Category: სლაიდერი

  • ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია 5 პირი

    ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია 5 პირი

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1985 წელს დაბადებული ს.მ., 1969 წელს დაბადებული ი.შ. და წარსულში ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.ე. და 1982 წელს დაბადებული ი.ა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ – ზურა  ჯაფარიძე

    “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ – ზურა ჯაფარიძე

    “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

    „დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

    ზურა ჯაფარიძე აცხადებს ასევე რომ არ აპირებს გირაოს გადახდას.

     

  • კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს, გვექნება რეაქცია –  კობახიძე

    კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს, გვექნება რეაქცია – კობახიძე

    ონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში, ესეც არს როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა , ბუნებრივია გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით.”

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად – ზელენსკი

    ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად – ზელენსკი

    პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერმინისტრ სტარმერთან და ტუსკთან ერთად ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს. განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა. უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია დაიჭიროს. ჩვენი პოზიციაა, თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობების დასრულებაზე, ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. რუსეთზე წნეხის შენარჩუნება საჭიროა მანამ, სანამ რუსეთი ომის დამთავრებისთვის არ იქნება მზად. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

  • ადვოკატის თქმით, პროკურატურამ ამაღლობელის პროცესზე მოწმეები ჩახსნა

    მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ დღეს პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ხოლო დანარჩენები კი პროკურატურამ ჩახსნა.

    “პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდებამ ეს მოწმეები – ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით, დაიღალა, რომ ამათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს” ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ შენ რომ ხარ ამ ნიღბის ქვეშ რით დასტურდება რომ შენ ეს ხარ და არა სხვა”, – თქვა მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან.

    დღევანდელ პროცესზე სასამართლო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ  ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, მაგრამ “ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი”.

  • რუსეთმა უკრაინაში ქართველ მებრძოლს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

    უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.  ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ცნეს დამნაშავედ.

    “გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე ჩავიდა უკრაინაში და შეუერთდა დაქირავებულ მებრძოლად პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

  • წვიმა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

    „მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას – ფიშერი “იმედს”

    საქართველოს უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს და ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, მე ვიტყოდი დეზინფორმაციას. არ არის კარგი იდეა, რომ ასე ილაპარაკოთ ევროკავშირის შესახებ, თუ გინდათ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

    კითხვა მაქვს “იმედის” ტელევიზიისთვის, თქვენ “იმედის” ტელევიზია ხართ? რატომ თქვა “იმედმა” გუშინ, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალ ოპოზიციონერებს?

    […] არა, არა მე თქვენთვის მაქვს კითხვა, რაზე დაყრდნობით გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? რადგან, ეს ინფორმაცია ყალბია და ვთავაზობ “იმედის” ტელევიზიას, რომ დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას.

    განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

  • რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული – ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელზე

    „მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნდეს და რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, რადგან თუ ჟურნალისტი ხმას ამოიღებს, ეს პოლიტიკური საქმეა. ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, ნამდვილად ისეთი რამაა, რაც უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება. ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ეს საერთოდ არ არის სისხლის სამართლის საქმე,”

    ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

  • სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება.აქ ყველაზე კარგად ჩანს, სად ცხოვრობ – ჯაფარიძე

    სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება.აქ ყველაზე კარგად ჩანს, სად ცხოვრობ – ჯაფარიძე

    „ამ ხალხის თანადგომა, ვინც ახლა, ტყვეობაში ჰყავს რეჟიმს, არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს იმ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვართ. ის, რომ ამ სასამართლოდან რამე ოპტიმისტურის მოლოდინი, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე, რა ხდება აქ. სასამართლო არის ის ადგილი, სადაც წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა ირკვეოდეს ტყუილი და სიმართლე. აქ იყრის თავს ასეთი რეჟიმის პირობებში მთელი ბოროტება და ჩემი აზრით, ამის ყოველდღე ნახვა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელი არ არის პოლიტიკოსი გერქვას, ნახო სინამდვილეში, სად ცხოვრობ, ყველაზე კარგად ეს, აქ ჩანს“,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.