Category: სლაიდერი

  • თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული  რეჟიმის ლეგიტიმაციაა – ხოშტარია

    თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული რეჟიმის ლეგიტიმაციაა – ხოშტარია

    კოალიცია ცვლილებისთვის და მისი უკანონო პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია, თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რაც კეთდება ჩვენი პარტნიორებისგან, ზოგიერთი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა, ეს არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების რუსული სპეცოპერაციისა და მოტაცებული არჩევნების პრაქტიკულად დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა და აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე”.

    აცხადებს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

  • კრემლის პროპაგანდისტი დუგინის თქმით, ”უკრაინა არის დიფ სთეითი”

    კრემლის პროპაგანდისტი დუგინის თქმით, ”უკრაინა არის დიფ სთეითი”

    “უკრაინა არის დიფ სთეითი. დიფ სთეითმა შექმნა ტერორისტული ნაცისტური რეჟიმი და გარდაქმნა საკუთარ მთავარ ხელსაწყოდ. ტრამპს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა, ღრმად გადგმული ფესვების გამო.”

    აცხადებს, ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი.

  • მდგომარეობა საქართველოშიუფრო და უფრო უარესდება  თანდათან ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს – იუკნევიჩიენე

    მდგომარეობა საქართველოშიუფრო და უფრო უარესდება თანდათან ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს – იუკნევიჩიენე

    მე მივესალმები იმ მამაც ადამიანებს უკვე თითქმის 200 დღეა ქუჩაში იბრძვიან. ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ევროპული დროშით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უფრო მეტად პროევროპულები არიან, ვიდრე სხვა ევროპელები.

    შეიძლება, რადგანაც ხალხს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრობს, არ ადარდებს, როგორია დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. თქვენ გასაოცრები ხართ, თქვენ ჩემი და კიდევ ბევრი ევროპელის გმირები ხართ.

    პროევროპულ ქართველებთან და ევროკავშირიდან ელჩებთან ლაპარაკის შემდეგ რაც გავიგეთ არის ის, რომ ვითარება უფრო და უფრო უარესდება. რამდენჯერმე ლუკაშენკოს რეჟიმიც ვახსენეთ, რადგან საქართველოს მდგომარეობა თანდათან უახლოვდება ბელარუსს.

    განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე.

  • СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს! ყირიმი – ეს უკრაინაა! – მალიუკი

    ”ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.
    აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.
    რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
    ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.
    ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.”

    აცხადებს ამის შესახებ, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი რომელიც ყირიმის ხიდზე სპეცოპერაციას ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა .

  • უკრაინელებმა ყირიმის ხიდის საყრდენები დანაღმეს – ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, СБУ-მ,  ახალი, უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა და მესამედ დაარტყა ყირიმის ხიდს – ამჯერად წყალქვეშ.

    ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. СБУ-ს აგენტებმა დანაღმეს ამ ობიექტის საყრდენი კონსტრუქციები და დღეს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. საყრდენების წყალქვეშა ნაწილი ძლიერად დაზიანდა ფსკერის დონეზე — ამას ხელი შეუწყო 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტში არსებული ასაფეთქებელი მასალის დეტონაციამ.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი, უწყების ხელმძღვანელი.

    “ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.

    აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.

    რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
    ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.

    ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.” – ამბობს ვასილი მალიუკი.

  • დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობ – უგულავა

    „ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი – გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი”. […] ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია – სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ – ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს!

    ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,

     

  • შვედეთმა, შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის, ყველანაირი დახმარება “ოცნებისთვის”  – ზურაბიშვილი

    შვედეთმა, შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის, ყველანაირი დახმარება “ოცნებისთვის” – ზურაბიშვილი

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  თქმით, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუწყვიტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს” (SIDA) დახმარება.

    ასევე შვედეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დონორად და როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ მიზნისთვის სტოკჰოლმში მიმოიხილავენ ქართულ კანონმდებლობას, თუ როგორაა შესაძლებელი ამ ნაბიჯის გადადგმა.

    “შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დონორის, სააგენტო SIDA-ს ყველანაირი დახმარება, საქართველოს მთავრობისთვის. შვედეთი გამოთქვას მზაობას, რომ დარჩეს მხარდაჭერად საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზისა. ასევე დარჩეს დონორად, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და ამ კუთხით, [შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ] ჩვენ ვაკვირდებით ევროპულ კანონმდებლობასო, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერაო”, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.

  • შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    ყველას, ვინც წუხს და შურისძიებას ელოდება.

    წუხილი საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია.

    ამასთან უნდა გვახსოვდეს:

    1. ჩვენი ჯარი აქტიურად მიიწევს წინ და ამ სვლას აგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება. და ისინი ვინც უნდა განადგურდნენ – გაქრებიან.
    2. სტამბოლის მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაც მიერ მოფიქრებული არარეალური პირობებით მიღწეული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი უსწრაფესი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

    წერს  უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

  • მხოლოდ ეპიზოდი არ არის – შეიძლება ისევ განმეორდეს – შმიგალი

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობის ქსელი“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე, ეს, შესაძლოა, განმეორდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

     

    „ჩვენ უკვე ორი თვეა ვთავაზობთ სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ყოველ ღამე, ყოველდღე აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ხორციელდება. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა.[….] ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, ეს შეიძლება ისევ განმეორდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან“, – აღნიშნა შმიგალმა.

  • თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ – ზელენსკი რუსულ დელეგაციაზე

    თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ – ზელენსკი რუსულ დელეგაციაზე

    როგორც მითხრეს (რუსეთის) დელეგაცია იმაზე ცოტათი უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა, ხომ იცით, როგორიც არის… თავხედი ხალხია… მაგრამ გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ 1-2 ღონისძიებაა საჭირო და ადამიანებივით მოქცევას ეცდებიან.

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სტამბოლის შეხვედროს მონაწილე რუსეთის დელეგაციაზე.