Category: სლაიდერი

  • ვემზადებით ნებისმიერი, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც – ბუჩუკური მელიას

    ჩვენთვის,ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია გახარია საქართველოსთვის პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ – ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

    რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები.ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!

    ამბობს პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი ანა ბუჩუკური ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით.

  • ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, არამედ მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს – ელენე ხოშტარია

    ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, არამედ მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს – ელენე ხოშტარია

    “ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90 იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს” –  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

    “ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და აშ არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ ყველა გადავიჩეხებით.

    ამასთანავე, ამ კამათში მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც კრიტიკულია ბრძოლისთვის. ამიტომ ერთმანეთს გულისყურით და პატივისცემით უნდა ვუსმინოთ. სწორეს ასე ვიღებ ყველა გამოთქმულ აზრს ნებისმიერ ეთერზე.
    რაც შეეხება გუშინდელ ეთერს.

    რა თქმა უნდა, თავშიც არ მქონია რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი, გამიკვირდა როდესაც ერთ-ერთმა ჯგუფმა, ერთობამ, რაიმენაირად ეს თავის თავს დაუკავშირა. გუშინ ვცდილობდი ამეხსნა, რომ ის რომ თვეები გავიდა ბრძოლაში არ ნიშნავს არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც უშედეგობას, რადგან ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90 იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს. ეს წჯნააღმდეგობა არ ნიშნავს ‘პეპლებს’, ან როგორ უნდა ნიშნავდეს, როცა მე თვითონ არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვყოფილვარ მოძალადე პოლიციელებთან და ასე იქნება სულ, რადგან ეს სამართლიანი და სწორია.

    რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეტყობა კარგად ვერ გამოვხატე.

    არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არცერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ.
    ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ.
    პატივისცემა ყველა თანამებრძოლს” – წერს ელენე ხოშტარია.

  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა  – ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

    როგორც ცნობილია, სანქციები  მიმართულია რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” თითქმის 200 გემის, ასევე 30 კომპანიის მიმართ, რომლებიც სანქციების თავიდან არიდებაში მონაწილეობენ.

    „ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს თითქმის 200 ჩრდილოვანი ფლოტის გემს. ახალი ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. დამატებითი სანქციები მზადდება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი”, – წერს კალასი.

  • არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას  – ზელენსკი

    არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას – ზელენსკი

    “ჩვენ არ გამოვიყვანთ ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან, ეს ჩემი, ჩვენი ძალების კონსტიტუციური მოვალეობაა… არანაირი ულტიმატუმი არ იქნება, არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას. არ ვიცი, რა პრინციპები აქვს [პუტინის მიერ აღნიშნულ მემორანდუმს], მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენი მიწებიდან გაყვანისთვის პირობებს დააწესებს – ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ტრამპმა ტელეფონით პუტინთან ისაუბრა, მანამდე კი ზელენსკისთან

    აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა.ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული ტელემარათონი, Єдині новини საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ  ტრამპი პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

    საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

    მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ  “მიზანი – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ “ცეცხლის შეწყვეტაა”.

  • კანონთან მიმართებაში რა შეღავათი აქვთ, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? – ხაზარაძე მოსამართლეს

     

    “6 საათია ვმსჯელობთ, რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან “ქართულმა ოცნებამ” მოიპარა ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას.რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?”

    ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

  • ადვოკატების თქმით, ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმეში პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატები  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, ვინაიდან პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. ადვოკატებმა დღეს,  ბრიფინგზე საზოგადოებას  ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მტკიცებულება წარუდგინეს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის უკვე გადაცემულია და რომლიც მიხედვითაც, პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა, სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე შაინიძემ კი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო ვიდეო-მტკიცებულებით, რომელიც სინამდვილეში ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ (დაახლოებით 2 საათში), მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებამდეა გადაღებული.

    “გვინდა, რომ გესაუბროთ ამ საქმეში მტკიცებულებებით მანიპულირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე. კონკრეტულად ეს ეხება, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს. ამ ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის სამმართველომ წარადგინა ორი ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში. თუმცა, ვერ მიუთითა თავად ვის დაკავებაში უწევდა წინააღმდეგობას.

    ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რითიც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ვიდეოები, რომლებიც წარადგინა ბათუმის პოლიციის სამმართველომ სასამართლოში, როგორც, თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი… სინამდვილეში, ეს ვიდეოები გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე დაახლოებით, 8-9 წუთით ადრე იწყება და მიდის საბოლოოდ ამ სილის ინციდენტამდე.

    მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით (ყურადღება მიაქციეთ დროებს) დააკავეს 00:52 საათზე, ხოლო ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 საათით ადრე, 22:58 საათზე.

    ამდენად, პოლიციის მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოები ასახავს მოვლენებს არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ მისი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ” – თქვა ამაღლობელის უფლებადამცველმა მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე.

    “სხვა სიყალბეებთან ერთად პოლიციამ ეს ვიდეოები სასამართლოში წარადგინა იმის სამტკიცებლად, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს მის დაკავებამდე და ამიტომ დააკავა იგი ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ვანაძემ და არა ბესელიამ, როგორც ეს კადრში ჩანს და საჯარო სივრცეში ეს კადრი ტრიალებს დღემდე. […]

    სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ წარდგენილი გვაქვს ბათუმელების მიერ გადაღებული live-მასალა, რაც ასახავს მოვლენებს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე სულ რაღაც 8-9 წუთით ადრე. ეს არის უწყვეტი ვიდეო და სრულდება სილის ეპიზოდით და შემდეგ მზიას ჭიშკარში შეგდებით.

    ბათუმელების ეს ვიდეო ასახავს სწორედ იმავე მოვლენებს, რაც ასახულია პოლიციის მიერ წარდგენილ 2 ვიდეო-ფაილში, მხოლოდ, გადაღებულია სხვადასხვა კამერით და ოდნავ სხვა რაკურსით. ჩვენს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი, ლაივ-რეჟიმში გაშვებული და უწყვეტი ვიდეო ადასტურებს, რომ პოლიციამ სასამართლოში ყალბად შედგენილი სამართალდარღვევის ოქმში ასახული ე.წ. დარღვევის დასადასტურებლად წარადგინა ეს ორი ვიდეო, რომლებიც ასახავს მოვლენებს არა მზიას ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ ამ დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. […]

    პოლიციამ მოახდინა მტკიცებულებებით მანიპულირება და სასამართლოში წარადგინა ვიდეოები, რაც ასახავს ლაშა გაბაიძის დაკავებას. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო დაკავებული, რომელიც დააკავეს რამდენიმე ხნით ადრე მზიას სისხლით დაკავებამდე და ასახავას ამ დროს წარმოქმნილ ჭყლეტას. […]

    ოფიციალურად, დოკუმენტურადაც ლაშა გაბაიძის დაკავება განხორციელდა 00:45 საათზე, ხოლო მზიას ადმინისტრაციული დაკავება მოხდა, როგორც გითხარით, 22:58 საათზე. დაახლოებით, 2 საათით ადრე, ვიდრე მოხდებოდა გაბაიძის დაკავება.

    შესაბამისად, ლაშა გაბაიძის დაკავების კადრში ასახული მოვლენები ვერაფრით დაედებოდა საფუძვლად მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას” – განაცხადეს ადვოკატებმა.

  • უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადარები და საბაზო ინფრასტრუქტურა განადგურდეს

    უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის გაზის მომპოვებელ პლატფორმებზე იერიში მიიტანეს დოკუპანტების რადიოლოკაციური სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (სბუ) ავრცელებს.

    იერიშები ეტაპობრივად განხორციელდა: ჯერ პლატფორმას საჰაერო დრონმა დაარტყა, შემდეგ კი — ზღვიდან მოქმედმა უპილოტო აპარატმა. დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა რუსული რადარი “ნევა”, რომელიც მათ საჰაერო და საზღვაო სივრცის კონტროლისთვის გამოიყენებოდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი მოდული და საწყობები.

  • შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ

    შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ

    შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ, -ინფორმაციას  “ქართლის ამბები” იუწყება. ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

    როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის მიზეზით.

    “ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

  • “დამოკიდებულია იმაზე როგორ დასრულდება ორთაბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის…ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ” – კობახიძე

    “დამოკიდებულია იმაზე როგორ დასრულდება ორთაბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის…ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ” – კობახიძე

    „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“

    განაცხადა “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.