Category: სლაიდერი

  • თბილისის ყოფილი ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

    ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ხმალაძე აქამდე ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

    “ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება”, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

    იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.

  • მტკვარში ოპერაციის დროს 2 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ – ქალის და კაცის. ერთი პირის ძებნა გრძელდება – საგანგებო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

    სამსაშველო სამსახურის ინფრომაციით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

    “სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

    შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

    ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე,ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები,რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

    ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა. აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ.

    ცნობისთვის, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში 4 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს.

  • ”უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”, – ჯო უილსონი

    “ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:

    ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;

    პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;

    ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;

    ოპოზიცია აკრძალა;

    უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.

    უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”,

    ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) “ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

  • მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ენმ

    ”ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!” – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ  განცხადებაში.

    “არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას, რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.

    თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო, სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

    ჩვენთვის ცხადია, რომ საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.

    ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.

    მოგიწოდებთ – სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებისათვის” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ..უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტე – ბეტელი

    “ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ
    სურთ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან. თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. “

    ამის შესახებ, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრება  “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც.

  • ერთადერთი სწორი პოზიცია – არის არანაირი გირაო! არ შეიძლება რეჟიმთან თანამშრომლობა – ჯაფარიძე

    ერთადერთი სწორი პოზიცია – არის არანაირი გირაო! არ შეიძლება რეჟიმთან თანამშრომლობა – ჯაფარიძე

    რას გადაწყვეტენ ჩემთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ რეალობა იგივეა. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს, არის არანაირი გირაო, არ შეიძლება რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, ჩემი აზრით. ამიტომ, ის რომ ვიღაცები სადღაც შეიკრიბნენ, საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს და მერე რაღაც კომისია შექმნეს და გიბარებენ, მაგ თამაშში არ უნდა აჰყვე. მგონია, რომ საბოლო ჯამში თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ქცევაზე დადის ამ რეჟიმთან დაპირისპირება და ის, როდის დამარცხდება ეს რეჟიმი.

    აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

  • რა არის “ოქროს მილიარდი’’ – როგორ იყენებს პუტინის საყვარელ შეთქმულების თეორიას ‘’ქართული ოცნება’’

    ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი და ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი  განმარტავს თუ რა არის “ოქროს მილიარდი’’ და როგორ იყენებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის საყვარელ შეთქმულების თეორიას ‘’ქართული ოცნება’’. 

    ”მინდოდა დამეწერა სტატუსი, მაგრამ გამომივიდა სტატია. თუმცა, დავდებ მაინც. აქედან უფრო ფართოდ გავრცელდება. რა მინდა გითხრათ:

    უკვე ბევრმა დასვა კითხვა, ახლა ეს “ოქროს მილიარდი“ საიდან მოიტანეს ქოცებმა, რატომ აიჩემეს, რას ბოდავენ, (ჯერჯერობით დაბალი რანგის ქოცები) რისი თქმა უნდათ?

    ქოცების მესიჯბოქსში შემთხვევით დიდი ხანია არაფერი ხვდება. ყველა მესიჯი – ღიად თუ შემოვლითი გზებით გავრცელებული, ცენტრალიზებული საინფორმაციო ფრონტის ნაწილია და უშუალო მართვას რუსეთის ეფესბე ახორციელებს. ყველა ეს მესიჯი რუსული ეფესბეს სკივრიდან არის, ამიტომ ძალიან ადვილია ამოცნობა.

    შევეცდები მოკლედ გითხრათ, საიდან გამოხტა ასე მოწმენდილ ცაზე “ოქროს მილიარდის“ ამბავი.

    ❗️სინამდვილეში “ოქროს მილიარდი“ პუტინის საყვარელი შეთქმულების თეორიაა.

    ▪️არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლებიც “ინტერნაციონალურია“, ანუ მთელ მსოფლიოშია მოდებული და ბევრი მიმდევარი ყავს. არის შეთქმულების თეორიები, რომლებიც ერთი რომელიმე ქვეყნის კუთვნილებაა, იქ დაიბადა და იქ მუშაობს. სხვაგან უბრალოდ ვერ გაიგებენ რაზე ელაპარაკები. ასეთია ე.წ. “ოქროს მილიარდის“ თეორია, რომელიც სუფთა რუსული, უფრო ზუსტად საბჭოური შეთქმულების თეორიაა და ძირითადად რუსულენოვან სამყაროში მუშაობს. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე.

    ▪️ეკონომიკური უთანასწორობისა და გლობალური რესურსებისთვის ბრძოლის თემაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიები პრინციპში ახალი და გასაოცარი არ არის, მაგრამ “ოქროს მილიარდის“ თეორიას დანამდვილებით საბჭოურ–რუსუ bლი ფესვები აქვს.

