Category: სლაიდერი

  • ანტიამერიკული ”ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს თავს ესხმის და ოპოზიციას კრძალავს – უილსონი

    მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი, სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა.

    ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს თავს ესხმის და ოპოზიციას კრძალავს. წინ მიმავალი ერთადერთი გზა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!

    აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოში სტივ დეინსის ვიზიტთან დაკავშირებით.

  • მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

    არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე კიდევ ერთ აქტივისტს, 20 წლის თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

    გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

    ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.

    საქმე ეხება, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს. თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“

  • მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება! აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს – ნიკა მელია

    მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება! აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს – ნიკა მელია

    ”გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი, მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მართვის მოწმობა მოითხოვეს, ცხადი იყო ის რომ ყველაფერი აინტერესებდა, მართვის მოწმობის ვარდა, ამ დროს რაციაში ხმა გაისმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში, გასაგები იყოო რაც ხდებოდა. 11 ადამაინი იყო ფურგონში ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდთ, რომ იყვნენ პოლიციეელები. აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, ბნელ ფურგონში ეს ვერ მოხერხდა”,

    ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.

  • “უდიდესი სურვილია თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის აცილების სისტემიდან, ჯანდაბისკენ”-  ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

    “უდიდესი სურვილია თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის აცილების სისტემიდან, ჯანდაბისკენ”- ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

    “უდიდესი სურვილია თქვენი, ყველასი, უბრალოდ შესაძლებლობა არ არის. თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. ამ პროცესიდან არა, ზოგადად სისტემიდან, ჯანდაბისკენ”

    ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა,  ნიკა მელიამ მოსამართლეს, რომელმაც ჰკითხა,  ხომ არ ჰქონდა მოსამართლის აცილების სურვილი.

    წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს,  რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დღეს კი, იზოლატორიდან პროცესზე გადაიყვანეს.

     

  • ” ოპოზიციური ხმების დაშინების მაგალითა. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს” – დენ ბარნა მელიას დაკავებაზე

    “ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება. ეს ოპოზიციური ხმების დაშინების მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და ეწინააღმდეგებიან რუსეთის მზარდ გავლენას”

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ ქსელში წერს.

  • რა წერია წერილში, რომლითაც წინააღმდეგობის პლატფორმა ვაიმარის ლიდერებს მიმართავს

     სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით) ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერებს: საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს წერილით მიმართავს.

    გთავაზობთ წერილს სრულად:

    “ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმას, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 

    ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ – განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლირადობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში. 

    ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს – ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია,, მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.

    ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები: 

    1. ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში.
    2. სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახანს, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული). 

    ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას. 

    1. ახალითავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება.
    2. საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად.
    3. სამოქალაქო საზოგადოებისდამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად.
    4. პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

    დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ  არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.

    სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს. 

    კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”. – ნათქვამია წერილში. 

  • სენატორი დეინსი საქართველოშია, გააჟღერებს ტრამპის პრიორიტეტებს – აშშ-ის საელჩო

    ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ  სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია და  შეხვედრებს გეგმავს ივანიშვილის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  შეხვედრებზე სენატორი გააჟღერებს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარ პრიორიტეტებს.

    “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში.

    ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები.

    ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ”, – წერს საელჩო.

  • ნიკა მელიას დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი! – წინააღმდეგობის პლატფორმა

    “ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.” – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.

    როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.

    ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.

    სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ახლახან, ქუჩაში ნიკა მელია დააკავეს. ქვეყანაში სიტუაცია უარესდება  – იუკნევიჩიანე

    ახლახან, ქუჩაში ნიკა მელია დააკავეს. ქვეყანაში სიტუაცია უარესდება – იუკნევიჩიანე

    “ახლახან, ქუჩაში კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

    ერთი კვირის წინ – ზურაბ ჯაფარიძე.

    თბილისში ვიზიტის დროს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ყველა წარმომადგენელმა, რომლებიც ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდნენ, განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს უნდა ველოდოთ, დემოკრატიული ქვეყნის ნებისმიერი სტრუქტურა კვლავაც განადგურდება.

    ამ ქვეყანაში სიტუაცია უარესდება.

    მომავალ კვირას, ევროპარლამენტში ქუჩებში მომიტინგე ხალხის წარმომადგენლები მოვიწვიე. ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში მოსმენები გაიმართება.

    ოთხშაბათს, საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს. მე ვარ ამ ანგარიშის მომხსენებელი.

    ჯერჯერობით, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები საკმარისად აქტიურები არ არიან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გერმანიის ახალი მთავრობის წყალობით იმედი მაქვს, სანქციების შესახებ MEGABARI აქტი, მკაცრი აქტი, აშშ-ის კონგრესში გაივლის გზას.

    საქართველო მთელი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგიული სახელმწიფოა.

    რუსეთი ამას ძალიან კარგად ხვდება. ჩინეთი ამას ხვდება, ირანი ამას ხვდება და თავის გავლენას აძლიერებს. ევროკავშირი ხვდება?”

    ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ  ნიკა მელიას დაკავებას.

  • შსს ნიკა მელიას პოლიციელის  სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება

    შსს ნიკა მელიას პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

    “ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“, – უთხრეს სამთავრობო მედიას, იმედინიუსს შსს-ში.