Category: სლაიდერი

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

    თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო რუსეთის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავა.

    ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    როგორც მინისტრი ალი იერლიკაია X-ზე წერს, დაკავებული “კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის” ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

    “რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით “საერთაშორისო ტერორიზმის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს,” – წერს მინისტრი X-ზე.

  • უნგრეთი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორ უკრაინელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

    უნგრეთი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორ უკრაინელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს  – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

    “უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ომზე უარს ვამბობთ, უკრაინას არასდროს მიაწვდიდით იარაღს და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არავის მიგვიცია და არც არავის მივცემთ უფლებას, ამ ომში ჩაგვითრიოს”, – თქვა სიიარტომ.

    სავარაუდოდ, ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც ორბანის მთავრობამ უკრაინაში გამოვლენილი ჯაშუშური ქსელისა და 2 პირის დაკავების შემდეგ მიიღო.

    დღეს SBU-მ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. მათი ინფორმაციით, ჯგუფის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი წერტილების ძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, თუ რეგიონში უნგრული ჯარები შევიდოდნენ.

  • ასეთი განცხადებები შანტაჟის ინსტრუმენტია – კახიანი ჰერჩინსკიზე

    როგორც ჩანს, ასეთი განცხადებები შანტაჟის ინსტრუმენტი და გარკვეული სამაშველო რგოლია იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუხტი ააგორონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. მაგრამ, საზოგადოებას კარგად აქვს შეფასებული იმ პოლიტიკის სწორი ხაზი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს.

    თუ ბატონი ჰერჩინსკი თვლის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ჩვენ ასე არ ვთვლით, რადგან ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ვგულისხმობ, ამ ვალდებულებებს მუდმივად ვასრულებთ.

    ასე გამოეხმაურა “ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

  • მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

    მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

    მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი პირი ჩავარდა, ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მეორე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

    გამოცემის თანახმად, ორივე პირი კომპანია China Group-ის თანამშრომელია.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან და არც ჩვენს იდენტობას იცავენ – ზურაბიშვილი

    “ვულოცავ ევროპის დღეს სრულიად საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დღე რეალურად. ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება , მშვიდობა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად, თუ ევროპაში. ამიტომ, ამის არდანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, ამ ქვეყნის დატოვება პირისპირ რუსეთთან, არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაუკეთოს ამ ქვეყანას.  ეს უნდა კარგად გვესმოდეს და ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ ევროპისგან, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები , ნამეტანი პატრიოტები ვართ, ევროპა არის სწორედ პატრიოტების, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, ისინი არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და ეს გზა არ არის საქართველოს გზა”.

    განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

    ქუთაისში, მდინარე რიონში რიონში 19 წლის ქალის ცხედარი იპოვეს-  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    ახალგაზრდა ქალს მდინარეში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

  • ქალს რომელსაც ამცირებდი, სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ “მეტკინა ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…” – გელაშვილი დგებუაძეზე

    “ქალს რომელსაც ამცირებდი, სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ “მეტკინა ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…” – ამის შესახებ,  მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის ეთერში მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

    ”რანაირად შეიძლება დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა დასუსტებული ხელი გამოგიქნია და სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ “მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…”

    ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური, თვითონ ბატონი დგებუაძე და მისი მეგობარი, რომელიც ამბობდა “ისეთი ძლიერი სილა გააწნა, რომ…” და სირცხვილის განცდა არ აქვს.

    ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგრძნებაა განადგურებული, ის ვერ გრძნობს, რომ ის კაცია და ის ქალია.

    ეს სერიოზული პრობლემაა, ჩვენი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი გახდა საერთოდ, თუნდაც მოწიწების ან დისტანციის დაკარგვა ქალის მიმართ – მაგრამ საქართველოში, როგორც ყველა უბედურება, ეს ძალიან გამოკვეთილია.- განაცხადა ნაირა გელაშვილმა.

  • “ეს ერთობლივი ზეიმია, მე აქ მოვედი ჩემით, როგორც ყველა” – ზურაბიშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე

    “ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად… მე აქ მოვედი ჩემით, როგორც ყველა მოვიდა”

    განუცხადა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 11:53 საათზე, წალენჯიხასთან 3.5  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

    ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.