    ⭕️ეს თეორია ამტკიცებს, რომ:

    საიდუმლო ძალები, ერთგვარი გლობალური ელიტა – დასავლეთის ქვეყნები — ძირითადად აშშ და ევროპის უმდიდრესი სახელმწიფოები — თითქოსდა ცდილობენ მსოფლიოში სიმდიდრისა და რესურსების მონოპოლიზებას დანარჩენი კაცობრიობის ხარჯზე. თითქოს მათი ამოცანაა მხოლოდ მილიარდი ადამიანი დარჩეს პლანეტაზე ცოცხალი, დანარჩენი კაცობრიობა, ანუ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები უნდა განადგურდეს ან იმ დონემდე დაიყვანონ, რომ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს “ცივილიზებული სამყაროსთვის”.

    ▪️ამ თეორიის თანახმად მხოლოდ მილიარდ ადამიანს აქვს „უფლება იცხოვროს“ კომფორტულად, დანარჩენი 6+ მილიარდი განწირულია სიღარიბისთვის, განადგურებისთვის, შიმშილისთვის, დაავადებებისთვის, ჩაგვრისთვის და ომებისთვის.

    • როგორ დაიბადა „ოქროს მილიარდის“ თეორია

    როგორც ამბობენ, ეს თეორია საბჭოეთის გარკვეულ სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ 1970–იანი წლებიდან გაჩნდა, თუმცა შედარებით ფართო გავრცელება 80–იანების ბოლოს მოხდა. საბჭოთა ეკონომისტი და პუბლიცისტი ანატოლი ციკუნოვი (კუზმიჩის ფსევდონიმით) ამ თემაზე 80–იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში სტატიებს აქვეყნებდა.მაგალითად, 1990 წელს გამოაქვეყნა სტატია: „გლობალური ლიდერობის გეგმები რუსეთის დამონებისთვის“.

    ▪️90–იანების დასაწყისშივე გამოაქვეყნა გამოაქვეყნა წიგნი „მსოფლიო მმართველობის შეთქმულება: რუსეთი და ოქროს მილიარდი“. წიგნში აღწერილია აპოკალიფსური შეთქმულება. ანუ, დასავლური ელიტა მიიჩნევს, რომ გლობალური ეკოლოგიური ცვლილებები და კატასტროფები რესურსებისთვის კონკურენციას გაამწვავებს. ამიტომ, მსოფლიოში მხოლოდ მილიარდი „ღირებული“ ადამიანი უნდა გადარჩეს, რუსეთი კი თავისი ბუნებრივი რესურსებითა და გეოგრაფიით უნდა დაიმორჩილონ. ავტორი ამტკიცებდა, რომ დასავლელი ელიტები მშიერი თვალებით უყურებდნენ საბჭოთა ბუნებრივ რესურსებს — გაზს, ნავთობს, ტყეებს — მსოფლიოში მარაგების შემცირების ფონზე.

    ▪️თავიდან ეს იდეები მარგინალურად ითვლებოდა, თუმცა 90–იანების რუს პოლიტოლოგებს თანდათან მოეწონათ ამ იდეის ექსპლუატაცია, რომ როგორმე ახსნა მოეძებნათ დასავლეთის წარმატების ფონზე 90–იანების რუსეთის ჩამორჩენილობისთვის. მოგვიანებით, 90–იანების მეორე ნახევარში ეს თეორია კიდევ უფრო გააღრმავა რუსმა ისტორიკოსმა და სოციოლოგმა სერგეი კარა–მურზამ და გამოიყენა იმის საჩვენებლად, თუ რატომ აგებდა რუსეთი “გლობალურ ეკონომიკურ თამაშს“ ელცინის ეპოქაში. ბუნებრივია, ყველაფერში დამნაშავე მისი ვერსიითაც “ოქროს მილიარდი“ იყო.

    ▪️მოგვიანებით, ეს სადაო თეორია ფაქტიურად კრემლის იდეოლოგიად იქცა. პუტინმა ის დასავლეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად აქცია. ეს თეორია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს დასავლეთი მხარს უჭერს მსოფლიოს მილიარდობით ადამიანის ჩაგვრას, რუსეთი კი ამ ხალხის მფარველია.

