Category: სლაიდერი

  • “ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, განცხადება მან დაწერა და ტექსტს სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ”- ბოლის ჩელე ყურუა

    ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე მოინახულა, რომელმაც დაუდასტურა, რომ გუშინ რეჟიმის პატიმრების სახელით გავრცელებული განცხადების ტექსტი მისი დაწერილია.

    “ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა რომ წერილი მან დაწერა.

    საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი.

    14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა:
    ვეფხია კასრაძემ
    ვასილ კაძელაშვილმა
    გიორგი გორგაძემ
    ირაკლი მიმინოშვილმა
    ინსაფ ალიევმა (უთარგმნეს რუსულად)
    თორნიკე გოშაძემ
    ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

    15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11 კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა.

    ჩემი მიზქნი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით.

    კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება”. – წერს ყურუა.

    გუშინ, 20 მაისს მოძრაობა დაფიონმა რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ რომ მათთვის მიუღებელია,  ”კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას”.

    დაფიონმა აღნიშნიული განცხადება მოგვიანებით  სოციალური ქსელიდან წაშალა.

  • თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

    თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა წარადგინა.

    “ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, ყველა იმ პროცესში, რასაც ქალაქის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა ჰქვია. გიორგი ტყემალაძე მინდა წარმოგიდგინოთ. გიორგი ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ, ყველა პროექტი რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა”, – თქვა კახა კალაძემ.

    გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

  • ბავშვების თვალწინ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა – ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

    ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

  • საქართველო რა კანონებს მიიღებს, ეს არავის საქმე არაა – კალაძე

    საქართველო რა კანონებს მიიღებს, ეს არავის საქმე არაა – კალაძე

    “რა კანონებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს არავის საქმე არაა – არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის, ვიღაც რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს. მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ.

    ჩვენ არსად არაფერი გადაგვიხვევია. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ინტერესს და საქართველოს მომავალს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და პოლიტიკა. საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მბრძანებლური ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია”

    თბილისის მერი, კახა კალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებას გამოეხმაურა.

  • წერილზე არ უპასუხიათ. MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი – კობახიძე

    წერილზე არ უპასუხიათ. MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი – კობახიძე

    „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“,

    ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს შეეხებოდა.

  • ”ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის” – კობახიძე

    ”ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის” – კობახიძე

    „ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას. ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,

    თქვა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

  • კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

    კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

    კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს.ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამა თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული.

    მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის,  პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.

    არსებული ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

    გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას.

  • “იმედის” ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი უნგრეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

    “ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სამთავრობო ტელევიზია იმედის ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.

    “უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.  ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.  ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ” – აცხადებს ბოჭორიშვილის სამინისტრო. 

    ლალიაშვილი 2022 წლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

  • მოვა დრო, წულუკიანს ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან – სუბარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან – ელისაშვილი

    მოვა დრო, წულუკიანს ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან – სუბარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან – ელისაშვილი

    მიზანი კი ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა, უნდათ, რომ ომის დაწყება დააბრალონ… მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან”.- ამის შესახებ „მოქალაქეები – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

    „საქმეს გვიიოლებენ. ხელისუფლებას რომ შევცვლით, პირდაპირ კომისიის საქმეებს ავიღებთ და მათზე დაყრდნობით წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს გავამწესებთ სადაც საჭიროა – სამშობლოს ღალატისთვის, ციხეში. რასაც სჩადიან ქართული არმიის, ვეტერანებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. რუსებისთვის კუდის ქიცინი და რუსული საქმის კეთება ხდება, მეტს არაფერს აკეთებენ. ისეთ საქმეებს ქექავენ, საიდანაც დიდი სიმყრალე მოდის და უკან უტრიალდებათ. კომისიაში 5 კაცია და 2 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ერთ შს მინისტრის მოადგილე იყო, მეორე სომხეთში საქართველოს ელჩი. მახსოვს, შარმანაშვილი როგორ უძვრებოდა სააკაშვილს, მისი ლაქუცა იყო. როდესაც სააკაშვილს კონსტიტუცია მოარგეს, მაგ კომისიაში იყო შარმანაშვილი. რომელ „ნაციონალებს“ ებრძვიან, გამოტენილები არიან „ნაციონალებით“. თავის სიმყრალეში არიან აზელილები. მიზანი კი ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა, უნდათ, რომ ომის დაწყება დააბრალონ, თქვან, რომ – „ანწუხელიძე გმირი არ არის“ და თახსირმა კობახიძემ პირდაპირ თქვა – „ანწუხელიძისნაირი გმირები არ გვჭირდებაო.[…] თუ აპირებენ, რომ დამიბარონ, იცოდნენ, რომ ერთი თეთრის გადამხდელი არ ვარ, მოღალატეები არიან. მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს, უმსგავსო სოზარს, დეგრადირებულ ადამიანს. კარგი მაწონი რატომ უნდა მივუტანო? მჟავე მაწონი და გამხმარი “ბულკები” უნდა მივუტანო, რომ მერე ღრღნან. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან. ისე ღრმად შეტოპეს, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი, მათი დაფშვნის წინაპირობაა, მათ თავიანთი თავი ამ სიტუაციაში თავად შეიყვანეს, მაგრამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა მოუწვეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • არასწორია, იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ – ჯაფარიძე

    „რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება უფრო უარესი პროცესი, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და 26 ოქტომბერს არჩევნები არ ყოფილა. ამიტომ არ შეიძლება ამას არჩევნები დავუძახოთ. იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა, რეჟიმისთვის დახმარების გაწევა, მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების დახატვის მცდელობა იქნება, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.

    ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს“,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ  განაცხადა.