საუბარში.
9 მაისის აღლუმზე დამსწრე ლიდერების სიაში, რომელიც კრემლმა წარადგინა, ილჰამ ალიევი ეწერა, თუმცა როგორც ირკვევა, ის რუსეთის დედაქალაქში არ ჩადის და მიზეზად, 10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე და მისდამი მიძღვნილი ღონისძიება სახელდება.