    ▪️პუტინმა გაპრეზიდენტებისთანავე საკუთარი რიტორიკა ააგო დაჩოქილი რუსეთის “მუხლებიდან წამოყენებაზე“, რომელსაც დასავლეთი “ჩაგრავდა“. ჯერ კიდევ 2000 წელს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე, პუტინმა თქვა:

    ?„გლობალური განვითარება უხეშად არის გაყოფილი ჩრდილოეთსა და სამხრეთად, ანუ ‘ოქროს მილიარდს’ და დანარჩენ კაცობრიობას შორის.“

    ეს თეორია მას შემდეგ სულ ტრიალებდა კრემლის ექსპერტებში, პროპაგანდისტებში და მედიაში. მიზანი იყო რუსეთის მოსახლეობაში დასავლეთისადმი შიში და სიძულვილი გაეღვივებინათ და ბელადის გარშემო საზოგადოების იმ ხარისხის მობილიზაცია გამოეწვიათ, რომელიც ზედმეტ კითხვებს გამორიცხავდა და პუტინის ყველა გადაწყვეტილების უპირობო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

    • რუსეთის პროპაგანდის სტრატეგია და ფორმულა მარტივია: 

    ?შექმენი მტერი, ჰიპოთეტური საფრთხე და ამ მტრის ფონზე წარმოაჩინე თავი ერთადერთ გადამრჩენად. (ხომ არ გეცნობათ?) შეშინებულმა ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ისინი განწირულები არიან, მათ წინააღმდეგ დიდი ბოროტება მზადდება – ამ შემთხვევაში ევროპა–ამერიკის, ანუ მსოფლიოს გაბატონებული ძალების მხრიდან და პუტინი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამ გლობალურ ბოროტებას წინააღმდეგობა გაუწიოს.

    “ოქროს მილიარდის” თეორია რუსულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის მშვენიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა.

    2020-იანი წლებისთვის პუტინმა ამ თეორიას ახალი განზომილება მისცა – მაგალითად„ოქროს მილიარდის“ თეორია რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა ვაქცინებზე წვდომის, ანტილიბერალური

    ღირებულებების და ლგბტ უფლებების წინააღმდეგ პროპაგანდისთვის. თეორია თანდათან აიტაცეს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტებმა, და პროპაგანდისტულმა არხებმა.ამ თეორიაზე დიდი გატაცებით საუბრობსხოლმე კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ყველა პროცესს მსოფლიოში ხშირად იმით ხსნის, რომ “ოქროს მილიარდს“ მთელი დანარჩენი მოსახლეობის გადაგვარება, გარყვნა და განადგურება უნდა.

    ?ტერმინს რუსეთის ოფიციალური პირებიც იყენებდნენ და იყენებენ. მაგალითად, დავოსის ონლაინ ფორუმზე (2021 წლის იანვარი), პუტინმა თქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკა არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „ოქროს მილიარდს“, არამედ უნდა იყოს ინკლუზიური და სამართლიანი ყველა ქვეყნისთვის.

    “ოქროს მილიარდის“ თეორია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უფრო აქტუალური გახდა . ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ახსენა „ოქროს მილიარდი“ როგორც “დასავლური იმპერიალიზმის“ სიმბოლო. 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ თქვა:

    ?„დასავლეთი ფიქრობს, რომ მხოლოდ ‘ოქროს მილიარდს’ აქვს უფლება იცხოვროს. დანარჩენები უბრალოდ რესურსების მომწოდებლები არიან.“

    ?სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (2022 წლის ივნისი), პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინანტური პოზიცია და მხოლოდ „ოქროს მილიარდს“ მისცეს უფლება იცხოვროს კეთილდღეობით, ხოლო დანარჩენი ქვეყნები განიხილება როგორც კოლონიები და მათი მოსახლეობა — მეორე კლასის მოქალაქეებად.

    ?„დედამიწის ეგრეთ წოდებული ‘ოქროს მილიარდის’ მოდელი უსამართლოა. რატომ უნდა ჰქონდეს ამ მილიარდ ადამიანს უფლება, სხვა ყველას თავს მოახვიოს თავისი წესები?“ — განაცხადა პუტინმა 2022 წლის ივლისის გამოსვლაში.

    მან ამ შეთქმულებას უწოდა „რასისტული და ნეოკოლონიური არსით“, რომლის მიზანიცაა სამყაროს დაყოფა „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ადამიანებად და შესაბამისად, ის რასისტული და ნეოკოლონიური მოდელია“. პუტინმა აქვე დაამატა, რომ „გლობალისტური და ფსევდოლიბერალური იდეოლოგია სულ უფრო მეტად ემსგავსება ტოტალიტარიზმს და ახშობს შემოქმედებითობასა და თავისუფალ ისტორიულ განვითარებას.“

    უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობა სულ უფრო ხშირად იყენებს ამ თეორიას იმის საჩვენებლად, რომ რუსეთის იზოლაცია არ არის მისი ქმედებების შედეგი, არამედ გლობალური შეთქმულების ნაწილია.

    თეორია ღიად ახსენეს რუსეთის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

    ?„თქვენ შეგიძლიათ თავს ოქროს მილიარდი და რაც გინდათ ის უწოდოთ, მაგრამ დედამიწის მოსახლეობა ბევრად მეტია, ხოლო მეტალები ბევრად ძვირფასია ვიდრე ოქრო,“ — თქვა მედვედევმა 2022 წლის 19 მარტს.

    ?უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა 2022 წლის მაისში თქვა, რომ დასავლეთი უბრალოდ „ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“ ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად ის „ოქროს მილიარდის დოქტრინაზე“ მუშაობს. პატრუშევმა კორონავირუსის პანდემიაც კი ამ თეორიას მიაწერა — თითქოს ეს ყველაფერი იგეგმებოდა ამ დოქტრინის გასატარებლად.

    მოკლედ, პუტინი ცდილობს თავი მსოფლიოს “ჩაგრული უმრავლესობის“ მხსნელად წარმოაჩინოს.
    ⭕️რატომ გაჩნდა ეს თემა ქოცურ პროპაგანდაში?

    „ოქროს მილიარდი“ არის მორიგი იარაღი რუსეთის საინფორმაციო ომში, რომელიც ქოცების ხელით საქართველოში აქვს გაჩაღებული. ეს თეორია არის მორიგი საფრთხის იმიტაცია, მას შემდეგ, რაც “მეორე ფრონტის გახსნის და ომში ჩათრევის იძულების“ საფრთხე გახუნებას იწყებს. ან უბრალოდ სათადარიგო ვარიანტი. შიში და დეზორიენტაცია არასოდეს არის ზედმეტი. რაც მეტი, მით უკეთესი, უფრო წარმატებით უკეთებ პარალიზებას ადამიანებს, რომ არა განვითარებაზე, განათლებაზე, უკეთეს მომავალზე, თავისუფლებაზე იფიქრონ, არამედ “გლობალური საფრთხის“ შიშით ლოკალურ დესპოტიასაც კი შეეგუონ. მოკლედ, “ოქროს მილიარდის“ თეორია კრემლის მორიგი ტოქსინია, რომელიც საქართველოში გაუშვეს. ჯერჯერობით მარგინალური პერსონების მიერ გახმოვანებული და სხვადასხვა ალტერნატიული ქსელებით გავრცელებული, თუმცა, არ გამოვრიცხოთ, მალე თვით კობახიძის პირით მოვისმინოთ “ოქროს მილიარდის“ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ვირტუოზულად დაუკავშირებს დიფსთეითს, გლობალური ომის პარტიას და ა.შ.

    მიზნები აქაც მარტივია, ისევე, როგორც რუსეთში:

    • დასავლეთის დემონიზაცია და უნდობლობის გაღვივება.
    • რუს/ქოცების პოლიტიკის გამართლება
    • საკუთარი მოსახლეობის შიშით პარალიზება.
    • საერთაშორისო იზოლაციის გამართლება და ხალხის დარწმუნება, რომ ამ იზოლაციაში დამნაშავე არა ქოცები, არამედ დიდი საერთაშორისო შეთქმულებაა.

    ❗️რატომ მოვყევი ამდენი რამე: არაფერი, საერთოდ აღარაფერი, რასაც ქოცები აკეთებენ ან ამბობენ მათ აღარ ეკუთვნით. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არის რუსული, პირდაპირ ნაკარნახევი, პირდაპირ ეფესბეს უშუალო მონაწილეობით განხორციელებული. ეს უნდა ვიცოდეთ.
    სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ვინც ბოლომდე ჩაიკითხეთ მადლობა”.

  • “სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსდა” – გვარამია ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე

    “სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსდა” – გვარამია ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე

    სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსდა: ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს წულუკიანის “კომისიაზე” არმისვლის გამო!”

    წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა გვარამია.
    წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

  • ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

    ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა – ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

    აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მოითხოვა.

    ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.

    ის წულუკიანის კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

    აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მოითხოვა.

  • პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს – პაპუაშვილი

    პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს – პაპუაშვილი

    ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტება კი ჰყოფს. ისტორიულად, საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო – ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს. ლამისაა, მათი კანვასური თუ USAID-ური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს. ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში პირდაპირი წვლილი სწორედ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ზოგ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის.

    პარადოქსი მივიღეთ, რომ დღეს ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულა ერთობა, სიმტკიცე, შენი ქვეყნის, ხალხისა და ისტორიის რწმენაა.

    თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური მოხსენების დროს.